პოლიციისა და "შალკეს" ფანების დაპირისპირება პაოკ-თან მატჩის დროს
"შალკეს" გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელებზე განაწყენებულმა გელზენკირხენის პოლიციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიცია აღარ აპირებს "შალკეს" საშინაო მატჩებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

"ამიერიდან უსაფრთხოების მთელი პასუხისმგებლობა თვითონ კლუბს ეკისრება!" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნორდ რაინ ვესტფალენის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრი რალფ იეგერი აწერს ხელს.

ცხადია, პოლიციის გარეშე "შალკე" უსაფრთხოებაზე ზრუნვას ვერ შეძლებს და თუ გელზენკირხენის პოლიციამ მართლაც უარი თქვა "ფელტინს არენა აუფ შალკეს" დაცვაზე, კლუბს სრული ქაოსის საფრთხე ემუქრება.

იეგერის გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის (პაოკ-თან 1:1) მატჩის შემდეგ გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებმა სამართალდამცავები გააკრიტიკეს. შეხვედრაში, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართა, პოლიცია საქმეში აქტიურად მას მერე ჩაერია, რაც "შალკეს" ულტრასებმა ბერძენი ქომაგების პროვოცირება სცადეს. გელზენკირხენელებმა პოლიტიკური შინაარსის ბანერი გადმოკიდეს, რითაც საბერძნეთს მიაყენეს შეურაცხყოფა.

იმ მატჩის დროს რამდენიმე გულშემატკივარი დაშავდა, რის შემდეგაც "შალკეს" ხელმძღვანელებმა გელზენკირხენის პოლიცია არაერთხელ გააკრიტიკეს - "შალკემ" პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება გადამეტებულ საქციელად ჩაუთვალა. ნორდ რაინ ვესტფალენის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ცრემლსადენი გაზის გამოყენება აუცილებლად მიიჩნია.

"საბედნიეროდ, კანონებს საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები არ ადგენენ," - ამბობდა გერმანიის პოლიციის კავშირის დირექტორი რაინერ ვენდტი.

ახლა კი გელზენკირხენის პოლიცია "შალკეს" არენაზე უსაფრთხოების დაცვაზე უარს აცხადებს. გელზენკირხენული კლუბის მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი გაოცებულია: "ასეთი რამ წარმოუდგენელია! პოლიცია, რა თქმა უნდა, გვჭირდება!" - ამბობს ჰელდტი.

უკანასკნელი ინფორმაციით, "შალკეს" ფინანსური დირექტორი პეტერ პეტერსი გელზენკირხენის პოლიციასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. კიდევ კარგი, რომ ამ უქმეებზე "შალკე" სტუმრად (მაინცში) თამაშობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
გერმანიის ნაკრები: იულიან დრაქსლერი ნაკრებს დააკლდება
"შალკეში" თომას შააფი ახსენეს
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
ჰუნტელაარის შემცვლელი? ჯერ არა!
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
კლუბი ფოკუსში - "შალკე": იენს კელერის რევოლუცია
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია