ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუბა დაუშვილი უკრაინულ წნეხში: ახლა კი ვნანობ...

ბუბა დაუშვილი უკრაინულ წნეხში: ახლა კი ვნანობ...

რა გაუკეთა ლვოვის "კარპატის" ხელმძღვანელობამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს

ბუბა (მურთაზ) დაუშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლვოვის "კარპატის" დაუბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა გამოცემებმა გაავრცელეს ცნობა, ვითომდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინა დღეს, ლვოველებმა ქართველი ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანეს და 88-ნომრიანი მაისურაც დაუბრუნეს... ამ ფონზე, მოულოდნელი იყო დაუშვილის თბილისში გამოჩენა.

უგუნდოდ დარჩენილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა "საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებელთა პრესკონფერენციაზე საკუთარი პრობლემა გაამხილა.

ვისარგებლეთ შემთხვევით და დაუშვილს ინტერვიუ ვთხოვეთ...

- იმის გამო, რაც "კარპატის" ხელმძღვანელობამ გამიკეთა, ვერსად ვთამაშობ და ეროვნული ნაკრების ორი შეხვედრაც გამოვტოვე. პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ჩამოყალიბება ძალიან გამიხარდა. ნეტავ, ცოტა ადრე მაინც მომხდარიყო, ასეთ პრობლემებს ხომ არ წავაწყდებოდი?

- ჯერ დავაზუსტოთ: "კარპატისთან" ახალი კონტრაქტი თუ გააფორმეთ, თბილისში როგორ გამოგიშვეს?

- ეს ინფორმაცია ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. სინამდვილეში არანაირი კონტრაქტი არ გამიფორმებია. თბილისში კი უკვე თვენახევარია, რაც ჩამოვედი.

ახლახან შევიტყვე, რომ "საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებლები პრესკონფერენციას მართავდნენ და მათი მხარდაჭერა მსურდა. მიმაჩნია, რომ ეს ორგანიზაცია ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდებოდა.

- "კარპატის" საჩემპიონატო განაცხადში თქვენი შეყვანაც ტყუილია?

- არა, ეს მართალია. თურმე, განაცხადში შემიყვანეს, მაგრამ ჩვენ შორის გაუგებრობა დღემდე გრძელდება. "კარპატისთან" გაფორმებული კონტრაქტი ფიფას სტანდარტებს არ შეესაბამება. არ შეიძლება, პროფესიონალ ფეხბურთელს ასეთი ხელშეკრულება ჰქონდეს, მით უფრო, უკრაინის პრემიერლიგის კლუბში.

სამწუხაროდ, თავის დროზე ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე და ახლა ვნანობ. ფაქტობრივად, ამ კონტრაქტით მე, როგორც ფეხბურთელს, არანაირი უფლება არ დამიტოვეს, მაქვს მხოლოდ ვალდებულებები.

- როგორც ვიცით, ხელფასის განახევრებას გიპირებენ...

- დავაზუსტებ: როცა "კარპატისთან" კონტრაქტი გავაფორმე, შევთანხმდით, რომ მზარდი ხელფასი მექნებოდა. მაგრამ კლუბს რომ გაუჭირდა, ამ პირობებზე უარის თქმა მომთხოვეს. ახლა გამოდის, რომ რა პირობებიც პირველ წელს მქონდა, მინიმუმ 2,5 წელი იგივე უნდა დამრჩეს. ასეთ პირობებზე ხელის მოწერა ჩემთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ დაგვაყენეს ტრანსფერზე მე და კიდევ 18 ფეხბურთელი. დავა გრძელდება, თუმცა ამ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ვაპირებ.

- აბა, განაცხადში რატომ შეგიყვანეს?

- არ ვიცი. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ განაცხადში ვიქნებოდი. არადა, როგორც გითხარით, უკვე თევნახევარია, თბილისში ვარ.

- მერედა, ამის გამო კლუბი არ დაგსჯით?

- ამაზე კლუბის გენერალურ დირექტორს შევუთანხმდი. გარდა ამისა, ჩემს მომავალ ტრანსფერზეც დაველაპარაკე. უნდა მოვძებნო კლუბი, რომელიც "კარპატისთვის" მეტ-ნაკლებად მისაღებ თანხას გადაიხდის.

- რამდენს მოითხოვს "კარპატის" ხელმძღვანელობა?

- ალბათ, ნახევარ მილიონს.

- რომელიმე კლუბი დაინტერესდა თქვენით?

- მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ... მაგრამ ჯერ კლუბის სახელს ვერ დავაკონკრეტებ.

- ევროპული კლუბია?

- ყოველ შემთხვევაში, მე მსურს, რომ კარიერა ევროპაში გავაგრძელო.

- ახალ ორგანიზაციაში თქვენი გამოჩენა გვაფიქრებინებს, რომ "კარპატის" წინააღმდეგ სარჩელს შეიტანთ...

- ჯერ არ შემიტანია. ლვოველებთან ურთიერთობა ისედაც დამეძაბა და კიდევ უფრო გამწვავებაც არ მინდა. ჯერ თავად შევეცდები საქმის მოგვარებას.

- ...მაგრამ, თუ ეს არ გამოვიდა და თავისუფალი აგენტის სტატუსი ვერ მიიღეთ, სხვა გუნდშიც იჯარითაც ვერ გადახვალთ.

- ამიტომაც მსურს ტრანსფერის გამოსყიდვა.

- ახლა სად ვარჯიშობთ?

- მხოლოდ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, მაგრამ უგუნდოდ ფორმის შენარჩუნება ძალიან ძნელია. "კარპატის" გარდა, სხვა კლუბში ვარჯიშის უფლებაც არ მაქვს და ამას ძლიერ განვიცდი, ისევე, როგორც ნაკრების ბოლო ორი შეხვედრის გამოტოვებას. არადა, როგორ მინდოდა მოედანზე გასვლა და ბიჭების დახმარება. ნაკრებში თამაში მაინც სულ სხვა სტიმულია.

- მართალია, თითქოს თბილისის "დინამოში" გიწვევდნენ?

- ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია და ვერ ვხვდები, საიდან მოიტანეს? მოლაპარაკებაც არ გვქონია.

- ფინეთთან თამაშზე რას იტყოდით?

- ძალიან დასანანი წაგება იყო. ჩემი აზრით, მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მარცხს არ ვიმსახურებდით.

- ფეხბურთი რომ მხოლოდ ბრძოლა არ არის?..

- სამწუხაროდ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ. არადა, ეს თამაშის ხასიათს აბსოლუტურად შეცვლიდა.

- ნაკრების წევრი ხართ და ერთს გკითხავთ - ლამის ყველა ისეთ კლუბში თამაშობთ, სადაც ბურთის თრევას არავინ გაპატიებთ, მაგრამ ნაკრებში სწრაფად მაინც ვერ თამაშობთ. ფინელები ტემპშიც გვჯობდნენ და მოძრაობაშიც. რატომ?

- ძნელი სათქმელია... ფინეთი ხელწამოსაკრავი ნაკრები არ არის, სულ ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. მათი ბევრი ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ ევროპულ კლუბში თამაშობს, ამიტომ, მათგან კარგი ფეხბურთი არ გამკვირვებია. წაგებას კი იმას მივაწერ, რომ საფრანგეთთან ძალიან დიდი ძალები დავხარჯეთ და გუნდი გადაღლილი იყო.

არადა, ფრანგებთან თამაშის შემდეგ სიამაყის გრძნობა მქონდა. ბიჭებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და ხალხის გასახარებლად გულიანად იბრძოლეს.

- ფინელებმა საქართველოში ჩამოსვლამდე ნახევარი დღე მაინც დაკარგეს და ამ კუთხით, საქართველოს ნაკრებს უპირატესობა უნდა ჰქონოდა...

- ესპანელებთან ფინელების თამაში ვნახე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმხელა ძალა არ დაუხარჯავთ, რამდენიც ჩვენ - ფრანგებთან. მეორეცაა: თბილისში ფინეთთან უნდა შეგვეტია, რასაც დიდი ძალები სჭირდებოდა. გადაღლილობის გამო გაგვიჭირდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფეხბურთო პროფკავშირი - ახალი სიტყვა ქართულ ფეხბურთში

ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!

ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!

• zesta

ზესტაფონიდან კი გაიქცა დააბრალა ყველაფერი კოკაიას ბორშს მაჭმევენო და რაგაცეები იბოდა

• dato

Bero კოკაიას მონობას რას ეძახი?! აქ ერთერთი საუკეთესო პიროები ქონდა, იმის გარდა ზესტაფონში შედგა ფეხბურთელად და უღირსად მოიქცა როცა ხრიკებით გაიპარა კარპატში! ახლა რაც მოსდის ზუსტად ღირსია, მიუხედავად მისი ნიჭიერებისა არანაირად არ მენანება

• dato

შენისთანა უმადურ და გადამგდებს მეტი ეკუთვნის,ღმერთი მაღლიდან იყურება

• saba

ერთ-ერთი აუკეთესო დღეს ნაკრებში უფრო ნაკლებად ჩანს მისი პოზიციიდან გამომდინარე

• 1111

ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა..........................დანარჩენი გააგრძელე

• მარინა

უცხოელის მონობა უკეთესი თუა, მაშინ ნუღარ წუწუნებს? მე პრესიდან ვიცი ეს ამბები და ჩემი აზრი გამოვთქვი. ქართველების მენტალიტეტი კი ძალიან კარგად ვიცი_ თავისიანს არ აფასებენ და სხვას აღმერთებენ. თვითონ ამბობს შეცდომა დავუშვიო და შნ უკეთესად იცი?

• Bero

marina კოკაიას მონა რო არ გახდა და მათხოვრულ ხელფასს არ მოაწერა ხელი როცა უკეთეს კლუბში წასვლის შანსი ქონდა იმიტოა არასამართლიანი? :D:D:D კოკაიას ასწავლეთ ეგ ყველაფერი,ამას არაფერი შეშლია

• marina

როგორც შენ მოექეცი სამართლიანად ზესტაფონს , ისე მოგექცა შენც კარპატი. არაფერია, ახალგაზრდა ხარ და თუ ჭკუა გაქვს ისწავლი, რომ ჯერ შენ უნდა იყო სხვის მიმართ სამართლიანი, რომ შემდეგ სხვას მოსთხოვო იგივე.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს

ანდრო გიორგაძე უკრაინაში დაბრუნდა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა

"ტორპედო" ნიკა სანდოხაძის "კარპატისთან" 0:3 დამარცხდა

"კარპატი" ნიკა სანდოხაძეს იჯარით ლატვიის "რიგასში" გაუშვებს

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა

ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა

ნიკა სანდოხაძე "კარპატიში" დაბრუნდა და "სეპტემვრისთან" ითამაშა

ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა

ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები

ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს