თბილისელი ჩოგბურთელის წინსვლა ტურნირის ერთეულთა თანრიგში 19 წლის ანა-ლენა ფრიედსამმა შეაჩერა
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა 12 სექტემბრამდე წარმატებით იბრძოდა ორ ფრონტზე ტრაბზონის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი).

აი, 12-ში კი ერთეულთა თანრიგში მისი წინსვლა შეაჩერეს - 19 წლის ანა-ლენა ფრიედსამმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 175-ეა, კალაშნიკოვას ორ სეტში იოლად აჯობა - 6:3, 6:1.

მეოთხედფინალის დანარჩენი სამი შეხვედრა ასე დამთავრდა: დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) - ან-სოფი მესტაჩი (ბელგია, მე-6 ნომერი) 6:4, 7:6, ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი, 5) - ეკატერინა ბიჩკოვა (რუსეთი, 3) 2:6, 6:2, 6:1, იულია ბეიგელზიმერი (უკრაინა) - ანდრეა მიტუ (რუმინეთი) 7:6, 4:6, 6:3.

ამდენად, ნახევარფინალში ფრიედსამი-იაკუპოვიჩი, კრუნიჩი-ბეიგელზიმერი ითამაშებენ.

კალაშნიკოვამ სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად წყვილებში უკეთ ითამაშა. ისინი ტურნირის რეიტინგფავორიტები არიან. მაგდა ლინეტეს (პოლონეთი) და პემრა ოზგენის (თურქეთი) დუეტთან ქართულ-სერბულ ტანდემს ძალების დაძაბვა არ დასჭირვებია - ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით - 6:1, 6:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მე-2 ნომრად განთესილი სტეფანი ფორე-გაკონისა (საფრანგეთი) და ემილი ვეიბლი-სმიტის (დიდი ბრიტანეთი) მძლეველ (6:3, 6:3) ანი ამირაგიანსა (სომხეთი) და დალილა იაკუპოვიჩს (სლოვენია) დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა