ჩვენი ძიუდოისტები 22-23 ნოემბერს აბუ დაბიში იჭიდავებენ "დიდ პრიზზე", ერთ კვირაში კი ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალში გამოვლენ
ძიუდოისტებმა სეზონის უმთავრესი ტურნირები კი მოილიეს, მაგრამ სეზონი კვლავაც გრძელდება და წლის ბოლომდე "დიდი მუზარადისა" თუ "დიდი პრიზის" რამდენიმე ტურნირი გაიმართება, რომ აღარაფერი ვთქვათ რეგიონულ თასებზე.

ასეთ შეჯიბრებებს 14-15 სექტემბერს ხორვატული რიეკა "დიდ პრიზს" უმასპინძლებს, სექტემბერ-ოქტომბრის მიჯნაზე კი ალმატა და ტაშკენტი. ოღონდ ჩვენები ამათგან არც ერთში არ გამოვლენ, რადგან ისინი საქართველოს ძიუდოს ფედერაციას არც ჰქონდა შეტანილი კალენდარში და არც დაფინანსებას აპირებდა.

რიეკაში ნოდარ მეტრეველს საკუთარი ხარჯებით კი სურდა წასვლა, მაგრამ საბუთების გაფორმება ვერ მოასწრეს.

ლიდერების ამბავი გასაგებია - მათ ახლა დასვენება და ახალი სეზონისთვის ძალების მოკრება სჭირდებათ, მაგრამ ცუდია, იმ შეჯიბრებებზე ახალგაზრდებს, სათადარიგოებსაც რომ ვერ აგზავნიან - ეს ტურნირები ხომ მათ გამოსაცდელადაა მისწრება, თორემ მსოფლიოს ჩემპიონატიდან ერთი კვირის ან თუნდაც ერთი თვის თავზე ლიდერთაგან იქ არავინ იჭიდავებს.

ჩვენები შეჯიბრებებში ნოემბრის ბოლოდან ჩაებმებიან - 22-23-ში აბუ დაბიში იჭიდავებენ იქაურ "დიდ პრიზზე", ერთ კვირაში კი ტოკიოში გადაინაცვლებენ და "დიდ მუზარადად" წოდებულ ძიგორო კანოს მემორიალში გამოვლენ.

ეს ორი შეჯიბრება თავიდანვე იყო ჩასმული ფედერაციის კალენდარში. ალბათ იმიტომ, რომ ერთ კონტინენტზეა, ერთმანეთის მიყოლებით, რაც ფინანსურადაც მომგებიანი ვარიანტია და ორგანიზაციულადაც - საბუთები ერთად მომზადდება, ოღონდ აქ ერთი ნიუანსია - დაახლოებით იმავე პერიოდში, სავარაუდოდ - ნოემბერში, საქართველოს ჩემპიონატიც იგეგმება, თუმცა ეს ჯერ არაა გადაწყვეტილი.

ძალიან ცუდი, ქვეყნის პირველობაში ნაკრების ლიდერები თუ არ გამოვლენ. ბოლო წლებში ქართულ სპორტში ეს ლაფსუსი როგორღაც გამოსწორდა და ძალიან ცუდი, პრეცედენტს ისევ თუ დავუშვებთ.

იმედია, ქვეყნის პირველობა ნოემბრის დასაწყისში გაიმართება და წამყვანი ფალავნებიც იჭიდავებენ, რათა მერე აზიურ ტურნეში წასვლაც მოასწრონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა