ახალგაზრდა ქართველი დიდოსტატი რუსეთის სუპერფინალში მონაწილეობს
ახალგაზრდა ქართველი დიდოსტატი ნაზი პაიკიძე (2401) ბოლო დროს აქტიურად არის ჩართული რუსეთის საჭადრაკო ცხოვრებაში. ადრე გაზაფხულზე "აეროფლოტის" ღია ტურნირში საქართველოს ჩემპიონ სალომე მელიასთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გაიყო, შემდეგ მოსკოვის ჩემპიონობას გამოჰკრა ხელი, რუსეთის მე-60 ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა მოიგო და ამ შეჯიბრების სუპერფინალში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

აქ კი უძლიერესის სახელის მოსაპოვებლად მასთან ერთად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების 11 საუკეთესო წარმომადგენელი იბრძოლებს. ესენი არიან: წლევანდელი საჭადრაკო ოლიმპიადის პირველადგილოსნები - მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (2507), ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (2581), მისი და - ევროპის პირველობების პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა (2576), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ალისა გალიამოვა (2487) და ვალენტინა გუნინა (2479), ასევე, კონტინენტის შარშანდელი პირველობის მესამეადგილოსანი ნატალია პოგონინა (2472), ოლგა გირია (2435), ალექსანდრა ბოდნარუკი (2407), სვეტლანა მატვეევა (2389), ტატიანა შადრინა (2384), ვერა ნებოლსინა (2377).

სუპერფინალი გაიმართება წრიული სისტემით 11 ტურად. თითოეულ მოჭადარკეს 40 სვლისთვის ეძლევა 90 წუთი, შემდეგ პარტიის ბოლომდე ნახევარი საათი ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 22 ნოემბერი დასვენების დღეა. ასპარეზობის საპრიზო ფონდია 1 400 000 რუსული რუბლი. დაკავებული ადგილების მიხედვით მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან შემდეგი ფულადი პრიზებით: I-400.000 რუბლი, II-300 000, III-2000.000, IV-140.000, V- 100.000, VI-60 000, VII-50.000, VIII- 40.000, IX-35.000, X-30.000, XI-25 000, XII-20.000 რუბლი.

გუშინ მოსკოვში, მოჭადრაკეთა ცენტრალურ სახლში, პირველი ტურის პარტიები გაიმართა. ნაზი პაიკიძემ შავი ფიგურებით შესანიშნავად წარმართა პარტია რუსეთის ოლიმპიური გუნდის წევრ ვალენტინა გუნინასთან: ჯერ ერთი ფიგურა აართვა, 49-ე სვლაზე მისი ეტლიც შეიწირა და მეტოქეს საათი გააჩერებინა.

დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ნებოლსინა-ნ. კოსინცევა 0:1, ტ. კოსინცევა-ბოდნარუკი 0,5:0,5, მატვეევა-გალიამოვა 0:1, პოგონინა-გირია 0,5:0,5, კოსტენიუკი-შადრინა 1:0.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა