ეს საქართველოს რაგბის კავშირსა და "ლიბერთი ბანკს" შორის თანამშრომლობის დასაწყისია
"ლიბერთი ბანკის" ახალი პროდუქტი, მოთხოვნამდე ანაბარი "პატრიოტი" საქართველოს რაგბის კავშირის მხარდამჭერი და 20-27 ნოემბერს საქართველოს ნაკრების ორი ტესტ-მატჩის ოფიციალური სპონსორი იქნება.

არმენ მატევოსიანი, "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე: "მოთხოვნამდე ანაბარი "პატრიოტი" საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს სთავაზობს წლიურ 10-პროცენტიან სარგებელს. "პატრიოტი" ბაზარზე არსებულ მოთხოვნამდე ანაბრებს შორის კლიენტებს ყველაზე მაღალ სარგებელს და მოქნილ პირობებს პირდება. პროცენტის დარიცხვა ხდება არა მხოლოდ ანაბარზე განთავსებულ თანხაზე, არამედ სარგებელზეც. "ლიბერთი ბანკის" ინიციატივით გულშემატკივრები, სურვილისამებრ, უფასოდ მიიღებენ "პატრიოტის" სიმბოლიკიან მანქანის აქსესუარებს, რომლის სალონის სარკეზე მიმაგრება საქართველოს ეროვნული ნაკრების ნებისმიერი ქომაგისთვის მარტივადაა შესაძლებელი".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: "დიდი მადლობა "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელებს, ამ საინტერესო და, რაც მთავარია, დროული ინიციატივისთვის. მათმა მხარდაჭერამ სულზე მოგვისწრო. ყველას მოვუწოდებ გახსნას ანაბარი "პატრიოტი", დარწმუნებული ვარ, ეს სახელი ტყულიად არ დაურქმევიათ. საქართველოს რაგბის კავშირსა და "ლიბერთი ბანკს" შორის ეს თანამშრომლობის დასაწყისია. გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს გვაქვს. ვნახოთ, მოვილაპარეკებთ და გადავწყვეტთ".

"ლიბერთი ბანკის" ახალ აქციას მხარი დაუჭირა საქართველოს ახალმა ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" და ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო)

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა