"ვცდილობ, ათლეტიზმში მოვუმატო, რადგან ევროპაში ამის გარეშე მართლაც გამიჭირდება"

"ლელოს" საინტერესო ამბავი გაუმხილეს: ლუკა ზარანდია ამსტერდამის "აიაქსს" სიტყვიერად შეუთანხმდა, მაგრამ ჯერ მაინც უცნობია, რომელ ევროპულ კლუბში მოხვდება.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის თავდამსხმელი გულშემატკივარმა გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებიდან გაიცნო, წლეულს კი გია ცეცაძის ნაკრებში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

საინტერესოა, რომ 17-წლამდელებში მან 8 მატჩში 7 გოლი ჩაიწერა აქტივში, 2012 წელს კი, ბელარუსის, პოლონეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო სანაკრებო ტურნირებზე, საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ზაფხულში ზარანდია ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა, მაგრამ იქ დროებითი კონტრაქტი ჰქონდა, 1 აგვისტოს გუნდი დატოვა და თბილისის "ლოკომოტივს" დაუბრუნდა.

მაგრამ საეჭვოა, ზარანდია საქართველოში დიდხანს დარჩეს. წლის დასაწყისში მას არნემის "ვიტესი" იწვევდა.

19-წლამდელთა ელიტრაუნდამდე კი ამსტერდამის "აიაქსში" იყო სინჯებზე და გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს თავი მოაწონა კიდეც. მაგრამ ხელი ასაკმა შეუშალა - 17 წლის ჭაბუკი ევროკავშირის ქვეყანაში კონტრაქტს ვერ გააფორმებდა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი მისით სხვა ცნობილი კლუბებიც დაინტერესდნენ...

"სიტყვიერი შეთანხმება მართლაც გვაქვს, ჩემი აყვანით დაინტერესებულებიც არიან, მაგრამ ეს საკითხი ჯერაც გადასაწყვეტია.

საქმე ისაა, რომ სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულები და გადაწყვეტილებას სწორედ აქედან გამომდინარე მივიღებ. სამ კლუბზეა ლაპარაკი, მაგრამ ახლა ვერ დავაკონკრეტებ".

რატომ თქვა უარი ვიტესზე?

"არ მინდა ვთქვა, რომ "ვიტესსა" და "აიაქსზე" უარი ვთქვი - უტაქტობაც იქნება და ძალზე პრეტენზიულიც. მაგრამ ჩემი საკითხი ახლა წყდება.

17 თებერვალს 18 წლის გავხდები და ერთ-ერთ კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გავაფორმებ. მანამდე, სათამაშო პრაქტიკისთვის "ლოკომოტივში" დავბრუნდი".

ევროპა და ათლეტიზმი

"ვცდილობ, ათლეტიზმში მოვუმატო და ამაში "ლოკომოტივიც" მეხმარება. ევროპაში ამის გარეშე მართლაც გამიჭირდება, მაგრამ ეს ძალიან საფრთხილო საკითხიცაა და ზომიერი ვარჯიშებია საჭირო, ზედმეტმა დატვირთვამ, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს".

ლოკომოტივის პერსპექტივა

"ლოკომოტივი" ახლა ყალიბდება, ერთად სულ სამი შეხვედრა ჩავატარეთ და აქცენტი სწორი ფეხბურთის თამაშზეა გადატანილი. უმაღლესში გადასვლა კი, ალბათ, მომავალ სეზონში უფრო რეალური იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
შვილო ნუ ჩქარობ. ჯერ გაირკვეს და მერე არიგე ინტერვიუები. ბევრზე წერდნენ ეგრე მაგრამ კვლავ კლუბის ძიებაში არიან.
qutaiseli
აიაქსში რო გაიზრდები როგორც ფეხბურთელი და პროფესიონალი სხვაგან ისე ვერ იქნები წარმატებები ლუკას.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა