შესაძლოა, მოლდოვური გუნდები 16 სექტემბერს ბუდაპეშტში დასაწყები მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთონ
მოლდოვურ ძიუდოში რაც ხდებოდა, პერიოდულად ვწერდით, თუმცა ორი სიტყვით მაინც შეგახსენებთ - ეროვნული ნაკრების ლამის ნახევარი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიქცა, რასაც ხელი თურმე... თავად ფედერაციის ხელმძღვანელობამ შეუწყო, წასვლაზე ნებართვას გენერალურმა მდივანმა მოაწერა ხელი.

ახლა კი ახალი სკანდალის წინაშე იქაური ჭიდაობის ფედერაცია დადგა - შესაძლოა, მოლდოვური გუნდები 16 სექტემბერს ბუდაპეშტში დასაწყები მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთონ, თუ მანამდე საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესებულ 16 ათას დოლარს არ გადაიხდიან.

თურმე ნუ იტყვით და ამ თანხით მოლდოვური ფედერაცია ფილას იმისთვის დაუჯარიმებია, რომ მსაჯი არ მიავლინა ახალგაზრდების ევროპისა და მსოფლიოს პირველობაზე (დაფინანსება ეროვნული ფედერაციის კომპეტენციაა)! არადა, რა შორს ჰყავდათ გასაგზავნი - ევროპირველობა მაკედონიაში ჩატარდა, მსოფლიოსი - ბულგარეთში. ბოლო-ბოლო, ავტობუსით გაუშვებდნენ ამ ქვეყნებში.

პრობლემის მოგვარებას მოლდოვური ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ პეიკოვი ცოტა არ იყოს და დამამცირებელი გზით შეეცადა - ფილას მესვეურთ რამდენჯერმე სთხოვა ჯარიმის მოხსნა, მოლდოვა ღარიბი ქვეყანაა და ამხელა თანხას ვერ გადავიხდითო!

ქვეყანა იქნება მართლაც არაა მდიდარი, მაგრამ ეს თანხაც ერთი მანქანის ფასია, ამას ხომ არ უნდა შეეწიროს მთელი ფედერაცია?

ისე, ეს მოლდოველებიც კაი ხვითოები ყოფილან. უთავბოლობით ჩვენ თუ ვინმე გაგვაკვირვებდა, არ მეგონა, მაგრამ ამათთან რა შედარებაა. ახლა არც მიკვირს, რატომ გადავიდნენ ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ანატოლი გუიდეა (60) და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლაი პასლარი (66) ბულგარეთში (თუმცა მათ ეს ტიტულები ახალ სამშობლოში მოიპოვეს), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გენადი ტულბეა (55) - ჩერნოგორიაში.

ან კი რა გასაკვირია, ასეთი ქვეყნიდან ხალხი გარბოდეს?

გასაკვირი არც ისაა, ასეთი სპორტსმენების დაკარგვის შემდეგ მოლდოველებს დღეს ვარსკვლავები რომ არ ჰყავთ - მათგან ვერავის მივიჩნევთ ჩვენი მოჭიდავეების ძირითად კონკურენტად, თუმცა ორიოდე საყურადღებო ფალავანი კი მოეპოვებათ.

მაგალითად, ნიკოლაი ცებანი (96) თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის პრიზიორია, მარტში კი თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ამავე ნაკრების ორმა ახალგაზრდა წევრმა - ალექსანდრუ ჩირტოაკამ (55) და მიჰაილ სავამ (66) ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგეს და მეხუთეზე გავიდნენ.

ბევრად უფრო სუსტია მათი ბერძენ-რომაელთა ნაკრები. ერთი სიტყვით, მათი გამოკლებით ჩემპიონატს ბევრი არაფერი დააკლდება, მაგრამ თავად ჭიდაობისთვის კი მსგავსი პრეცედენტი ცუდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა