როგორც იქნა, კუნძულ კიუშუს ბაშოზე მონაწილე ქართველებმა "შეთანხმებულად" არ იასპარეზეს
როგორც იქნა, კუნძულ კიუშუს ბაშოზე მონაწილე ქართველებმა "შეთანხმებულად" არ იასპარეზეს. ჩვენი ტრიოს მოგებები და წაგებები ერთმანეთს ცვლიდა, ამჯერად კი ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და ლევან ცაგურიამ (კოკაი) იმარჯვეს, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დამარცხდა.

ის, რომ ჩვენ უფრო დიდ ყურადღებას ტოჩინოშინის ასპარეზობას ვაქცევთ, ბუნებრივია - 23 წლის კომუსუბი სენიაკუში (სუმოს ელიტის ელიტაა) ადგილის შენარჩუნებას და, ვინძლო, წინსვლასაც ცდილობს, მას მხოლოდ დარჩეულ რიკიშებთან უწევს ჭიდაობა და ეს ბრძოლები იაპონური მედიის ყურადღების ცენტრშია. ტოჩინოშინი მასზე მაღალი რანგის კაკურიუს დაეჭიდა, რომელიც აქამდე დაუმარცხებელი იყო ნოემბრის ბაშოზე. ჩვენებურმა "წერო-ურჩხულის" მავაში მოიხელთა და რკალიდან იორიკირის ილეთით გაიყვანა, არადა თავიდან სეკივაკემ იყოჩაღა, შეუტია, მაგრამ ქართველის ცაცია უფრო ღონიერი გამოდგა, ის ხომ ფაქტობრივად ერთი ხელით აწვებოდა მოწინააღმდეგეს. ლევანის ბალანსი 2-2 გახდა.

ახლა ფუკუოკაში ორი კომუსუბის რკენა გველის - ქართველს იერარქიაში ნახევარი საფეხურით ზემოთ მყოფი არანი დოჰიოზე დაუპირისპირდება. ოსი რიკიში ძალზე ცუდად ასპარეზობს, ჯერ ერთი შეხვედრაც არ მოუგია. ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ სუმოისტთა ურთიერთშეხვედრებს, არც ამჯერად დაგაღალატებთ: ამ მხრივ სრული თანაფარდობაა - 2:2.

კოკაიმ ვეტერან ვაკანოსატოს მოუგო, "შავი ზღვა" არცთუ ხშირად იყენებს სუკუინაგეს ილეთს (ბოლო 90 ორთაბრძოლაში მეორედ). ილეთის არსი ისაა, რომ გამარჯვებული მხარით დაიქნევს მეტოქეს, ისე რომ მის მავაშის არ ეხება. ლევანმა სუკუინაგე თავდაცვის უკანასკნელ საშუალებად გამოიყენა, რადგან უკვე დოჰიოს კიდესთან იყო განდევნილი. კოკაის ბალანსიც 2-2 გახდა. მომდევნო ბრძოლაში "შავი ზღვა" მონღოლ "არწივ" ტამავაშის ელის (3:2 ურთიერთშეხვედრებში).

აი, ელიტის უმძიმესი რიკიში გაგამარუ კი ვერ გვახარებს, გუშინ მან იორიკირით წააგო მონღოლური სუმოს პიონერ კიოკუტენჰოსთან. გაგამარუ (1-3) ახლა ექს-კომუსუბი ტოკიტენკუს დაუდგება.

ბაშოს მხარის ტრავმის გამო ოძეკი ჰარუმაფუჯი გამოაკლდა, ტრავმა მან მოსამზადებელი პერიოდისას მიიღო, ტოჩინოშინთან ჭიდაობისას კი "მზიურმა ცხენმა" ტერფიც დაიზიანა. კიუშუს ბაშოს სამი დაუმარცხებელი (4-0) რიკიში ლიდერობს: ოძეკი ბარუტო და მე-16 მაეგაშირები, შოტენრო და ოკინოუმი.

კიუშუს ბაშო. 14-28 ნოემბერი. ფუკუოკა (იაპონია)

IV დღე (სულ 8 ილეთი)

იორიკირი (10): ჰაკუჰო-ამინიშიკი, ბარუტო-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-კაკურიუ, ტოჩიოძანი-არანი, კიოკუტენჰო-გაგამარუ, ტოსაიუტაკა-ბუშუიამა, ტოკიტენკუ-მოკონამი, გოეიდო-ტაკამისაკარი, ოკინოუმი-სოკოკურაი, მიაბიამა-კასუგაო.

სუკუინაგე (3): ჰომაშო-კოტოოშუ, კოკაი-ვაკანოსატო, კოტოკასუგა-შიმოტორი.

ჰატაკიკომი (2): კიმურაიამა-ტოკუსეგავა, კორიუ-სადანოფუჯი.

ოკურიდაში (1): კაიო-კისენოსატო.

ჰიკიოტოში (1): კიტატაიკი-იოშიკაძე.

ცუკიოტოში (1): ტაკეკაძე-ჰაკუბა.

ცუკიდაში (1): ტოიონოშიმა-ტამავაში.

ტოტარი (1): შოტენრო-ტოჩინონადა.

უბრძოლველად: ასასეკირიუ-ჰარუმაფუჯი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა