ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მესი: ბარსელონა რეალზე ძლიერია

მესი: ბარსელონა რეალზე ძლიერია

”საფეხბურთო შესაძლებლობების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ჩვენ ვართ”
თუმცა ლა ლიგაში "ბარსელონა" და "რეალი" პირველად არ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ 29 ნოემბერს კამპ ნოუზე გასამართი მატჩის წინ დიდი ვნებათაღელვა უკვე აგორებულია. "ბარსას" სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი საუბრობს კლასიკოზე, მისი გუნდის ამჟამინდელ ფორმაზე და იმაზე, თუ როგორ გააძლიერა ჟოზე მოურინიომ "სამეფო კლუბი".

- ლიონელ, ცოტა ხნის წინ ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ "ბარსელონა” მისაბაძი მაგალითია 21-ე საუკუნის ფეხბურთში". რას იტყოდით ამის შესახებ?

- ვფიქრობ , ის მართალია. უამრავმა გუნდმა სცადა "გვარდიოლას სისტემის" გადაღება, მაგრამ ეს ადვილი არაა. ამისთვის საჭიროა ფეხბურთელები, რომლებსაც შესაბამისად თამაში შეუძლიათ და მამაცი მწვრთნელი, რომელიც, როდესაც საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის, თავის თავზე აიღებს ყველაფერს. არავის ახსოვს, რა რთული სტარტი გვქონდა გავრდიოლას მოსვლის დროს, მაგრამ ჩვენ თამაშის სტილი ოდნავადაც არ შეგვიცვლია. გულწრფელად გეტყვით, ამ "ბარსელონაში" თამაში ძალიან გამრთობია.

- გვარდიოლა ყოველ მატჩში განსხვავებულ პოზიციაზე გათამაშებს...

- ის ცდილობს, ყოველ მატჩში საუკეთესო პოზიცია გამომინახოს, რათა ბურთის ხშირად მიღების და ჩემს წინააღმდეგ ყოველთვის მჭიდროდ მოთამაშე ოპონენტების გაოცების საშუალება მქონდეს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მოედნის სიღრმეში ჩავიდე, რათა მცველი წამოვიყოლო და მისი ჩამოტოვების შემდეგ წინ თავისუფალი სივრცე შემექმნას. ვგრძნობ თანაგუნდელების ჩავის, ინიესტას, დავიდ ვილას თუ პედროს მხარდაჭერას. მე კი წინ თამაში მიყვარს.

- ფიქრობ, რომ მადრიდის "რეალი" წელს უფრო ძლიერია, ვიდრე შარშან?

- დიახ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველ წელს ასე ხდება. ისინი ჩვენი მთავარი მეტოქეები არიან. შარშან ბოლოს ტური წინ დაგვეწივნენ. მათ თითქმის ყველა წამყავნი ფეხბურთელი შეინარჩუნეს და ორი გერმანელით, იოზილითა და სემი ხედირათი და ჩემი მეგობრით, დი მარიათი მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ. დი მარია ნამდვილად ფენომენალური ფეხბურთელია, ამაში დარწმუნდებით. მაგრამ მთავრი, რასაც გამოვყოფდი, ფსიქოლოგიური ცვლილებაა, რომელიც მათ მოურინიოს მოსვლამ მოუტანა. ისინი კვლავაც უდიდეს კლუბს წარმოადგენენ, მაგრამ გარედან დამკვირვებლისთვის აშკარაა, რომ მათ ადრე უფრო გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჰქონდათ.

- ნახეთ მათი ბოლო თამაშები?

- დიახ, რა თქმა უნდა. არ ვაპირებდი გამომეტოვებინა მათი "მილანთან" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაში. ჩვენ ტელევიზორში ვუყურეთ ამ მატჩს. მომეწონა ის სტილი, რომლითაც პირველი ტაიმი ითამაშეს. ეს არის გუნდი, რომელიც უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. თუ ნებას მივცემთ, ისინი ნებისმიერი ტიტულისთვის ბრძოლაში გაგვიწევენ კონკურენციას.

- "ბარსელონას" დავუბრუნდეთ. რას მოუტანს გუნდს ხავიერ მასკერანოს მოსვლა?

- მასკერანოს დამატება ორი მიზეზის გამო გამიხარდა. პირველ რიგში, პიროვნული მიზეზების გამო - ის ჩემი კარგი მეგობარი და ეროვნული ნაკრებიდან ნაცნობი ადამიანია. ასე რომ, ძალიან მესიამოვნა მისი მოსვლა. საფეხბურთო თვალსაზრისით მასზე ახალს ვერაფერს გეტყვით. ყველა გაოცებული იყო "ლივერპულში" მასკერანოს თამაშითა და მოედანზე შესრულებული კოლოსალური სამუშაოთი. ის "ბარსელონას" მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

- ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გერმანიასთან განადგურებით ძალიან იმედგაცრუებული იყავით. იგივე იგრძენით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ინტერთან" გამოვარდნის შემდეგ?

- ეს ორი მძიმე მოგონებაა. "ინტერთან" გამოვარდნა არ დაგვიმსახურებია, მხოლოდ ერთი გოლიღა გვჭირდებოდა. ისიც მართალია, რომ პირველი მატჩის შედეგმა დაგვსაჯა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ფინალში გასვლას ვიმსახურებდით. უკეთესი გუნდი ვიყავით და უკეთეს ფეხბურთსაც ვთამაშობდით. "ბაიერნს" შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ვინც "ბარსელონას" გამოაგდებდა, ფინალსაც მოიგებდა, რადგან ფინალში მორალურად მაღალი განწყობა ექნებოდა.

- რას ფიქრობთ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე?

- ძალაინ დაძაბულია - როგორც ყოველთვის. აქ იოლი თამაშები არ არსებობს. კენჭისყრის შემდეგ ყველა ამბობდა, რომ იოლ ჯგუფში მოვხვდით - ”კოპენჰაგენთან”, ”რუბინთან” და ”პანათინაიკოსთან”, მაგრამ ასე როდია. დანიაში და რუსეთში ფრის მიღწევა გაგვიჭირდა. აქ იოლად ვერავის მოუგებ, ამიტომაც არის ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო საკლუბო ტურნირი.

- "ბარსელონა" ფავორიტია?

- საფეხბურთო შესაძლებლობების მიხედვით, ფავორიტები ვართ. თუ იმ დონეს შევინარჩუნებთ, რომელიც ბოლო მატჩებში ვაჩვენეთ, ჩვენი შეჩერება ძნელი იქნება. ჩემი აზრით, ასევე ფავორიტები არიან: "ჩელსი", მადრიდის "რეალი", "ბაიერნი" და "ინტერი". თუ ამათგან ერთი უნდა ავირჩიო, არჩევანს კარლო ანჩელოტის გუნდზე შევაჩერებ, რომელმაც მიმდინარე სეზონი ძალიან ძლიერად დაიწყო. ასევე გაოცებული ვარ "ტოტენჰემის" კარგი თამაშით, განსაკუთრებით იმ მატჩებში, რომლებიც მათ "უაით ჰართ ლეინზე" ჩაატარეს. შინ ისინი ძალიან ძლიერები არიან.

- რატომ გამორიცხეთ ფავორიტებიდან "მანჩესტერ იუნაიტედი" - გუნდი, რომელიც "ბარსელონამ" 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა?

- "მანჩესტერი" ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ახლა გარდამავალ პერიოდს განიცდის. ზოგ მატჩში ძლიან ძლიერად გამოიყურება, ზოგში კი ნაკლებად, მაგრამ რა თქმა უნდა, მანჩესტერელები ფავორიტთა შორის არიან, ისევე როგორც ჩემი მეგობრის, ჩესკ ფაბრეგასის "არსენალი". "მანჩესტერის" ფეხბურთელებიდან თვალს ყველაზე მეტად ხავიერ ჰერნანდესი მჭრის. მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ მისი თამაში სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

- ახლახან სამუელ ეტოო გსტუმრობდათ. აკლია ის "ბარსელონას"?

- სამუელი ჩვენი სათამაშო სქემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას არამარტო გოლები გაჰქონდა, არამედ ყოველთვის პირველი აწუხებდა და ტვირთავდა მოწინააღმდეგე მხარეს, რაც ჩვენ საქმეს გვიმსუბუქებდა. ჩემი აზრით, მან ლომის წილი შეიტანა "ინტერის" შარშანდელ სამმაგ წარმატებაში, როდესაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო.

- დავიდ ვილა ეტოოს საუკეთესო შეცვლელია?

- ვილა ეტოოს მსგავსად ყოველთვის თავისუფალ სივრცეს ეძებს და ძლეიერი საგოლე ალღო აქვს. ის მართლაც ძალიან მშრომელი ფეხბურთელია. ყოველი განვლილი მატჩის შემდეგ ჩვენი ურთიერთგაგების დონე იზრდება, მაგრამ ადრე ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით და ის, თუ როგორ ვთამაშობთ ერთად, მეტყველებს, რომ ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ.

- ოდნავ საჩოთირო კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. გაგაღიზიანათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის განცხადებებმა, რომელიც მან მისი "ბარსელონაში" თამაშის პერიდოზე გააკეთა?

- სიმართლე გითხრათ, არა. არასდროს მქონია რაიმე პრობლემა იბრაჰიმოვიჩთან და ვფიქრობ, რომ მას სხვა ფეხბურთელთანაც უპრობლემო დამოკიდებულება ჰქონდა. არ ვიცი ზუსტად, რა თქვა მან, მაგრამ რაც უნდა ეთქვა, პირადად ჩემ თავზე არ მივიღებ. ვფიქრობ, რომ მისი კომენტარები უფრო მეტად პეპ გვარდიოლასკენ იყო მიმართული, ვიდრე ფეხბურთელებისკენ.

- ბოლო კითხვა - როგორ ფიქრობ, როგორ დასრულდება მომავალი "ლ კლასიკო" მადრიდის "რეალთან"?

- ძალიან რთული თამაში იქნება, როგორც ყოველთვის. ვეცდები, კარგად ვითამაშო, როგორც რამდენიმე დიდ დაპირისპირებაში, როცა რამდენჯერმე ლამაზი გოლი გავიტანე. ისინი მიმდინარე სეზონში შურისძიებას ეცდებიან, რადგან "ბარსელონა" ბოლო წლებში ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც უკეთ თამაშობდა. ვფიქრობ, ჩვენ წინააღმდეგ ყოველთვის ძალიან ანთებულები იქნებიან, განსაკუთრებით ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩვენ მიერ 6-2 (2008/09) დაჯაბნის შემდეგ, მაგრამ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, ამჯერადაც დავამარცხებთ. წელს ისინი ახლი ფეხბურთელებისა და მოურინიოს მოსვლით გაძლიერდნენ, მაგრამ ჩემი აზრით, "ბარსელონა" მაინც უკეთესი გუნდია. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება თამაში, რომლითაც ფეხბურთელები მოედანზე და ფანები მის მიღმა, დიდ სიამოვნებას მიიღებენ.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით

• anuka

გასაგებია რომ ტიტულოვანი გუნდია რეალი მაგრაააააამ....რომელი საუკუნეაააა მაგრად გაბანძდაა.... ბარსაააააააააააააააააააა!!!!მესი!!!!!!!!

• gio

მადრიდის რეალი ყველაზე ტიტულოვანი და ძლიერი გუნდია,არა მარტო ესპანეთში, არამედ მთელს პლანეტაზე

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს

რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია