რუსმა ანასტასია სავინამ ლინარესის ქალთა საერთაშორისო წრიულ ტურნირზე თბილისელ დიდოსტატს მოგებათა რაოდენობით აჯობა
თბილისელი დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილი ლინარესის (ესპანეთი) ქალთა საერთაშორისო წრიულ ტურნირზე შვიდი ტურის განმავლობაში ერთპიროვნულად მეწინავეობდა.

მერვე ტურში გურამიშვილი საცხოვრებლად კატალონიის დედაქალაქში გადასულ თანამემამულე ანა მათნაძეს დაუზავდა. ამ წაფორხილებით ისარგებლა რუსმა ანასტასია სავინამ, რომელმაც მასპინძელი ლაურა ბარბას კოლადო დაამარცხა და ქულებით ჩვენებურს გაუთანაბრდა.

პირველი ადგილის ბედი ბოლო ტურის შეხვედრებს უნდა გადაეწყვიტა. სავინამ ასპარეზობის აუტსაიდერ ლაურა პერეს მარტინს (ესპანეთი) სძლია, 9 შესაძლებლიდან 7 ქულა მოაგროვა და მთავარი პრიზი მოიპოვა.

ამდენივე ქულას მოუყარა თავი სოფიკო გურამიშვილმაც - მე-9 ტურში მან იუდანია ესტევეს ერნანდესს აჯობა, მაგრამ მოგებათა რაოდენობით ჩამორჩა სავინას და მე-2 ადგილით დაკმაყოფილდა, სარეიტინგოდ კი 7,8 პუნქტი შეიმატა.

6 ქულით მესამე ადგილი ფრანგმა სოფი მიიემ დაიკავა - ბოლო ტურში მან შავი ფიგურებით იტალიელ მარინა ბრუნელოს გააჩერებინა საათი. მე-9 ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა: ამალია მურილო არანასი (ესპანეთი) - ლაურა ბარბას კოლადო (ესპანეთი) 1:0, დეიმანტე დაულიტე (ლიტვა) - ანა მათნაძე (ესპანეთი) 0:1.

ტურნირზე IV-X ადგილები ასე განაწილდა: მარია ბრუნელო - 5, დეიმანტე დაულიტე - 5, იუდანია ერნანდესი - 4,5, ანა მათნაძე - 4,5, ამალია არანასი - 4, ლაურა კოლადო - 1,5, ლაურა მარტინი - 0,5 ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე