"ბოტაფოგო" დევნას აგრძელებს
21-ე ტურის შემდეგ ბრაზილიის ჩემპიონატში ორი გუნდის, "კრუზეიროს" და "ბოტაფოგოს" უპირატესობა გამოიკვეთა. დღევანდელი გადასახედიდან, ჩემპიონობისთვის სწორედ ამ დუეტმა უნდა იბრძოლოს.

ძალიან დაიძაბა სიტუაცია ცხრილის მეორე ნახევარში, სადაც უკიდურესი სიმჭიდროვეა - მე-6 ადგილზე მყოფ "კორინთიანსს" და გასავარდნ ზონაში მყოფ "ვასკო და გამას" შორის სხვაობა მხოლოდ 6 ქულაა...

შესანიშნავი შვიდეული

21-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბელუ ორიზონტიში გაიმართა, სადაც "კრუზეირომ" "ატლეტიკო პარანაენსეს" უმასპინძლა და ამ უკანასკნელის ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა. ამ მატჩამდე სტუმრებს 13 შეხვედრის განმავლობაში არ ჰქონდათ წაგებული, რის გამოც გასავარდნი ზონიდან მეოთხე ადგილამდე აღზევდნენ. ზედიზედ 6 შეხვედრა ჰქონდა მოგებული ჩემპიონატის ლიდერსაც, რომელმაც შესანიშნავი ფორმა აკრიფა და საკუთარი გულშემატკივრები არც ამჯერად გააწბილა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე, ვილიანის და ნილტონის კომბინაციის შედეგად გავიდა. "ვასკოს" ყოფილმა ნახევარმცველმა ახალ კლუბში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, გუნდის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ არაუჟოს და ლუანს დაეწია, პირველზე კი 6 გატანილი ბურთით რიკარდო გულარტი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ "კრუზეიროს" მეტოქე უკანასკნელ 6 შეხვედრაში არ ჰყავდა დამარცხებული და საერთოდ, ბოლო წლებში "ატლეტიკო" "მელიებისთვის" უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. თავად განსაჯეთ - 2003 წლიდან მოყოლებული, გამართულ 18 შეხვედრაში "კრუზეირომ" კურიტიბელებს მხოლოდ მესამედ მოუგო.

ამ გამარჯვების შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა, რაც "ატლეტიკოს" შანსს, რომ ისტორიაში მეორედ გახდეს ჩემპიონი, მიზერულს ხდის.

"ბოტაფოგო" დევნას აგრძელებს

18 მოგება, 18 ფრე და 18 მარცხი - ასეთია "სანტოსის" და "ბოტაფოგოს" ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა (სერია A-ში) 16 სექტემბრის მატჩის შემდეგ. შეხვედრის გმირი გახდა ელიასი (მადრიდის "ატლეტიკოს" და ლისაბონის "სპორტინგის" ყოფილ ფეხბურთელში არ აგერიოთ. "ის" ელიასი "ფლამენგოში" თამაშობს), რომელმაც დუბლი შეასრულა. თავის გამოჩენა კვლავ მოახერხა იურიმ, ვინც ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასი გააკეთა.

"სანტოსმა" ამ ჩემპიონატში შინ პირველი მატჩი წააგო. საინტერესოა, რომ ბოლო საშინაო მარცხი კლაუდინეი ოლივეირას გუნდს თითქმის ერთი წლის წინ, 2012 წლის 23 სექტემბერს ჰქონდა განცდილი, როდესაც თანაშტატელ "პორტუგეზასთან" 1:3 წააგო.

"ბოტაფოგომ" მიჯრით მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ლიდერთან 4-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. მომდევნო ტურში ბრაზილიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა უნდა გაიმართოს: 18 სექტემბერს (ჩვენი დროით 19-ში) "კრუზეირო" "ბოტაფოგოს" უმასპინძლებს.

ტურის სენსაცია

ტურის მთავარი სენსაცია "პაკაემბუზე" დაფიქსირდა. "კორინთიანსმა" "გოიასთან" წააგო და ლიბერტადორესის თასის ზონაში მყოფ გუნდებთან მიახლოების საშუალება გაუშვა ხელიდან. რთული სათქმელია, რა უფრო მოულოდნელი იყო - ის, რომ "ტიმაო" დამარცხდა, თუ ის, რომ ტიტეს გუნდმა საკუთარ კარში ორი გოლი გაუშვა. დიახ, ამ სეზონში ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა - ერთ შეხვედრაში "კორინთიანსს" ერთზე მეტი ბურთი მიღებული არ ჰქონდა და როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, ამის გაკეთება მაინცდამაინც "გოიასმა" მოახერხა.

სხვათა შორის, ამ გუნდებს შორის სან პაულოში გამართული ბოლო 5 მატჩიდან "გოაისმა" უკვე მესამე მოიგო. ზოგადად კი, ურთიერთშეხვედრებში, "სანტოსი"-"ბოტაფოგოს" დაპირისპირებისა არ იყოს, აქაც თანაფარდობაა: 12 მატჩი "ტიმაომ" მოიგო, 12 "გოიასმა", 16 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

"ფლუმ" და "სან პაულომ" გამოიღვიძეს

"ფლუმინენსემ" ბოლო 4 შეხვედრაში 8 ქულა მოაგროვა და სახიფათო ზონას (დროებით მაინც) მოშორდა. ამ ტურში ვანდერლეი ლუშემბურგოს შეგირდებმა უკვე ხსენებულ "პორტუგეზას" სძლიეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი რაფაელ სობისი გახდა, რომელმაც კარგი ფორმა აკრიფა.

"ბეტისის" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, რამდენიმე წუთში კი ვაგნერს გაატანინა. სობისის ანგარიშზე უკვე 7 გოლია და ის "ფლუს" საუკეთესო სნაიპერია.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა "სან პაულომ", რომელმაც "ვასკო და გამას" მოუგო და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა. მურისი რამალიომ გუნდს მეორედ უხელმძღვანელა და მოედანი კვლავ გამარჯვებულმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ "ვასკოს" ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონი საკუთარ მოედანზე 2005 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია (3 ფრე და 4 წაგება).

იმარჯვა "ინტერნასიონალმაც". ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ანდრეს დალესანდრომ ამჯერად ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ერთადერთ გოლში მონაწილეობა მაინც მიიღო და თავი საგოლე პასით გამოიჩინა. გოლი კი 18 წლის ოტავინიომ გაიტანა, ვისთვისაც ეს ბურთი ამ სეზონში უკვე მესამე იყო.

XXI ტური

კრუზეირო-ატლ. პარანაენსე 1:0

გოლი: 1:0 ნილტონი (36)

ფლუმინენსე-პორტუგეზა 2:1

გოლები: 0:1 დიოგო (34), 1:1 რაფაელ სობისი (60-პენ), 2:1 ვაგნერი (72)

ვასკო-სან პაულო 0:2

გოლები: 0:1 როდრიგო კაიო (31), 0:2 ანტონიო კარლოსი (70)

კორინთიანსი-გოიასი 1:2

გოლები: 0:1 უგო (57), 1:1 პატო (78), 1:2 ამარალი (85)

პონტე პრეტა-ფლამენგო 1:1

გოლები: 1:0 არტური (68), 1:1 ანდრე სანტოსი (87)

გაძევება: სამირი (65. ფლამენგო), სეზარი (90. პონტე პრეტა)

კრისიუმა-ინტერნასიონ. 0:1

გოლი: 0:1 ოტავინიო (51)

კორიტიბა-ბაია 2:2

გოლები: 0:1 ვალისონი (20), 0:2 ვილიამ ბარბიო (53), 1:2 ტიტი (65-საკ. კარში), 2:2 ალექსი (90)

ვიტორია-ნაუტიკო 2:1

გოლები: 0:1 უგო (14), 1:1 დინეი (20), 2:1 დინეი (71)

გრემიო-ატლ. მინეირო 0:1

გოლი: 0:1 ფერნანდინიო (62)

სანტოსი-ბოტაფოგო 1:2

გოლები: 0:1 ელიასი (39), 0:2 ელიასი (57), 1:2 სისერო (67)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 13 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 10 - ალექსი (კორიტიბა); 8 - ბიანკუჩი (ვიტორია), დალესანდრო (ინტერნასიონალი), ვალტერი (გოიასი), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), ანდრე (ვასკო და გამა), ფერნანდაო (ბაია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე 4 კანდიდატი დასახელდა
ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠᓘ ᓛᓘᓓᓘ-ᓛᓝᓓᓘ: ᓡᓐᓜᓐᓛ ᓡᓔᓖᓝᓜᓘ ᓒᓐᓮᓣᓠᓓᓔᓑᓐ
ბრაზილია. სერია A. X ტური: ახალი ცოცხი კარგად გვის
ᓙᓐᓚᓩᓝ: ᓓᓘᓓᓘ ᓪᓕᓚᓘᓚᓔᓑᓔᓑᓘ ᓘᓢᓐᓚᓘᓣᓠ ᓙᓚᓣᓑᓔᓑᓨᓘ
ბრაზილია. სერია A. XXXIV ტური: "კრუზეირო" სამგზის ჩემპიონია
პსჟ მზადაა დონარუმა ნახევარ ფასში გაყიდოს
მის დარწმუნებას რონალდოც შეეცდება - ანჩელოტის ბრაზილიაში უხმობენ
ცნობილი გახდა, როდის დაუნიშნავენ ბრაზილიის ნაკრებს ახალ მწვრთნელს
ედერსონი მიდის - "სიტი" ზაფხულში ბრაზილიელი მეკარის შემცვლელს დაიმატებს
ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება
ლიბერტადორესის თასი: მექსიკურ-არგენტინული ფინალი
"სიტიში" სავარაუდოდ, მეკარე შეიცვლება - ედერსონს საუდის არაბეთში იწვევენ
"ინტერნასიონალი" სერიოზულად გაძლიერდა
ბრაზილია. სერია A. XIX ტური: ჩემპიონი 70 პროცენტით
ბრაზილიის ნაკრების ჩაბარების მთავარი კანდიდატი ზინედინ ზიდანია
ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე
"სიტიში" კიდევ რამდენიმე წელი დავრჩები" - ედერსონი კვლავ მანჩესტერელთა კარს დაიცავს
"მილანი": მექსე დარჩა, ალექსი მიდის
ბრაზილია. სერია A. XXXVIII ტური: "ვასკო და გამა" ჩაიძირა და მას ჩემპიონი მიჰყვა
ბრაზილია. სერია A. XXX ტური: სეზონის სენსაცია: კეირისონმა გოლი გაიტანა
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე გადადგა
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
სერია A. XXXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: იკარდის 100 და 50
ბრაზილია. სერია A. XXXI ტური: უცნაური შეხვედრები და თითქმის განაღდებული ტიტული
ᓟᓔᓠᓔᓛᓘ ᓛᓔᓜᓔᓖᓘ "ᓛᓘᓚᓐᓜᓨᓘ" ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ - ᓤᓠᓐᓜᓒ ᓜᓐᓮᓔᓕᓐᓠᓛᓪᓕᓔᓚᓡ ᓞᓘᓞᓝ ᓨᓔᓮᓕᓓᓐ
ბრაზილია. სერია A. XXXII ტური: ჩემპიონი გასაჭირშია
ბრაზილია. სერია A. XXVII ტური: აუტსაიდერების ტური
სილვიო ბერლუსკონის შავი სია - ვინ წავა "მილანიდან"
ბრაზილია. სერია A. XXXVII ტური: გრანდები კატასტროფის პირას
ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური: ჩემპიონი ვარდება
TOP-10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მუნდიალზე