კობი ბრაიანტი ვერ მოემზადება
სკანდალია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ვინმე ბრაიან ტუოიმ თავის ახალ წიგნში დაწერა, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში "ნიქსის" რამდენიმე კალათბურთელი კოკაინის აქტიური მომხმარებელი იყო. უფრო მეტიც, ისინი ეხმარებოდნენ საკუთარ ნარკოდილერს ფულის შოვნაში, კერძოდ, საკუთარი მატჩების შეგნებულად წაგებით ამდიდრებდნენ ნარკომოვაჭრეს!

მთელი ამ ისტორიის დასადასტურებლად ავტორს მოჰყავს გამოძიების ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ფედერალური უსაფრთხოების ბიუროში მოიძია.

ამბობენ, რომ კოკაინის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი საქმოსანი იყო აღმოსავლეთ სანაპიროზე. თავიდან ის მცირე თანხებს დებდა მატჩებზე, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად, შვიდი ფსონი გააკეთა - თითო 10 ათასი დოლარის ოდენობით და საბოლოოდ, ექვსი ფსონი მოიგო. "ნიუ იორკი" უბრალოდ აგებდა მატჩებს ან ვერ აღწევდა ბუკმეიკერების მიერ დაწესებული ქულების ტოტალამდე. აღმოჩნდა, რომ ხანდახან კალათბურთელები თავადაც აკეთებდნენ ფსონებს საკუთარი გუნდის წინააღმდეგ.

ლაპარაკია 1981-82 წლების სეზონზე, რომელიც "ნიუ იორკმა" უარყოფითი ბალანსით (33-49) დაასრულა და ბოლო ადგილი დაიკავა ატლანტიკის დივიზიონში.

ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს დოკუმენტებში მოთამაშეთა გვარები შეცვლილია. ასე რომ, შეუძლებელია ზუსტად იმ მოთამაშეების გამოვლენა, რომლებიც ამ მაქინაციების უკან იდგნენ. თუმცა იმ წლებში "ნიქსის" ლიდერი იყო რეი რიჩარდსონი და მისი პრობლემები ნარკოტიკებთან დაკავშირებით საყოველთაოდ არის ცნობილი. უფრო მეტიც, ის 1986 წელს სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს ნარკოტიკების რეგულარულად გამოყენებისთვის, რის გამოც ლიგის აუცილებელი ტესტები ვერ გაიარა. მაშინ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქმე დახურეს.

ტი-მაკი ახალ თაობას აკრიტიკებს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მცველმა ტრეისი მაკგრეიდიმ, რომელმაც ამ ზაფხულს დაასრულა აქტიური კარიერა, ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ მას არ მოსწონს და სწყინს მოთამაშეთა ამჟამინდელი თაობის დამოკიდებულება ის შანსისადმი, რომელსაც ისინი ლიგაში მოხვედრისას იღებენ.

"არ მომწონს, როცა ეს ბიჭები არასწორად იქცევიან. არღვევენ კანონს, ღამის კლუბებში ერთობიან, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილს, ეწევიან მარიხუანას... და როცა ასეთ უმსგავსობას ჩადიან, ამით ცუდ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდობას. მე მათი არ მესმის.

ავიღოთ, მაგალითად, მაიკლ ბიზლი. მას უდიდესი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ საღი აზრი არ აღმოაჩნდა. ის, უბრალოდ, ვერ ხვდება, რას აკეთებს და ამით ღუპავს თავის ტალანტს. კიდევ სად შეძლებ ასეთი თანხის გამომუშავებას, თანაც იმ საქმით, რომელიც გიყვარს?! შენ იღებ მილიონ დოლარს და ამასთან, ყველაფერს აფუჭებ. ჩემთვის ეს გაუგებარია", - ამბობს მაკგრეიდი The Toronto Star-თან კომენტარში.

ბოგუტი ჯანმრთელია, "გოლდენ" სტეიტი - ძლიერი

სასიამოვნო ამბავი შეიტყვეს "გოლდენ სტეიტის" გულშემატკივრებმა. ამ გუნდის ცენტრი ენდრიუ ბოგუტი საბოლოოდ განიკურნა ტრავმისგან. ალბათ, გახსოვთ, რომ გასულ პლეი ოფში ის ჯერ ისევ ტრავმირებული უმკლავდებოდა ჯავალ მაკგის. გარდა ამისა, "დენვერთან" სერიის გადამწყვეტ მატჩში 14 ქულა და 21 მოხსნა (!) მიითვალა.

სხვა საქმეა, შეძლებს თუ არა ის მთელი სეზონი დაზიანების გარეშე თამაშს. თუ მოახერხებს ამის გაკეთებას, "გოლდენ სტეიტს" თავისი სასტარტო ხუთეულით: კარი-ტომპსონი (ბარნსი)-იგუოდალა-ლი-ბოგუტი შეუძლია იფიქროს მინიმუმ კონფერენციის ფინალზე.

ახალი სეზონის შემდეგ კი 2005 წლის დრაფტის პირველ ნომერს კონტრაქტი უმთავრდება. "გოლდენ სტეიტის" სახელფასო ბიუჯეტი იმდენად კარგად არის შედგენილი, რომ "მეომრებს" შეუძლიათ ავსტრალიელს მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ 11-13-მილიონიანი ხელფასით.

ამასობაში ბოგუტი გამოეხმაურა დუაიტ ჰოვარდის "ჰიუსტონში" გადასვლას. მისი თქმით, "სუპერმენს" არ უნდა მოეწყო შოუ "როკეტსში" გადასვლისგან და აშკარად ზედმეტი მოუვიდა: "მას ხუთწუთიანი დიდების მიღება სურდა და მან ის მიიღო".

კობი ბრაიანტი ვერ მოემზადება

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი აქილევსის მყესის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს ექიმების მიერ შედგენილი გრაფიკით გადის, - იტყობინება გაზეთი "ლოს ანჯელეს თაიმსი".

თუმცა კალიფორნიული გრანდის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს კალათბურთელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელებას. ამ მომენტისთვის არსებობს ვარაუდი, რომ ბრაიანტი მთლიანად გამოტოვებს წინასასეზონო მომზადებას. შეგახსენებთ, რომ კობიმ ტრავმა აპრილში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.

ამას წინათ ბრაიანტმა განაცხადა, რომ აღდგენითი კურსი დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა ვერც კალათბურთელმა დაადასტურა, შეძლებს თუ არა ახალი სეზონის პირველ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონი "მაიამი ჰიტი" ძალიან საშიში გახდა

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ექსპერტები შეცდნენ: ზაზა ფაჩულიამ ენდრიუ ბოგუტი ღირსეულად შეცვალა
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]
ტრანსფერები: ჰოვარდი "შარლოტში", მოზგოვი "ბრუკლინში"
ტრეისი მაკგრეიდი დიდების დარბაზში
ბოგუტი "ლეიკერსში" გადავიდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბოგუტის 58-წამიანი კარიერა "კლივლენდში", სენსაცია მემფისში
ESPN-მა ზაზა ფაჩულია NBA-ს გამორჩეული ლეგიონერების ტოპ-50-ში შეიყვანა
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
gospelherald.com-ის სცენარი: ბოგუტი "გოლდენ სტეიტს", ხოლო ფაჩულია "დალასს" უბრუნდება
პირველი 39 - "ლეიკერსმა" დუაიტ ჰოვარდი დაიმატა
NBA. პლეი ოფი: "ატლანტა" არ ნებდება, "ტორონტო" წინ გავიდა
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ტრეისი დიადი გახდება
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!
სცენარი, რომელსაც შეეძლო NBA-ში გადატრიალება მოეწყო! [VIDEO]
როცა კობი ბრაიანტმა შექმნა შავი მამბა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მაკგრეიდი ბეისბოლისტი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
ზაზა ფაჩულია: გზაზე ბევრი წინაღობა შემხვდა, მაგრამ ხედავთ, სადამდე მოვედი?
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ