ხორვატი ჩოგბურთელი ცხრათვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ცხრათვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ხორვატი მარინ ჩილიჩი, რომელსაც დაუმტკიცდა აკრძალული პრეპარატის მიღება. მაისში აღებულმა დოპინგ-სინჯმა 24 წლის მოთამაშის ორგანიზმში ნეკეტამიდი აღმოაჩინა, რომელიც აკრძალულია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ. სინჯი მიუნხენის ტურნირის დროს იქნა აღებული.

როგორც ჩილიჩი ამტკიცებს, ნიკეტამიდი მის ორგანიზმში სხვა პრეპარატისგან მოხვდა, რომელიც ჩოგბურთელმა აფთიაქში შეიძინა, მაგრამ ანტისადოპინგო კომისიამ დააფიქსირა წესის დარღვევა და ჩოგბურთელი ცხრა თვით ჩამოაშორა ATP-ის ტურნირებს. დისკვალიფიკაციის ვადის ათვლა 2013 წლის პირველი მაისიდან დაიწყო და ძალაში იქნება 2014 წლის 31 იანვრამდე. ასე რომ, ჩილიჩს მოუწევს მომავალ სეზონში “დიდი სლემის” პირველი ტურნირის - ავსტრალიის ღიას გამოტოვება.

ფედერაციამ გააუქმა ჩილიჩის შედეგი მიუნხენის ტურნირზე, ხოლო საპრიზო თანხას, რომელიც მან გერმანიაში გამოიმუშავა, კონფისკაციას გაუკეთებენ.

ამჟამად ჩილიჩი 24-ე ადგილზეა ATP-ის კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარინ ჩილიჩი დოპინგზე ჩავარდა

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სტამბოლის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
35 წლის ჩილიჩი წარმატებით დაბრუნდა და ATP-ს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ჩემპიონი გახდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან უშანსოდ დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა
ჯოკოვიჩმა თელ-ავივის ტურნირი მოიგო [VIDEO]
როლან გაროსი: დღეს 1/16-ფინალური წყვილები დაკომპლექტდება
ენდი მარეის წელს ვერ ვნახავთ?
ნიკ კირგიოსმა თამაშის მიმდინარეობისას მასტურბაციის იმიტაცია გააკეთა [VIDEO]