რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი 2012 წელს დასრულდება
ორი დღის წინ ამერიკულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსის გლობალური რეკონსტრუქცია მოიწონა. სწორედ ამ სტადიონზე იმართება ამერიკის ღია პირველობა.

მშენებლები გადაიტანენ ლუის არმსტრონგის სახელობის კორტს, გარდა ამისა, ორ ახალ მოედანს ააშენებენ. საქმე ისაა, რომ თავის დროზე ამერიკის ღია პირველობის მეორე კორტი არამყარ გრუნტზე აშენდა და მან თანდათან ქვემოთ დაიწია. სწორედ ამის გამო დაიგეგმა არენის რეკონსტრუქცია. ამის წყალობით ტრიბუნების ტევადობა 14 ათასამდე გაიზრდება (დღეს ლუის არმსტრონგის კორტი 10 200 ადამიანს იტევს) და რაც მთავარია, მოძრავი სახურავი დამონტაჟდება.

ცვლილება არ შეეხება მთავარ არენას - არტურ ეშის სახელობის კორტს. სტადიონის კონსტრუქციის თავისებურებათა გამო, მასზე არ ხერხდება მოძრავი სახურავის დამონტაჟება. ინჟინრებს მიაჩნიათ, რომ არენა უბრალოდ ვერ გაუძლებს ასეთი დაშენების წონას, მთავარი კორტის სრული რეკონსტრუქცია კი ძვირი ჯდება. ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, წვიმის დროს მთავარი კორტიდან მატჩს ლუის არმსტრონგის არენაზე გადაიტანენ.

სავარაუდოდ, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი 2012 წელს დასრულდება. პროექტის სრული ღირებულება 300 მილიონი დოლარია, თუმცა ჯერ მხოლოდ 30 მილიონია გამოყოფილი.

სეზონი შემცირდება

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) შეფი ადამ ჰელფანტი აცხადებს, რომ სულ მალე ასოციაციის დირექტორთა საბჭო სეზონის შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან ტურნირების კალენდარი ორი-სამი კვირით შემცირდება.

“ვფიქრობ, რომ საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. თითოეულ მოთამაშეს აქვს საკუთარი შეხედულება იდეალურ კალენდართან დაკავშირებით, ამიტომაც ერთიანი აზრის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ყველას თხოვნას მაქსიმალურად გავითვალისწინებთ”, - განაცხადა ჰელფანტმა.

სავარაუდოდ, სეზონის შეკვეცა მოხდება პარიზის მასტერსსა და წლის შემაჯამებელ ტურნირს შორის პაუზის შემცირებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა