"მონპელიეს" პრეზიდენტ ლუი ნიკოლენის ფრთიანი გამონათქვამი
გთავაზობთ გასული კვირის ყველაზე საინტერესო ფრაზებს და გამოთქმებს...

"ფალკაო არასდროს დამსიზმრებია. საერთოდ, ფეხბურთელზე სიზმარი არასდროს მინახავს. რა თქმა უნდა, ის საოცარი მოთამაშეა. მე მის თამაშს ვუყურებ და სიამოვნებას ვიღებ, მაგრამ ღამით სულ სხვა რაღაცები მესიზმრება" - ლუი ნიკოლენი, "მონპელიეს" პრეზიდენტი.

"მან ჩემში ისეთ თვისებები აღმოაჩინა, რაც სხვა ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო. როდესაც მისი ხელმძღვანელობით ვთამაშობდი, თავი ტერმინატორი მეგონა. საკუთარ თავში ისე ვიყავი დარწმუნებული, თითქოს კატისგან ლომად ვიქეცი" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის შესახებ.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გუნდში აღზრდილი მწვრთნელები გვყავდა - ჯერ პეპი და შემდეგ ტიტო. საკუთარ სათამაშო სტილს უკვე იმხელა ყურადღებას ვაქცევდით, რომ ბოლოს ჩვენი ფილოსოფიის მონებად ვიქეცით. ახლა ჩვენი მწვრთნელი ტატაა, რომელიც იმავე ფილოსოფიის მიმდევარია, მაგრამ მას ალტერნატიული შეხედულებებიც აქვს, რაც, ჩემი აზრით, უაღრესად პოზიტიური მომენტია. თუ წნეხის ქვეშ ხარ და თამაში გიჭირს, ჩაწოდებებსა და გრძელ პასებზე გადასვლა ცუდი გამოსავალი არაა. აუცილებელია, რომ სიახლეებს ეძებდე და მუდამ ვითარდებოდე, თორემ იოლად გასაშიფრი და პროგნოზირებადი გახდები" - ჟერარდ პიკე "ბარსელონას" ტაქტიკის შესახებ.

"სამუელ ეტო'ომ არ იცის, როგორ უნდა დაწეროს SMS ან როგორ მოიხმაროს ლეპტოპი. არა იმიტომ, რომ სულელია, არამედ იმიტომ, რომ ეს მას არ აინტერესებს. ერთადერთი რამ, რაზეც ის ფიქრობს, არის ფეხბურთი" - ოტო პფისტერი, კამერუნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.

"არა მგონია, მართებული იყოს ეუსებიოს ვინმესთან შედარება - ჩემთვის ის მეფეა. ზოგადად, წარმოუდგენელია დაადგინო, ვინაა უკეთესი: ეუსებიო, კრიშტიანო რონალდო, ლუიშ ფიგუ, მარადონა თუ ვინმე სხვა. ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და მსგავსი მოსაზრება ყოველთვის სუბიექტურია" - ლუიშ ფიგუს პასუხი კითხვაზე: "სჯობს თუ არა კრიშტიანო რონალდო ეუსებიოს".

შეგახსენებთ, რომ "რეალის" ფეხბურთელმა 1966 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირს პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში გადაასწრო და ჟურნალისტებს ეს კითხვაც ამიტომ დაებადათ.

"დღეს გოლების გატანა უფრო იოლია. მე პორტუგალიის ნაკრებში 60 მატჩი ჩავატარე და 41 გოლი გავიტანე, მაგრამ არასდროს მითამაშია ლიხტენშტაინის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ" - ეუსებიო.

"მისი ფასით გაოცებული ვარ. ბეილი მსოფლიო დონის ფეხბურთელი არაა. არა მგონია, რომ მან "რეალში" დიდ წარმატებებს მიაღწიოს" - ბერტი ფოგტსი.

"ჩემი აზრით, დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარია. მის წინააღმდეგ ჟენევაში, იტალიის ნაკრების რიგებში ვითამაშე და ის ბურთით, უბრალოდ, საოცრებებს სჩადიოდა" - სტეფან ელ შაარავი.

"მე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე და საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც მივიღე, მაგრამ თავს მსოფლიოს მბრძანებლად ნამდვილად არ ვგრძნობ. არ გავჩერდები, რადგან ჯერ "ოქროს ბურთი" არ მომიგია" - პოლ პოგბა.

"მე არავინ ვარ. ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, ერთ დღეს მეც მოვკვდები და სიცოცხლეს ხის სასახლეში დავასრულებ. მე, უბრალოდ, ბედნიერი ვარ იმით, რომ ეროვნულ გუნდს ასეთ კარგ მდგომარეობაში ვხედავ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ფონზე, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბელგიას აშკარად ჩავარდნა ჰქონდა" - მარკ ვილმოტსი საუბრობს თავის როლზე ბელგიის ნაკრების გამოცოცხლებაში.

"ჩვენ აბსოლუტურად მოუმზადებელნი ვიყავით, მაგრამ სეზონის საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. მოთამაშეები სანაკრებო შეკრებიდან გუშინ, 18:15-ზე დაბრუნდნენ და თამაშისთვის მომზადება ვერც მოვასწარით. ხედავთ შედეგს? მწვრთნელის არსებობას აზრი არ აქვს!" - ლორან ბლანი პარასკევს, პსჟ-ის მიერ "ბორდოს" დამარცხების (2:0) შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირის ფრაზები: ვინ არის პა მოდუ კა?

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ვინ არის ყველა დროის 10 საუკეთესო გოლეადორი
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო გარდაიცვალა
რადამელ ფალკაოს მამა ჩოგბურთის თამაშისას გარდაიცვალა
ჟოზე მოურინიო: ვფიქრობ, ეუსებიო უკვდავია
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
ტრანსფერების ისტორია, სტატისტიკა: 100 ფუნტიდან 100 მილიონ ევრომდე
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
ჩამქრალი ვარსკვლავი: ფეხბურთმა კიდევ ერთი ლეგენდა დაკარგა
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ზუსტად 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გაიმართა [VIDEO]
ფალკაო ევროპის კონტინენტს ტოვებს - ვეტერან კოლუმბიელს მექსიკაში უხმობენ
რადამელ ფალკაოს ქანდაკება რონალდოსა და ბეილისაზე უარესია
კრიშტიანო სუპერგმირებში: დუბლები და ჰეთ თრიკები ფინალებში
"რეალის" და "იუვენტუსის" ლეგენდების მატჩში ესპანელებმა იმარჯვეს [VIDEO]
ფალკაოს უნდა კარიერა ბექჰემის გუნდში დაასრულოს
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘᓡ ᓬᓘᓜ: ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ, ᓤᓐᓥᓢᓔᓑᓘ, ᓣᓪᓜᓐᓣᓠᓘ ᓓᓐ ᓒᓐᓛᓝᓠᓩᓔᓣᓚᓘ ᓛᓐᓢᓩᓔᓑᓘ
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?