საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური ფასი (29,2 მლნ) უფრო ნაკლებია, ვიდრე ესპანეთის ნაკრების შვიდი ფეხბურთელისა ცალ-ცალკე
გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ფასი შეცვალა - ზოგის გაიზარდა, ზოგისაც შემცირდა.

დავიწყოთ კლუბებით: ევროპალიგის პლეი-ოფში გასული გორის "დილას" რამდენიმე მოთამაშე უფრო დაფასდა. ლამის სამმაგი ფასი დაედოთ 21 წლის ნახევარმცველ ლაშა გვალიას, რომლის ტრანსფერს 175 ათას ევროდ აფასებდნენ, ახლა კი, რუსეთის პრემიერლიგის "ურალში" ჩარიცხვის შემდეგ უკვე 400 ათასი ღირს".

ასევე მოხდა გიორგი ილურიძის შემთხვევაშიც, რომელიც სპლიტის "ჰაიდუკში" გადავიდა - აგვისტოში 20 წლის შემტევის ტრანსფერს 125 ათასად აფასებდნენ, ახლა მის გრაფაში 450 ათასი ევრო წერია.

ევროტურნირებმა კარგი გარჯა გორელთა მეკარეს, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს, ნუკრი რევიშვილსაც დაუფასა: რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარიდან" წამოსვლის შემდეგ მისი ფასი 1,2 მილიონი ევროდან 0,5 მილიონამდე დაეცა, ახლა კი 750 ათასამდე გაიზარდა.

პროცენტულად ყველაზე მეტად მიხეილ გორელიშვილისა და გიორგი აბურჯანიას ფასები გაიზარდა: პირველის ტრანსფერი 75 000-დან 225 000-მდე, გორელიშვილისა კი - 100 000-დან 275 000-მდე.

რაც შეეხება თბილისის "დინამოს", აღსანიშნავია, რომ მოიმატა ახალგაზრდების ფასმა: 20 წლის გიორგი პაპავა უკვე 300 000 ღირს (ადრე 75 000 იყო); მაკედონიელი დარკო გლიშიჩი 400 000 - ნაცვლად 150 000-ისა, ირაკლი ძარია - 500 000 (350 000).

მაგრამ ყველაზე მკვეთრად ელგუჯა გრიგალაშვილის ფასი გაიზარდა: ჯერ კიდევ ზაფხულში, ქუთაისის "ტორპედოში" ყოფნისას, მისი პირობითი ღირებულება 300 ათას ევროს შეადგენდა, ახლა კი 500 ათასი გახდა და უფროს ძმას, ეროვნული გუნდისა და ფამაგუსტას "ანორთოსისის" ფეხბურთელ შოთა გრიგალაშვილს (600 ათასი) მიუახლოვდა.

ცხადია, ეს შემტევი ნახევარმცველის თბილისის "დინამოში" გადასვლის, ევროთასებზე გატანილი გოლებისა და ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შედეგია.

სამაგიეროდ, დაკლებულია თბილისური კლუბის ზოგიერთი ლიდერის ფასი: გიორგი ლორია - 1 000 000, ნაცვლად 1,3 მილიონისა; ისმაელ უსტარიცის ფასი 800 000-დან 700 000-ზე ჩამოვიდა; ჩისკოსი 700 000 - 750 000-დან; გიორგი მერებაშვილის 1 000 000 - 1 300 000-დან; ჯაბა დვალის 550 000 - 600 000-დან.

ყველაზე საგრძნობი მაინც დავით კვირკველიას (450 000 - 750 000-დან) და გიორგი შაშიაშვილის (300 000 - 600 000-დან) სატრანსფერო ფასის კლებაა.

ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატს არ სწყალობენ, რაზეც ეს ფაქტიც მეტყველებს: გორელების მიერ ძლეული დანიური "ოლბორგის" მოთამაშეთა ჯამური ფასი 9,8 მილიონი ევროა, სპლიტის "ჰაიდუკის" - 17,15 მილიონი, ხოლო "დილასი" - 5,55.

სხვათა შორის, ხორვატული კლუბი ლამის გორელთა მძლეველ ვენის "რაპიდის" ფასს უტოლდება - ავსტრიელების შეფასება 17,4 მილიონია.

რა თქმა უნდა, ცა და დედამიწაა თბილისის "დინამოსა" და "ტოტენჰემს" შორის - ქართული კლუბის გრაფაში 10,775 მილიონი წერია, ლონდონელთა ჯამური ღირებულება 313 მილიონია!

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, აქ ჩვენი გუნდის მოთამაშეთა ჯამური ფასი (29,2 მლნ) უფრო ნაკლებია, ვიდრე ესპანეთის ნაკრების შვიდი ფეხბურთელისა ცალ-ცალკე: სერხიო რამოსი (40 მლნ), ანდრეს ინიესტა (65 მლნ), სესკ ფაბრეგასი (45 მლნ), ისკო (35 მლნ), სანტი კასორლა (30 მლნ), დავიდ სილვა (40 მლნ) და რობერტო სოლდადო (35 მლნ). საფრანგეთიდან კი ასეთი ორია - ფრანკ რიბერი (42 000 მლნ) და კარიმ ბენზემა (34 მლნ).

ამ კუთხით, I ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა (თანხები დასახელებულია ევროებში):

ესპანეთი 525 000 000

საფრანგეთი 377 500 000

ფინეთი 42 575 000

საქართველო 29 200 000

ბელორუსი 29 100 000

არ გაიკვირვოთ და, ნაკრების ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელის ფასი გაიზარდა.

მაგალითად, ვარშავის "ლეგიაში" გადასული ლადო დვალიშვილის ტრანსფერს 1,2 მილიონად აფასებდნენ, ახლა კი - 1,4 მილიონია.

დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" დაბრუნებული სანდრო კობახიძე 2 მილიონადაა შეფასებული (ივნისში 1,3 მილიონი იყო). ყველაზე საგრძნობლად ჯაბა კანკავა და გია გრიგალავა "გაძვირდნენ": საქართველოს ნაკრების კაპიტნის ფასი 3 მილიონამდე გაიზარდა (2 მილიონი იყო), ხოლო გრიგალავასი - 2 მილიონამდე (1 მლნ).

"ტრანსფერმარკტის" მიხედვით, ქართველ მოთამაშეებში ლიდერი კვლავ გურამ კაშია გახლავთ. ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველთა ექვსეული ასე გამოიყურება:

1. გურამ კაშია 5 000 000

2. ჯაბა კანკავა 3 000 000

3. ჯანო ანანიძე 2 500 000

4-6. ალექს. ამისულაშვილი 2 000 000

სანდრო კობახიძე 2 000 000

გია გრიგალავა 2 000 000

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]