საქართველოში ერთერთმა ყველაზე კვალიფიციურმა და დიდი გამოცდილების მქონე სპორტულმა ექიმმა დიმიტრი ზაალიშვილმა საინტერესო საკითხებზე გველაპარაკა
დიმიტრი ზაალიშვილი ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური სპორტული ექიმია დიდი გამოცდილებით. მას უმუშავია თბილისის "დინამოში", საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სხვადასხვა კლუბში, ახლა კი ქუთაისის "ტორპედოს" ექიმია.

მედიცინა ფეხბურთში და, საერთოდ, სპორტში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ვფიქრობთ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ინტერვიუ ზაალიშვილთან, ვისაც ფეხბურთში ძალიან ბევრი უნახავს...

- თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ მწვავე პრობლემა ფეხბურთელებისთვის ძალების აღდგენაა. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ფინეთთან შეხვედრისთვის ვერ მოახერხა ძალების აღდგენაო - ასეთი რამეც მოვისმინეთ. მაინც რაშია საქმე, რატომ უჭირთ ქართველ ფეხბურთელებს ინტენსიური გრაფიკით თამაში მაშინ, როცა სხვები 8 დღეში სამჯერ თამაშობენ და თანაც - თვითმფრინავით მგზავრობაც უწევთ?

- ძალების აღდგენა მხოლოდ ჩვენი ფეხბურთელებისთვის კი არა, სართოდ ყველასთვის პრობლემაა. ყოველ 3 დღეში თამაში იმათ უჭირთ, ვინც სხვანაირადაა მომზადებული და ინტენსიური გრაფიკისთვის მზად არ არის.

- აღდგენაში ფიზიკური მომზადების მერე მთავარი - ფარმაკოლოგიაა?

- არა, მხოლოდ ფარმაკოლოგიით ვერ გვარდება ეს პრობლემა. ფეხბურთელის კონსტიტუციაა - როგორ იკვებებოდა ის წლების განმავლობაში და თუ როგორ იკვებება კონკრეტულ პერიოდში. ერთი სიტყვით, მხოლოდ ფარმაკოლოგია აქ უძლურია.

- ყველაზე მეტად მაინც რა პრეპარატებს იყენებენ აღდგენისთვის?

- ბევრი პრეპარატი არსებობს და შესაბამისად გაზრდილია დოპინგური მედიკამენტების სია, ასე რომ, მხოლოდ ექიმის გადასაწყვეტი არ არის, თუ რა პრეპარატი ურჩიოს ფეხბურთელს. შეზღუდვები არსებობს და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ფარმაკოლოგიის გარდა, არსებობს ფიზიოთერაპიული კომპლექსიც - მასაჟი, წყლის პრეცედურები და საუნა. კიდევ - ნახშირწყლებით გაძლიერებული კვება.

- რამდენად აქტუალურია საკვებზე დანამატი?

- ბიოაქტიური დანამატები გამოიყენება, თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო, რადგან არ არის გამორიცხული, ასეთ პრეპარატში ისეთი ნივთირებებიც შედიოდეს, რაც აკრძალული და საზიანოა სპორტსმენისთვის და პრეპარატის შემადგენელ ნივთიერებებში არ იყოს მითითებული. ნახშირწყლები და ამინომჟავები - ბიოაქტიური დანამატები ძირითადად ამისგან შედგება.

- ზოგ მწვრთნელს მიაჩნია, რომ ფეხბურთელისთვის საუკეთესო აღმდგენი საშუალება ძილია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ძილი მართლაც საუკეთესო აღმდგენი საშუალებაა და თემურ ქეცბაია სწორად იქცევა, როცა ამას ითვალისწინებს. ადრე, დილის შვიდ საათზე აღვიძებდნენ ფეხბურთელებს "ზარიადკაზე" გასასვლელად, რაც უკვე აღარ არის აქტუალური. თუმცა ძილი ინდივიდუალური საკითხია, ზოგი ადრე იძინებს, ზოგი გვიან. დღეში 8-10 საათი ძილი ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება. გამოიყენება საძილე საშუალებებიც, თუმცა მხოლოდ მცენარეული, მსუბუქი პრეპარატები.

- ზოგ ქვეყნებში ტრადიციაა: თამაშის მერე ფეხბურთელები ლუდს მიირთმევენ, მაგალითად - გერმანიასა და ბრიტანეთში. მედიცინა როგორ უყურებს ლუდს ფეხბურთში?

- ლუდთან მიმართებაში ყველა მწვრთნელს თავისი აზრი აქვს. თამაშის შემდეგ 500 მილიგრამი ლუდი ურიგო არ არის. სადილზე ერთი ჭიქა წითელი ღვინო ძლიერ სტიმულატურად ითვლება, მაგრამ ყოველთვის ვერ ხერხდება ზომიერების დაცვა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ალკოჰოლი აკრძალულ დოპინგად ითვლება.

- ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მცირე დოზით მიღება რამდენად ნორმალურია?

- ვისკი, კონიაკი, არაყი... ასეთი სასმელის მიღება სპორტსმენისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

- ხორცის მოხმარებაც შეზღუდულად უნდა მოხდეს?

- ქათმის და საქონლის ხორცი დასაშვებია. სხვათა შორის, საქონლის ხორცი ძალიან კარგი აღმდგენი საშუალებაა, ოღონდაც - ახალი და ნატურალური, ანუ გაყინულ ხორცს უკვე აღარ აქვს ის თვისებები, როგორიც ახალს. ღორის და ცხვრის ხორცი ფეხბურთელმა არ უნდა მიირთვას დიდი ცხიმიანობის გამო.

- კოფეინის შემცველი გაზიანი სასმელები მართლა მავნებელია სპორტსმენისთვის?

- "კოკა-კოლის" მირთმევა კატასტროფა ნამდვილად არ არის, ასეთი ტიპის სასმელები შეიცავენ ნახშირწყლებს, თუმცა ჯობია, სპორტსმენმა ნახშირწყლები ნატურალური წვენების სახით მიიღოს. გაზიანი სასმელების მონელება ფეხბურთელებს დისკომფორტს უქმნის.

- ფეხბურთელებში ხშირია კუნთის ტრავმები - დაჭიმულობა, ნაწილობრივი ან მთლიანი გაგლეჯა - ამის სამედიცინო პრევენცია არ არსებობს?

- სწორი კვება, რეჟიმი, კუნთის გადაღლის პროფილაქტიკა, ვარჯიშის სწორი დაგეგმვა - ხანდახან ისეც ხდება, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ კუნთის დაზიანება მაინც შეინიშნება.

- ბევრ ფეხბურთელს დაუჩივლია, რომ ნერვული გადაღლა აქვს, აღარ სიამოვნებს ვარჯიში და თამაში - ამას რას უპირისპირებს სპორტული მედიცინა?

- ეს საკმაოდ რთული საკითხია, ხანდახან ამ პრობლემის მოგვარებას დღეში 12 საათი ძილიც კი ვერ შველის. აქ ყველაზე მთავარი კარგი გარემოა და ფაქიზი, ყურადღებიანი დამოკიდებულება ფეხბურთელისადმი. ფეხბურთელიც, მსახიობის დარად პუბლიკაზე თამაშობს და მისი ბიორითტმი ყოველთვის არ ემთხვევა განრიგს. სტრესული გადაღლისგან დაცული არავინაა და აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მწვრთნელის როლი - მიმაჩნია, რომ ფეხბურთელისთვის ყველაზე კარგი ფსიქოლოგი სწორედ მწვრთნელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

del piero
ჩვენს ფეხბურთელებს კიდე ღვინო უნდათ? :)))
Tengo
დიმა, თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალია.
grisha
ვაა დიმიტრი შენ ის არა ხარ ჩემთან ერთად ღამეებს რომ ათენებდი სლოტ კლუბებში :))) ისე მართლა მაგარ ფულს ტენიდი იმ ეშმაკის მოგონილ მანქანებში
guja_kakhadze
საინტერესოა ჩვენს ფეხბურთელებს მაინც რომ აქვთ აღდგენის პრობლემა, მიუხედავად იმისა ლეგიონერია თუ ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილე.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ფოთის "კოლხეთი" - მილიონერთა ქალაქის გაჭირვებული გუნდი
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია