საქართველომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა გადაიფიქრა
გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე დუბროვნიკში, უეფას წევრი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და თბილისში 20 სექტემბერს, გამთენიისას დაბრუნდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა არაერთ საინტერესო საკითხზე იმსჯელეს, ერთ-ერთი მთავარი კი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის რეგიონალური პრინციპით ჩატარება და მასპინძელი ქვეყნების ქალაქების განაცხადებისა და წინადადებების მიღება იყო.

აქვე გეტყვით, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველოს განაცხადი არ შეუტანია და განმარტებისთვის ხორვატიიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა.

ზვიად სიჭინავა:

"ჩვენ ბევრი რამე გავითვალისწინეთ და შესაბამისად, განაცხადის შეტანაზე თავი შევიკავეთ.

უპირველესად, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ რეგიონალურ პრინციპს. ის მდგომარეობა კი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ.

აქ საუბარი მხოლოდ ერთ თამაშზე კი არა, ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე იყო. ჯგუფი კი, ეს უკვე 4 გუნდია და 6 თამაში, რასაც მინიმუმ ორი სტადიონი, 4 სავარჯიშო მოედანი და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ ადამიანური რესურსი სჭირდება.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ რეგიონალურ პრინციპს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები მიიღებენ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, რადგან ბაქოში მართლა ყველაფერი მზადაა და ეს ქალაქი უმაღლეს დონეზეა განვითარებული - სტადიონები, სასტუმროები, აეროპორტი და სხვა...

თუმცა ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან სხვა თემებზე იყო სერიოზული საუბარი და ალბათ, იანვარში, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, არ არის გამორიცხული, ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულო სიურპრიზით დავბრუნდეთ.

საუბარია საკმაოდ მაღალი დონის ერთ-ერთ ტურნირზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უეფა ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს.

ევრო 2020-ს რომ დავუბრუნდეთ, ამ თემაზე, ცხადია, ყველაზე დიდხანს ვმსჯელობდით. ჩემი ვარაუდი შემიძლია გითხრათ, რომ ჩემპიონატს აუცილებლად წაიღებენ გერმანიის, თურქეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ინგლისის, ჰოლანდიის, სკანდინავიის ქვეყნებიდან ერთ-ერთისა და აზერბაიჯანის ქალაქები.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც თავად თქვეს უარი. ჩვენს მსგავსად, ისინიც არ არიან მზად ასეთი დონისა და მასშტაბის ტურნირის ჩასატარებლად".

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

"უეფაში პირდაპირ ვთქვით, რომ ევრო-2020-ის მატჩის მასპინძლობა გვსურს"

ევრო 2020: 13 ქალაქი - 13 ქვეყანა... იქნებ, საქართველოც

რევაზ არველაძე: ხომ შეიძლება ევროპის ჩემპიონატი ერთხელ ჩვენთანაც ჩატარდეს

biba
აუუუ ეს ტიპი როგორ ეზიზღება გასიებულ ლევან ყიფიანს!
თემო
შარშანდელთან შედარებით ის შეიცვალა, რომ წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში სერიოზული გარღვევაა, შარშან კი ეს არ ყოფილა. სხვა რა შეიცვალა, ის კიდევ ყველამ იცის.
PARFIUMER
რა მიკვირს იცი? შარშან რომ ქონდა ამ ქვეყანას თავი წელს რა შეიცვალა ასეთი... მაგრამ შარშან არ იტყოდა შეგვიძლიაო თავს მოაძრობდნენ... ევროპის ჩემპიონატი კი არა საქართველოს ჩემპიონატი ჩაატარეთ თუ ძმა ხარ..
tedo
ტბილისი ბაქოსტან სჰედარებიტ დიდი სოფელია.
maxo
მიხო მარტრაკვეცა ტრაბახობს ბევრი რამე ავაშენეო და ერთ ჯგუფს ვერ უმასპინძლებს?მიხოს აშენებულს რა ვუთხარი..
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები 101 Great Goals-ის მიხედვით