"გოგუასა და ამისულაშვილზე გული მწყდება, მაგრამ სხვა გზა არაა..."
დავით სირაძისთვის სეზონი წარმატებული გამოდგა: ნალჩიკის "სპარტაკსა" და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საჭირო კაცის სახელი დაიგდო და ახლა ყველამ იცის - დათო ბოლო წუთზე აუცილებლად გაიტანს.

"ბოლო წუთის კაცი" - ასეც მონათლა "ლელომ" სირაძე და ეს სახელი თავდამსხმელსაც მოსწონებია:

- "ლელოს" ინტერნეტში ვეცნობი და ძალიან მომეწონა ახალი მეტსახელი, ბოლო წუთის კაცი. წლეულს ბოლო წუთებზე მართლაც ბევრჯერ გავიტანე, ნაკრებშიც, კლუბშიც. საერთოდ, ჩემთვის 2010 წელი წარმატებული გამოდგა, გუნდშიც ყველაფერი კარგად აეწყო და ნაკრებშიც. იმედია, ასეც გაგრძელდება.

- ევროთასზე გასული პროვინციული ნალჩიკის "სპარტაკი" ძნელი წარმოსადგენია.

- მთავარია, ვინ და როგორ მართავს გუნდს. ჩვენი მთავარი მწვრთნელი იური კრასნოჟანი რუსეთში ერთერთი გამორჩეული სპეციალისტია და მისი დამსახურებაა, ყველაზე ღარიბი კლუბი წელში რომ გაიმართა. ბევრად მდიდარი კლუბები კრასნოჟანს ამიტომაც იწვევენ. ახლა ნალჩიკის "სპარტაკი" და მოსკოვის "ლოკომოტივი" თანაბარი ქულებით მეხუთე-მეექვსე ადგილებს ვიყოფთ და ევროპის ლიგაში მოხვედრის იმედი გვაქვს.

- "სპარტაკი" წლევანდელი სეზონის აღმოჩენაა, თუმცა რუსეთისას რას გაიგებ - არსებობს რაიმე ფაქტორი, რომელსაც შეუძლია, ბოლო ორ ტურში ხელი შეგიშალოთ?

- ორი ტურიღა დარჩა და რა ფარული ზრახვებიც უნდა ამოძრავებდეთ, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ. მიზანთან ახლოს ვართ და ეს ორი ტურიც უნდა გავიჭირვოთ. ისე, არა მგონია, ნალჩიკის "სპარტაკის" ევროპის ლიგაში თამაშმა ვინმე გააღიზიანოს, მაგრამ კონკურენტების ბრძოლაში ფინანსური შესაძლებლობები ბევრს ნიშნავს, მოსკოვის "ლოკომოტივი" კი ჩვენზე მდიდარია. მისი ბიუჯეტის მქონე გუნდთან ბრძოლა ძალიან ძნელია. თუმცა წლეულს ჩვენზე მდიდარი გუნდები ჩამოვიტოვეთ და იმედია, წინ არც მოსკოველებს გავუშვებთ. ეგაა, ნალჩიკიდან ამისულაშვილი და კისინკოვი რომ არ წასულიყვნენ, ახლა სამეულშიც ვიქნებოდით.

- ამისულაშვილის წასვლამ ასე გაზარალათ?

- ვერ ვიტყვი, რომ წელში გაგვტეხა, მაგრამ ამისულაშვილ-კისინკოვის დაცვის დუეტი "სპარტაკისთვის" ძალიან დიდი ძალა იყო.

- არის ვარაუდი, რომ გამორჩეულ ქართველებს ომარ თეთრაძე "ვოლგაში" მიიწვევს - შენ არ დაგკავშირებია?

- თეთრაძეს"ვოლგაში" გადასვლა არ შემოუთავაზებია. ასეც რომ ყოფილიყო, კონტრაქტი 2011 წლის დეკემბერში მიმთავრდება და მაინც ნალჩიკში დავრჩებოდი.

- ერთხელ დაიწერა, თითქოს ინგლისის პირველი დივიზიონის კლუბი გიწვევდა, რომელსაც პრემიერლიგაში გადასვლა სურდა.

- ინგლისიდან კი არა, საერთოდ არც ერთი კლუბიდან არ დამკავშირებიან.

- ნაკრებსა და "სპარტაკში" გატანილი მნიშვნელოვანი გოლების შემდეგაც?

- დიახ, ასეთი თამაშების შემდეგაც არაფერი შეცვლილა. მენეჯერი არ მყავს და, ეტყობა, ასეთ სიტუაციაში ტრანსფერის მოგვარება ძნელია. ინგლისში თამაშს რა ჯობს, ურიგო ვარიანტი არც "ვოლგაა", მაგრამ ფაქტია, არავინ დამკავშირებია. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ნალჩიკში დარჩენა არ მსურს. ვფიქრობ, კლუბის არჩევანში არ შევმცდარვარ. ევროპის ლიგაში გამოსვლის შანსი გვაქვს და იური კრასნოჟანი მთავარ მწვრთნელად რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "სპარტაკი" კვლავ ამბიციური კლუბი იქნება. ევროთასზე გასვლის შემთხვევაში ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებას აპირებენ, დაწყებულია ახალი სტადიონის მშენებლობა და გუნდის დაფინანსებაც გაიზრდება. აქაურობას შევეჩვიე, ჩვენს კვალობაზე წარმატებებსაც მივაღწიეთ და თუ ბევრად ძლიერ კლუბში არ მიმიწვევენ, წასვლას არსად ვაპირებ.

რომც მინდოდეს, კლუბი არ გამიშვებს. ახლახან კრასნოჟანი მელაპარაკა, მომავალ სეზონშიც მჭირდები და უნდა დარჩეო.

- ეს უკვე გადაწყვეტილია?

- დიახ, ასეა, კლუბს არ შევიცვლი.

- გუნდში ქართველებიდან მხოლოდ შენ დარჩები - მარტოს არ გაგიჭირდება?

- სამწუხაროდ, ფეხბურთში ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა. პირველი წრის შემდეგ ამისულაშვილი თურქეთში წავიდა, ორი თამაში და გოგუაც "ვოლგაში" გადავა. რა თქმა უნდა, მათზე გული მწყდება, მაგრამ სხვა რა გზაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა