ბუდაპეშტში 7 მოჭიდავიდან 3 პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, მთელი გუნდიდან მხოლოდ ერთი გადავიდა დამამშვიდებელში...
სამწუხაროდ, კრახის მეტი არაფერი შეიძლება ეწოდოს ჩვენი ბერძენ-რომაელების გამოსვლას ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატში.

თავად განსაჯეთ - 7 მოჭიდავიდან 3 პირველივე შეხვედრაში დამარცხდა; 7 ფალავნიდან მთელ ტურნირზე მხოლოდ 5 მოგება; მთელი გუნდიდან მხოლოდ ერთი გადავიდა დამამშვიდებელში...

გვესმის, რომ ნაკრების აბსოლუტური უმეტესობა დებიუტანტი იყო (გუნდს მხოლოდ ერთი გამოცდილი წევრი ჰყავდა) და ძალიან არ გვინდა, ახალგაზრდები ზედმეტად გავაკრიტიკოთ, მაგრამ რაც დავწერეთ, ისიც ფაქტია და არა მოგონილი, ჩასაფრებული კაცის პოზიცია...

ფაქტია ისიც, რომ მსოფლიოს წლევანდელი პირველობა არა მარტო ამ ნაკრებმა, არამედ მთლიანად ფედერაციამ ჩააგდო, რადგან "თავისუფლებიც" ერთადერთი მედლის ამარა დარჩნენ; ისიც ბრინჯაოა, თორემ ოქრო რომ იყოს, კიდევ დავიმშვიდებდით თავს.

ამ ტოტალური მარცხის ფონზე ერთი ჯილდოც უფრო მისი ავტორის, გენო პეტრიაშვილის (120) დამსახურება გვგონია. აშკარაა, რომ ორივე გუნდში სამწვრთნელო შტაბმა სადღაც მძიმე შეცდომები დაუშვა...

ბერძენ-რომაელთაგან ბაჩანა ფუტკარაძე (55), ზემოხსენებული ის ერთადერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი რევაზ ლაშხი (60) და ნიჭიერი ახალგაზრდა საჩინო დავითაია (66) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ და მერე არც სანუგეშოში გადასვლის შანსი მიეცათ.

ვასილ იმერლიშვილმა (96) ერთი შეხვედრა მოიგო, ილია გულბათაშვილმა (74) და გიორგი ცირეკიძემ (84) - ორ-ორი, სანუგეშოში კი მხოლოდ ცირეკიძე გადავიდა, მაგრამ იქ პირველივე პაექრობა წააგო.

ასეთმა სუსტმა გამოსვლამ ჩემპიონატის ყველა მოვლენა გადაფარა - როგორც იქნა, წააგო წლების განმავლობაში რუსთა წაუქცეველმა მსოფლიოს, ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა რომან ვლასოვმა (74), აზერბაიჯანში გადასულმა შალვა გადაბაძემ (96) მსოფლიოზე პირველი მედალი მოიპოვა; 84 კილოგრამში, ფაქტობრივად, ირანული ფინალი გაიმართა - მეორეზე გასული სამან ტახმასიბიც ირანელია, ოღონდ აზერბაიჯანში გადასული...

ბუდაპეშტში საინტერესო სხვაც ბევრი მოხდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი სისუსტე ვიკითხოთ.

კვარცხლბეკი

60 კგ. 1. ივო ანგელოვი (ბულგარეთი); 2. ივან კუილაკოვი (რუსეთი); 3. სეუნ-ჯაე ვოო (სამხრეთი კორეა), ელმურატ ტაშმურადოვი (უზბეკეთი); 35. რევაზ ლაშხი (საქართველო).

66 კგ. 1. ჰან-სუ რიუ (სამხრეთი კორეა); 2. ისლამ-ბეკ ალბიევი (რუსეთი); 3. იადან სანდეეპ ტულსი (ინდოეთი), ფრანკ სტაბლერი (გერმანია); 26. საჩინო დავითაია (საქართველო).

74 კგ. 1. ჰიეონვოო კიმი (სამხრეთი კორეა); 2. რომან ვლასოვი (რუსეთი); 3. ლევონ ჯულფალაკიანი (სომხეთი), ემრან კუსი (თურქეთი); 13. ილია გულბათაშვილი (საქართველო).

84 კგ. 1. ნარიმან ტალებ ნემატროური (ირანი); 2. სამან აჰმან ტახმასიბი (აზერბაიჯანი); 3. ჯავიდ ჰამზათაუ (ბელორუსი), ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი); 11. გიორგი ცირეკიძე (საქართველო).

96 კგ. 1. ნიკიტა მელნიკოვი (რუსეთი); 2. არტურ ალექსანიანი (სომხეთი); 3. ბალაზს კისი (უნგრეთი), შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი); 13. ვასილ იმერლიშვილი (საქართველო).

120 კგ. 1. ამირ აზიზ ალიაკბარი (ირანი); 2. ჰეიკი ნაბი (ესტონეთი); 3. ნურმახან ტინალიევი (ყაზახეთი), რიზა კაიაალპი (თურქეთი); 12. ლევან არაბული (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუკა კურტანიძე: ეს ნაკრები მალე მსოფლიო ლიდერი გახდება

მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა

nika
შენი აზრით ოლიმპოს მთაზე ოლიმპიადები რო ტარდებოდა ბადმინტონს და მაგიდის ტენისს თამაშობდნენ? და ბერძნულ-რომაული არ უნდა იყოს ოლიმპიური სახეობა? :დ რამდენი ჭკუის ხალხი ცხოვრობს გაგიჯდები რა :D
glaxuna
ასეთი შედეგები ბოლოს როდის გვქონდა ?!!! ეხ ,ნუთუ ყველა მიმართულებით...უკან-უკან მივდივართ...უპასუხისმგებლობამ ხო არ იმატა და ...ეროვნული აღტკინების შეგრძნებამაც ?!!! ... ვშიშობ, მალე სხვა სპორტის სახეობებშიც იგივე პროცესი არ დაიწყოს!!!... სასწრაფოდ მიზეზები უნდა დადგინდეს და ..სასწრაფო ზომებიც არის მისაღები!!!
mdaa
ეგ ბერძნულ-რომაული დროა საერთოდ ამოიღონ ოლიმპიური სახეობებიდან, რაის ჭიდაობა ეგაა... თავისუფალი დატოვონ, ოღონდ დროებით.
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბექა ლომთაძე მსოფლიომდე ამაღლდა [VIDEO]
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
მფრინავი ჭკუასელიძე - ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის წარმომადგენელი სუპერილეთით დაამარცხა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ბაჩანა ფუტკარაძე ფორტუნამ დაინდო
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: გობაძე ფინალშია - ქაჯაიას ვერცხლი და ქავჟარაძის ბრინჯაო [VIDEO]
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: 14 აპრილს ლაშა გობაძე ოქროსთვის და საჩინო დავითაია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ველოდებით უკეთესს შედეგს, ვიდრე შარშან" - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გაეგმზავრნენ
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: გობაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, დავითაია მედლის გარეშე დარჩა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: რევაზ ლაშხის ძნელი ხვედრი
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რუსმა მოჭიდავემ ქართველი სპორტსმენი თაღლითობაში დაადანაშაულა
ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოლიმპიადის კომპენსაციად
ქართველ "ბერძენ-რომაელთა" შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მეორე და 4 მედალი მოიპოვეს