ალბუკერკის ქალთა საერთაშორისო ტურნირის ფინალში ანა ამერიკელ შელბი როჯერსთან დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ალბუკერკის (აშშ) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 75.000 დოლარი) მონაწილეობდა.

ერთეულთა თანრიგში მან ზედიზედ სძლია მე-4 ნომრად განთესილ მარია სანჩესს (აშ), ტამირა პაშეკს (ავსტრია) და კოკო ვანდევეგეს (აშშ).

ყველაზე ძნელი მეტოქე შაბათს შეხვდა ნახევარფინალში. ამერიკელმა ალისონ რისკემ, როგორც ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა, ასევე წარმატებით განვლო სამი რაუნდი.

ნახევარფინალური პაექრობის პირველ სეტში მან იოლად სძლია ტატიშვილს - 6:3, მეორეშიც 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა შეძლო ძალების მობილიზება, შეხვედრაში გარდატეხის შეტანა და სეტის 7:5 მოგება. მესამე ხელიც დრამატულად წარიმართა. თავიდან ჩვენებური დაწინაურდა, შემდეგ რისკე გავიდა წინ - 5:4, მაგრამ ანამ აქაც ზედიზედ სამი გეიმი აართვა მეტოქეს და 7:5 გაიმარჯვა.

22 სექტემბერს ფინალში ტატიშვილს ტურნირის მე-8 ნომერი შელბი როჯერსი (აშშ) დაუპირისპირდა. ჩვენიანმა ამჯერად ვერ იყოჩაღა - ორივე სეტი წააგო, შესაბამისად, 2:6, 3:6 და მეორე ადგილს დასჯერდა.

ქართველი ჩოგბურთელი ალბუკერკში წყვილთა შორისაც ცდიდა ძალებს ამერიკელ ირინა ფალკონისთან ერთად და პირველ ნომრადაც იყო განთესილი.

მართალია, ქართულ-ამერიკულმა დუეტმა ნახევარფინალს უწია, მაგრამ იქ მისი წინსვლა მელანი ოუდინისა და ტეილორ თოუსენდის (აშშ) ტანდემმა შეაჩერა - 4:6, 6:2, 11:9.

ეტყობა, რისკესთან შელეული ძალების აღდგენა ტატიშვილმა წყვილთა პაექრობისთვის ვერ მოასწრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა