უზბეკეთში მიმდინარე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გრანპრის გათამაშების მეოთხე რაუნდში ბელა ალექსანდრა კოსტენიუკთან დამარცხდა
რუსი დიდოსტატი ალექსანდრა კოსტენიუკი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია, მაგრამ ბოლო წლებში მაღალი შედეგებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, ფიდეს რეიტინგშიც ბელა ხოტენაშვილს 19 პუნქტით ჩამორჩება, უზბეკეთის დედაქალაქში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის გრანპრის გათამაშების მესამე რაუნდის სამ ტურში მხოლოდ ნახევარი ქულა აიღო.

ასე რომ, კოსტენიუკი დღეს ის მოჭადრაკე აღარ არის, რომლის ძლევაც შეუძლებელი იყოს. მით უმეტეს, რომ ბელამ მე-3 ტურში მსოფლიო კლასიფიკაციით მე-5 ადგილზე მყოფ ჩინელს - ჟაო სიუეს აჯობა.

სამწუხაროდ, შაბათს, მე-4 ტურში ხოტენაშვილმა ვერ შეძლო, ტიტულოვან დიდოსტატს გამკლავებოდა - პირიქით, ეტლების ენდშპილში 49-ე სვლაზე დანებდა მეტოქეს და გათამაშების ცხრილში მეორე მარცხი ჩაიწერა.

ნახევარი ქულა დაკარგა ერთპიროვნულმა ლიდერმა ჰამფი კონერუმ (ინდოეთი) - თეთრი ფიგურებით ორგზის ევროპის ჩემპიონ კატერინა ლაგნოს დაუზავდა.

IV ტური: ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2470) - ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2496) 0,5:0,5, ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2535) - ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2475) 0,5:0,5, ოლგა გირია (რუსეთი, 2439) - ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2293) 1:0, ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2607)- კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2532) 0,5:0,5, გულისხან ნახბაიევა (ყაზახეთი, 2307) - ჟაო სიუე (ჩინეთი, 2579) 0,5:0,5, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2495) - ბელა ხოტენაშვილი (2514) 1:0.

ოთხი ტურის შემდეგ: კონერუ - 3,5, დრონავალი - 3, ჟაო სიუე, ლაგნო - 2,5-2,5, ხოტენაშვილი, ვენძიუნი, გირია, სტეფანოვა - 2-2, კოსტენიუკი - 1,5, მუმინოვა, ნახბაიევა, დანიელიანი - 1-1 ქულა.

მონაწილენი 23 სექტემბერს V ტურში ითამაშებენ: ხოტენაშვილი-ნახბაიევა, ლაგნო-კოსტენიუკი, სტეფანოვა-კონერუ, დრონავალი-დანიელიანი, მუმინოვა-ვენძიუნი, ჟაო სიუე-გირია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
ამდენი წელია ბატონო ვაჟა ჭადრაკში ხართ და ცუდია ასე --კოსტენიუკი ის აღარააო რომ წერთ.დაიმახსოვრეთ ჭადრაკს დღეს ყველა თამაშობს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა