წლევანდელი ევრომიღწევებისთვის "დილა" უეფასგან 420 ათას ევროს მიიღებს და ეს თანხა ანგარიშზე, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დაუჯდება
გორის "დილამ" წლევანდელ ევროსარბიელზე დანიურ "ოლბორგსა" და ხორვატულ "ჰაიდუკს" მოუგრიხა კისერი შეკოწიწებული შემადგენლობით, თუმცა "რაპიდისთვის" ეს შემართება საკმარისი აღარ იყო.

ბუნებრივია, ყველას აინტერესებს, რა ელის სამომავლოდ ამ გუნდს...

წლევანდელი ევრომიღწევებისთვის "დილა" უეფასგან 420 ათას ევროს მიიღებს და ეს თანხა ანგარიშზე, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დაწყების წინ გორულ კლუბს სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოუყო, საიდანაც 1 200 000 ძველი დავალიანების დაფარვას მოხმარდა და გუნდის ასაწყობად 800 ათასი ლარი დარჩა.

ეს ყველაფერი ოფიციალური ინფორმაციაა, კულუარული წყაროდან კი შევიტყვეთ, რომ "დილას" სახელფასო ფონდი ამ დროისთვის თვეში 80-100 ათას ლარს შეადგენს. ეს იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ გუნდი მიმდინარე სეზონს ღირსეულად ჩაამთავრებს, მაგრამ საკითხავი ისაა, გაისადაც თუ მოახერხებს ევროსარბიელზე გასვლას და მერე იქ რაღაცის მიღწევას.

ამ ყველაფერს ხომ საფუძველი ახლავე უნდა ჩაეყაროს...

ამას წინათ, ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალის კენჭისყრა რომ გაიმართა, რამდენიმე კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთს შეუთანხმდნენ კლუბების თავყრილობის მოწყობაზე.

ქართული კლუბების მხარდასაჭერი სახელმწიფო პროგრამა უახლოეს ხანში გამოქვეყნდებაო - იყო ასეთი დაპირება სპორტის მინისტრისგან, თუმცა ამ პროგრამას დღის სინათლე ჯერ არ უნახავს. ცხინვალის "სპარტაკი", გორის "დილა", "ზუგდიდი" და ბოლნისის "სიონი" - ეს კლუბები გეგმავენ შეკრებასო, გვითხრა "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა.

წლევანდელი ევროსარბიელის შემდეგ "დილა" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა - 21 წლის გიორგი ილურიძე სპლიტის "ჰაიდუკში" გადავიდა, მისივე კბილა ლაშა გვალია კი ეკატერინბურგის "ურალში". ისინი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდნენ და, შესაბამისად, "დილას" მათ ტრანსფერებში ცენტიც არ აუღია.

ფიფას კანონების მიხედვით, გორელებს საკომპენსაციო თანხა ეკუთვნოდათ ამ ტრანსფერებიდან, რადგან ილურიძესა და გვალიას ჯერ არ შესრულებიათ 23 წელი, თუმცა "დილას" და ამ ფეხბურთელებს შორის ისეთი შეთანხმება ყოფილა, რომ კლუბი მათ ტრანსფერებში კომპენსაციასაც ვერ გამორჩა - ეს ამბავი ისიანმაც დაგვიდასტურა.

გამოცდილი მენეჯერი ისიანი იმითიც გემახსოვრებათ, რომ საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარმოადგინა, რომლის განხორციელება რეალობასთან ახლოს უნდა იყოს და იმედია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაინც სახელმწიფო ამისთვისაც მოიცლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ketili
არ შეიძლება ესეთი კლუბების არსებობა საერთოდ, მითუმეტეს ბიუჯეტის ხარჯზე!!! გააჯვით!
giorgi
ეს დილა საფეხბურთო კლუბია თუ კათარზისი? მოათრევს ამ უთამაშებელ ფეხბურთელებს აათამაშებს, რაღაცას დაამსგავსებს და კომპენსაციასაც არ აიღებს ისე გაუშვებს. ეტყობა დილა ისიანის და ჯუღელის ფულის საჭრელი მანქანაა.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
ᓠᓝᓒᓝᓠᓘ ᓤᓘᓜᓐᓜᓡეᓑᓘᓗ ᓮᓕᓓᓔᓑᓐ ᓣᓛᓐᓦᓚᓔᓡᓘ ლᓘᓒᓘᓡ 16 ᓙᓚᓣᓑᓘ ᓩᓔმᓞᓘᓝᓜᓐᓢᓡ?
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გია ისიანი: დარწმუნებული ვარ, "გორიც" ასეთი წარმატებული იქნება
თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
გია ისიანი გორის "დილას" დაშორდა
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
მამუკა კვარაცხელიას სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების ჯგუფი ჩააბარეს
ინფრასტრუქტურა: სამზადისი და რემონტი "თენგიზ ბურჯანაძესა" და "ქართლზე"