კაკაბეთის საჭიდაო არენას ტიტულოვანი ადგილობრივი ფალავნის, უშანგი კუზანაშვილის სახელი ეწოდა

ამ დღეებში ქართულ ჭიდაობაში მორიგი დიდი შეჯიბრება საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში გაიმართა, ქართული ჭიდაობის ფედერაციის და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ერთობლივი პროექტით.

ასპარეზობა ახალი ნახერხმოყრილი საჭიდაო სარბიელის გახსნას დაემთხვა. სპორტული სამყაროს წარმომადგენლებთან და ჭიდაობის ქომაგებთან ერთად, ღონისძიებას სტუმრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ახალი საჭიდაო არენების გახსნა სწორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა.

მათ დაფინანსებაზე დაპირება ბატონმა ბიძინამ შარშან, წინასაარჩევნოდ ქარელის რაიონის სოფელ ფცაში, ქართულ ჭიდაობაში მასშტაბურ შეჯიბრებაზე სტუმრობისას გააჟღერა.

მშენებლობის პროცესი წლეულს გაზაფხულზე დაიწყო და ისევ გრძელდება. არენები უკვე გახსნილია შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ახლა კი ესტაფეტა კახეთმა გადაიბარა.

კაკაბეთის საჭიდაო არენას ტიტულოვანი ადგილობრივი ფალავნის, უშანგი კუზანაშვილის სახელი ეწოდა.

"ქართველმა მოჭიდავეებმა დიდი სასწაულები მოახდინეს მსოფლიოში და სახელი გაუთქვეს ჩვენს სამშობლოს.

ვაპირებთ კიდევ არაერთი ასეთი საჭიდაოს მშენებლობას მთელ საქართველოში, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ჩვენს მოჭიდავეებს, სამშობლოს შორს გაუთქვან სახელი" - უთხრა საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა და ყველას მიულოცა ახალგახსნილი სარბიელი.

"ძალიან გვიხარია, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი დაესწრო შეჯიბრებას ქართულ ჭიდაობაში. ჩვენს ეროვნულ საჭიდაო სახეობას იგი გვერდში უდგას, რისი გამოხატულებაც წლეულს მრავლად კეთილმოწყობილი ღია საჭიდაო არენაა.

ბატონი ბიძინას მხარდაჭერით ასეთ სარბიელებზე გამართული ასპარეზობებით არაერთი დღესასწაული ვაჩუქეთ ჩვენს ერთგულ ქომაგს, ქართველ ფალავნებს" - თქვა ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა.

მანვე პრემიერ-მინისტრს ფედერაციისაგან სიმბოლურ საჩუქრად ქართული ჭიდაობის ჩოხები გადასცა, წარწერით "ბიძინა ივანიშვილი".

ფალავნებმა მხოლოდ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იასპარეზეს. ნახერხმოყრილ მოედანზე კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის წარმომადგენელი 30-მდე სპორტსმენი გავიდა.

საინტერესოდ დაძაბულ პაექრობებში უძლიერესი აღმოჩნდა ქარელელი პაატა ღვინიაშვილი, რომელმაც ფინალი საჩხერელ ონისე ბუღაძეს მოუგო. მესამე ადგილზე გავიდა ხაშურელი გიორგი ნოზაძე. გამარჯვებულმა და პრიზიორებმა ქართული ჭიდაობის ფედერაციისაგან ფულადი ჯილდო მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

melia
ბატონო ბიზინა კრივს გადახედე ვინები მართავენ და რა დგესჰია კრივი
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა