როცა ინტერნეტში ამ ფოტოს წავაწყდით, მაშინვე შოთა არველაძესთან დაკავშირება გადავწყვიტეთ...
თურქეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ჰალილ თურგუთ ოზალი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. პრემიერობას 1983 წლიდან შეუდგა და ქვეყნის რეფორმირება რომ დაიწყო, ფეხბურთიც არ დავიწყებია. ოზალის ხელში თურქეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, იქაურმა ფეხბურთმა კი საკუთარი თავიც შეცვალა და ქვეყანაც.

დღეს თურქეთში ფეხბურთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა...

ახლა თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახლავთ და ფეხბურთი მასაც ძალიან უყვარს. ფოტოზე სწორედ ის არის შოთა არველაძესთან ერთად.

ცხადია, ისინი მეტწილად ფეხბურთზე ისაუბრებდნენ... შოთა თურქეთში ჯერ ფეხბურთელი იყო. სახელიც ასე დაიგდო ამ ქვეყანაში.

თუ რა პოპულარობით სარგებლობდა ფეხბურთელი შოთა არველაძე თურქეთში, ეს საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, მასზე და მის ტყუპისცალ არჩილზე იქ სიმღერებს მღეროდნენ.

შოთა ახლაც დაფასებულია თურქეთში. ასე რომ არ იყოს, იქაური სუპერლიგის გუნდების გაწვრთნას არ ანდობდნენ. ჯერ "ქაისერისფორში" იყო, ახლა კი სტამბულის "ქასიმფაშას" უდგას სათავეში. თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ამ გუნდმა სტუმრად რობერტო კარლოსის "სივასფორს" 2:1 მოუგო და ხუთი ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა.

მაინც როგორ და რა ვითარებაში მოიხელთა თურქეთის პრემიერმა შოთა?! როცა ინტერნეტში ამ ფოტოს წავაწყდი, მაშინვე შოთასთან დაკავშირება გადავწყვიტე...

- სად არის ეს ფოტო გადაღებული?

- "ქასიმფაშას" ახალი ბაზა აქვს, უფრო სწორად, ეს არის კომპლექსი და ფოტოც მის გასახდელშია გადაღებული.

- და პრემიერ-მინისტრის სტუმრობის მიზეზი რაღა იყო?

- ბაზის ოფიციალური, საზეიმო გახსნა იყო და ერდოღანიც ამიტომ გვესტუმრა.

- კონკრეტულად რაზე ისაუბრეთ თქვენ და ერდოღანმა?

- ძირითადად, ფეხბურთზე, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობებზე...

- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ საუბრის შემდეგ?

- კარგი და ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა, ფეხბურთიც ძალიან უყვარს.

- რა კაშნე აქვს ერდოღანს კისერზე?

- ჩვენი კლუბისაა, "ქასიმფაშასი"...

- ბარემ "ქასიმფაშაზეც" გკითხავთ. საამსეზონოდ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი აიყვანეთ. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გუნდი უწინდელზე უკეთესია?

- კი, ეს გუნდი წინა სეზონის "ქასიმფაშას" ნამდვილად ჯობია.

- სუპერლიგის წინა ტურში რობერტო კარლოსის გაწვრთნილ "სივასფორს" რომ მოუგეთ, თუ იყო იმის საშუალება, რომ სახელოვან ბრაზილიელთანაც გესაუბრათ?

- კარლოსის გუნდი შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. მასთან ცოტა ხნით საუბარიც მოვახერხე, სივასიდან სტამბულისკენ ერთად ვიმგზავრეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ილია ერქვანია
ბატონო შოთა, ქართულად რამე ხომ არ გითხრა... ვთქვათ, მუჭო რექ წიე?
dato
ერდოღანი თავად იყო ფეხბურთელი ახალგაზრდობაში. ამასთან ქასიმფაშელია (უბანია) თვითონაც და ფაქტიურად მისი მშობლიური გუნდის მწვრთნელი გამოდის შოთა.
odala
ამ მასტებისა ვერ გავიგე. რა ევასებათ ამ თურქებისა?!
selmerm6
მაგარი სიტყვებია საამსეზონოდ, სამსოფლიოჩემპიონატო და ა.შ.კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. სად მიიღო ამ ხალხმა განათლება? რედაქტორი არ არსებობს მაინც რომ შეუსწორონ,?
selmerm6
მაგარი სიტყვებია საამსეზონოდ, სამსოფლიოჩემპიონატო და ა.შ.კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. სად მიიღო ამ ხალხმა განათლება? რედაქტორი არ არსებობს მაინც რომ შეუსწორონ,?
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა