"...რაგინდ მართალი იყოს, სად გინახავთ, მოსწავლე აძლევდეს შენიშვნას მასწავლებელს?!"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გასულ კვირას დაადასტურა, რომ საქართველო აღარ იბრძოლებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, თუმცა...

"როცა რაღაცას თმობ, სანაცვლოდ სხვა რამ უნდა მიიღო და დარწმუნებული ვარ, უეფა არანაკლებ მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობას გვანდობს", - ამბობს სფფ-ის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე, რომელსაც სხვა არანაკლებ საინტერესო თემებზეც ვესაუბრეთ:

- რეალობის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობისთვის ბრძოლა ძალიან რთული იქნებოდა, რადგან აღმოჩნდა, რომ არა ერთი თამაშის, არამედ მთელი ჯგუფის, ანუ ოთხი ნაკრების მატჩების მასპინძლობაზე იყო ლაპარაკი.

გარდა იმისა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებას გაცილებით მეტი დრო და ფინანსები სჭირდება, რეგიონული პრინციპიც დავიცავით. ცნობილია, რომ აზერბაიჯანი სერიოზულად იბრძვის 2020 წლის ევროპირველობის მასპინძლობის უფლებისთვის და გადავწყვიტეთ, ტყუილად არც დრო დაგვეკარგა და არც მეზობელი ქვეყნისთვის შეგვეშალა ხელი.

- სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, უეფას ხელმძღვანელობა საკმაოდ მაღალი დონის ტურნირის მასპინძლობას დაგვპირდა. იქნებ თქვენ მაინც დააკონკრეტოთ, რა ტურნირს გულისხმობდა ზვიად სიჭინავა?

- რადგან ბატონმა ზვიადმა შეიკავა თავი, ჯერ არც მე დავაკონკრეტებ. თუმცა, როცა რაღაცას თმობ, სანაცვლოდ სხვა რამ უნდა მიიღო...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და უეფას შორის ძალიან კარგი დამოკიდებულებაა, უეფას თავკაცებს ჩვენთვის მოცემული სიტყვა აქამდე არასდროს გაუტეხიათ, დარწმუნებული ვარ, დანაპირებს ამჯერადაც შეასრულებენ და 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობის გარდა, 2016 ან 2017 წელს კიდევ ერთ საინტერესო პროექტს გვანდობენ.

- ნაკრებზე გადავიდეთ - საფრანგეთთან და ფინეთთან მატჩებზე რას იტყვით?

- მსოფლიო ჩემპიონ ფრანგებთან ნათამაშები ფრე ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დასანანია, რომ ფინეთთან წავაგეთ და ქვეჯგუფში მესამე ადგილის დაკავება ვერ მოვახერხეთ. ჩვენთვის მინიმალური მიზანიც ეგ იყო და მაქსიმალურიც და რადგან ვერ შევასრულეთ, კმაყოფილი ვერავინ იქნება.

რა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზითაც არ უნდა გავიმართლოთ თავი, ფაქტია, რომ ვერ მოვიგეთ! მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის უნარი და პრეტენზია, ფინეთი საშინაო მატჩში აუცილებლად დავამარცხოთ.

- თემურ ქეცბაიას მუშაობას როგორ შეაფასებთ?

- ეს შესარჩევი ციკლი წარუმატებელი იყო, მაგრამ აშკარაა, რომ თემურმა ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შეძლო და ჩვენთან იოლად მოგებას გრანდებიც კი ვეღარ ახერხებენ. საკმარისია თუ არა ეს, ამაზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, ნაკრები ესპანეთშიც რომ ითამაშებს.

როცა მიმდინარე შესარჩევი ციკლი დამთავრდება, ბევრი რამ ამის შემდეგ გაირკვევა.

- სამწუხარო ტენდენცია გრძელდება და კიდევ უფრო გამწვავდა კონფლიქტი მწვრთნელსა და ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს შორის...

- შესაძლოა, პირადი საუბრისას მწვრთნელმა რაღაც უთხრას კიდეც ფეხბურთელს და ეს ბუნებრივია. რაგინდ მართალი იყოს, სად გინახავთ, მოსწავლე აძლევდეს შენიშვნას მასწავლებელს?! ცუდი ის არის, ეს ყველაფერი საჯარო რომ გახდა და რა დონის ფეხბურთელიც არ უნდა იყოს, არ ვამართლებ იმ მოთამაშეებს, ვისგანაც ეს წამოვიდა.

თორმეტი წელიწადი ვითამაშე ნაკრებში და როგორც არ უნდა დაძაბულიყო ურთიერთობა მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის, საჯარო განხილვის თემად თითქმის არასდროს ქცეულა. ფეხბურთელებისთვის არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ - თუ რამე პრობლემაა, არის შესაძლებლობები, ეს ყოველივე ნაკრებს შიგნით მოვაგვაროთ. როგორც კი საჯარო ხდება, მერე ამ ყველაფრის მოგვარება ძალიან რთულდება.

ცუდია, ფეხბურთელებმა ეს წესი რომ არ დაიცვეს და ამ სიტუაციაში მათ უფრო მეტად ვადანაშაულებ. ყოველ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი თემურს არ გადაუდგამს. როცა მწვრთნელს საჯაროდ ლანძღავ, ე.ი. არ გინდა არც მასთან ურთიერთობა და არც ნაკრებში თამაში...

- ბოლოს, ხიზანიშვილზეც გკითხავთ - როგორ ფიქრობთ, ზურამ ხომ არ იჩქარა? საქართველოს ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა აღარ შეეძლო?

- ზურას პირადადაც ვუთხარი, რომ არასწორად და არაპროფესიონალურად მოიქცა. როგორი ნაწყენიც არ უნდა იყოს, ავტობუსში მაინც უნდა ასულიყო.

რაც შეეხება ნაკრებიდან წასვლას, რა თქმა უნდა, იჩქარა - დარწმუნებული ვარ, ისეთი კარგი და გამოცდილი ფეხბურთელი, როგორიც ხიზანაა, 2-3 წლის განმავლობაში კიდევ დაეხმარებოდა საქართველოს ნაკრებს.

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ვისაც არ უნდა საქართველოს ნაკრებში, არავის შევეხვეწებით!

ზურაბ ხიზანიშვილი: ამ ნაკრებში ჩემი ადგილი აღარ არის

შოთა არველაძე: ვნახე ის საქართველოს ნაკრები, რასაც ველოდი

საქართველოს ნაკრები საფრანგეთ-ფინეთთან მატჩების შემდეგ: ვინ როგორ...

საქართველო-ფინეთი 0:1 - მაჩანჩალობისთვის განწირულნი [VIDEO]

საქართველო-საფრანგეთი 0:0 - ფრე, რომელიც ისტორიას დარჩება [VIDEO]

sandro
amazrzenia ukve amati mosmena, agar geyot bicho amdeni tyuili da *** gaskeleba, wadit bizia xom xedavt rom arapris *** ar gakvet sakme rom gaaketod, miecit svasac shansi rom tkveni chasvrili gamoasworos
Tamazi
აჩი არა მარტრო ხიზანამ მოაწყინა ქართველ ხალხს თავი, მათ სიაში შენი ძმაც შედის და სხვა მრავალი.რომლებიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ადგილს ბოლომდე ეპოტინებიან. მათ ნაკლებად აინტერესებთ ქართული ფეხბურთი, რაც შეეხება ხიზანას ის სხვა მინუსებთან ერთად, როცა ჩვენი ნაკრები აგებდა ,მას ეს არ ანაღვლებდა, ხიზანა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს მოგებას ულოცავდა და კოცნიდა მას ერთი სული ქონდა მაისური გაეცვალა,და ეს ხდებოდა გამწარებული გულშემატკრივის თვალწინ
durmishxan gulua
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
durmishxan gulua
მაგარი კაცი ხარ აჩი..
durmishxan gulua
აჩი მაგარი კაცი ხარ
geo
შენი ვაზელინი და ჩ.Mორი დ.EDAც....
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე
"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]
"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს
არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი