ზედიზედ მესამე დღეა, ახალგაზრდა ქართველი ათლეტები უმედლოდ არ ტოვებენ ტალინურ ფიცარნაგს
ზედიზედ მესამე დღეა, ახალგაზრდა ქართველი ათლეტები უმედლოდ არ ტოვებენ ტალინურ ფიცარნაგს.

ესტონეთის დედაქალაქი 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის პირველობას მასპინძლობს. 25 სექტემბერს 23-წლამდელებში ჩვენებურთაგან ქუთაისელმა გიორგი ლომთაძემ იასპარეზა 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

მესამე ცდაზე მან 148 კილოგრამი აიტაცა, რამაც ქართველ სპორტსმენს მცირე ოქროს მედალი მოუტანა.

146 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა ადრიან ჩისოუმ (რუმინეთი), 145 კილოგრამით მესამე იყო ალეხანდრო გონსალესი (ესპანეთი).

მართალია, ამდენივე აიტაცა იანდერ ბეითულამ (ბულგარეთი), მაგრამ იგი კონკურენტზე 0,25 გრამით მძიმე აღმოჩნდა და მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

აკვრაში ქართველი ძალოსნის ორი ცდა აღმოჩნდა შედეგიანი. საბოლოო, 180-მა კილოგრამმა ლომთაძეს მხოლოდ მეოთხე ადგილი მოუტანა. 185 კილოგრამით მცირე ოქრო ალეხანდრო გონსალესს ხვდა, რომელმაც ორჭიდშიც 330 კილოგრამით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

328 კილოგრამით მეორე ადგილზე გიორგი ლომთაძე გავიდა, 326 კილოგრამით მესამე იყო იანდერ ბეითულა. აკვრაში 181-181 კილოგრამით ვერცხლი და ბრინჯაო, შესაბამისად, ანგელოს კანავასმა (საბერძნეთი) და ბეითულამ გაინაწილეს.

27 სექტემბერს ტალინურ ფიცარნაგზე 105 და +105 კილოგრამი წონითი კატეგორიის ძალოსნები გავლენ. ქართველთაგან ვილიამინ ალექსიძე (აჭარა) და ლაშა ტალახაძე (საჩხერე) იბრძოლებენ მედლებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილამ" ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა - ინტერვიუ
17-წლამდელებმა ბელორუსის ნაკრებთან მეორე მატჩიც დათმეს
ევროპის ჩემპიონატი: რამინ შამილაშვილი ორჭიდში მერვეა
U17. საქართველო-ყირგიზეთი 7:1 - დაუნდობლები [VIDEO]
ძალოსნობა: უფროსები სპლიტში, ჭაბუკები ბანგკოკში
სამი ლიცენზია და ოპტიმისტური განწყობა - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან