ცერემონიალს საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ
სანაკრებო ბაზა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვლმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნეს. ოფიციალურ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

ლადო ვარძელაშვილმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს, ბერნარ ლაპასეს, რაგბის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს ჟან კლოდ ბაკეს და რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს მარკ იგანს დაათვალიერებინა "შევარდენის" სარაგბო ბაზა, რომელიც მოიცავს როგორც ხელოვნურ, ასევე ბუნებრივ საფარიან მოედნებს და ადმინისტრაციულ შენობას.

აღსანიშნავია, რომ უცხოელმა სტუმრებმა საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ სარაგბო ბაზას მაღალი შეფასება მისცეს. რაგბის ბაზის გახსნის ცერემონიალის პარალელურად, საუბარი გაიმართა სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტების ფარგლებში იგეგმება. ასევე, საუბარი შეეხებოდა ერთ-ერთ პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2011 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება იგეგმება.

საერთაშორისო სარაგბო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს პირობა მისცეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაგბის განვითარება საქართველოში ამ ტემპებით გაგრძელდება, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება და უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში "შევარდენის" ანალოგიური 19 ბაზის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული ბაზების მშენებლობა 2012 წელს დასრულდება და 19 ბაზიდან 12 თბილისში, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა რეგიონებში აშენდება.

”ინტერპრესნიუსი”

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა