ტოკიოს ფინალი ჩეხურ-გერმანული იქნება
ტოკიოს ტურნირის ნახევარფინალისტებიდან მხოლოდ ვინუს უილიამსს არ გააჩნია კონკრეტული მიზანი სეზონის დარჩენილი ნაწილში, დანარჩენი სამი ნახევარფინალისტი კი WTA-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად იბრძვის და მათთვის ნებისმიერ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. პეტრა კვიტოვა ამ ტურნირის წინ მეშვიდე ადგილზე იყო ჩემპიონთა რბოლაში, ანჟელიკ კერბერი და კაროლინ ვოზნიაცკი კი მე-12 და მე-14 ადგილზე იმყოფებოდნენ. ფინალში გასვლა რომელიმე მათგანს ამ რეიტინგში მეათე ადგილზე გადასვლის საშუალებას მისცემდა.

პირველები კორტზე უილიამსი და კვიტოვა გავიდნენ. მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარი იყო - 1:1. წინა დღე მათთვის ურთულესი გამოდგა - უილიამსმა სამსაათიანი მატჩი ჩაატარა ეჟენი ბუშარის წინააღმდეგ, კვიტოვას კი ორი მატჩის თამაში მოუწია.

ვეტერანი ამერიკელი ნახევარფინალის სტარტზე უფრო მხნედ გამოიყურებოდა. მან მაშინვე მოახერხა ბრეიკით დაწინაურება. ჩეხმა მეტოქე შორს არ გაუშვა და მალე გაათანაბრა სიტუაცია, თუმცა ამისთვის ბევრი ენერგიის დახარჯვა მოუწია. სათამაშო უპირატესობას მაინც ამერიკელი ფლობდა - მან პირველ სეტში ცხრა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, აქედან შვიდი ჩეხმა მოიგერია, მაგრამ დანარჩენ ორზე შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ, ვინუსმა საკმაოდ სწრაფად გაიფორმა მოგება პირველ პარტიაში.

მეორე სეტის სტარტზე კვიტოვამ მოახერხა თამაშის მომატება. მიღებაზე მისმა რამდენიმე დარტყმამ მიზანს მიაღწია და ის პირველად გავიდა წინ ბრეიკით. პირველი პარტიისგან განსხვავებით, ამჯერად უილიამსს მიღებაზე თამაში არ გამოსდიოდა და საპასუხო ბრეიკი არ შედგა, რითაც გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე სეტის თამაში გახდა საჭირო.

გადამწყვეტ პარტიაში თანაბარი თამაში გაჩაღდა. იყო ბევრი დაძაბული გეიმი, რომლებშიც ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტების მოგერიება უწევდათ. უფრო მეტი სირთულის გადატანა კვიტოვას მოუწია - მან ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. საერთოდ, ორი დღის განმავლობაში ჩეხმა 22 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა და მხოლოდ ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება - ორივე უილიამსთან მატჩის პირველ სეტში.

ყველაფერი მე-13 გეიმში გადაწყდა, სადაც კვიტოვა უკვე აღარ ცდებოდა, ვინუსი კი, პირიქით, მეტოქეს ეხმარებოდა. ამან ის გამოწვია, რომ პეტრამ ექვსმაგი მატჩბოლი მოიპოვა და მესამე ცდაზე მიაღწია მიზანს - 3:6, 6:3, 7:6(2).

მეორე ნახევარფინალის მეტოქეები - კაროლინ ვოზნიაცკი და ანჟელიკ კერბერი კარგად იცნობენ ერთმანეთს. სხვათა შორის, წელს ისინი მეორე თამაშობდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ტურნირის ნახევარფინალში - ინდიან უელსში დაძაბული სამსეტიანი მატჩი დანიელმა მოიგო.

ამჯერად, კერბერმა უკეთ დაიწყო მატჩი და ძალიან სწრაფად სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 5:1. მაგრამ, სულ მალე ვოზნიაცკიმ მეტოქეს დაანახა, რომ ასე იოლად არ დათმობდა ფინალის საგზურს. მან მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, თუმცა გერმანელმა მოახერხა მეორე ცდიდან სეტზე ჩაწოდება.

მეორე სეტი უფრო შინაარსიანი აღმოჩნდა. პირველმა ბრეიკით წინ გასვლა ვოზნიაცკიმ მოახერხა, მაგრამ კერბერმა მაშინვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ, კაროლინს ორი დაფარული სეტბოლი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ანჟელიკმა შესანიშნავად მოიგერია საფრთხე. პარტია კანონზომიერად ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ გერმანელს რამდენიმე შესანიშნავი შეტევა ჰქონდა, რითაც ოთხმაგი მატჩბოლი მიიღო. ვოზნიაცკი დანებებას არ აპირებდა და აქტიური თამაშის ხარჯზე სამი მატჩბოლი მოიგერია. რჩებოდა კიდევ ერთი ბურთი მის მოწოდებაზე, მაგრამ ამ დროს სკანდინავიელი ბექჰენდმა დააღალატა - 4:6, 6:7)5).

საინტერესოა, რომ ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ცაცია მოთამაშეები. ასეთი რამ ქალთა ჩოგბურთში ბოლოს 2009 წელს მოხდა, როცა კვებეკის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მელინდა ჩინკი და ლუსი საფაროვა შეხვდნენ.

Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/2 ფინალი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-ვინუს უილიამსი (აშშ) 3:6, 6:3, 7:6(2); ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4) 6:4, 7:6(5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტოკიოში ვიქტორია აზარენკას აგნიეშკა რადვანსკაც მიჰყვა

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
პეტრა კვიტოვა ფენომენალური იყო
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა დაჭრეს
საფრანგეთის ღია პირველობა: კვიტოვას ორი ნული
კაროლინ ვოზნიაცკის თამაშის დროს თავს მფრინავი ჭიანჭველები დაესხნენ [VIDEO]
კაროლინ ვოზნიაცკიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო
დიდი სლემის ფინალის შემდეგ ჰალეპი საავადმყოფოში მოხვდა
Australian Open. დღე პირველი: რაფაელ ნადალმა შესანიშნავად დაიწყო [VIDEO]
პეტრა კვიტოვას საშობაო საჩუქარი
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
დაჭრილ პეტრა კვიტოვას სამი თვე გაუცდება
ლონდონის ტურნირი დაჯგუფებულია
უიმბლდონი. II დღე: კერბერს ცოტა გაუჭირდა
ვოზნიაცკიმ ნავსი გატეხა
ანჟელიკ კერბერმა ვინუს უილიამსი "დღის საუკეთესო დარტყმით" შეაჩერა [VIDEO]
უიმბლდონი: ვინუს უილიამსის მეცხრე ფინალი
"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]
ვინუს უილიამში დიდ შარში გაეხვია
ცინცინატის ქალთა ტურნირზე დიდი ბრძოლები გველოდება
ფული ამტკიცებს: სქესთა თანასწორობა სპორტში - მითია
უიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება