გამოცდილ მწვრთნელს მსოფლიოს ჩემპიონატში ქართველი ფალავნების ასპარეზობის შეფასება ვთხოვეთ, თუმცა გაცილებით მწვავე თემებზე მოგვიწია საუბარმა
თავისუფალი ჭიდაობის ღვაწლმოსილ სპეციალისტს ნუგზარ სხირელს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი ოთხი ათეული წელია გორის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზს ხელმძღვანელობს, შარშანდლამდე თითქმის ოცი წელიწადი კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში.

მის მიერ აღზრდილ უამრავ ფალავანს ქვეყნისთვის სახელი და დიდება მოუტანია.

ბატონი ნუგზარი ერთი წელიწადია ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს, თუმცა გორის დარბაზში განაგრძობს მუშაობას. მისმა შეგირდებმა წლეულსაც წარმატებით იასპარეზეს შინ თუ გარეთ.

სხირელი ახლახან ბუდაპეშტი გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ახლდა საქართველოს ნაკრებს, სადაც ჩვენი გუნდი წარმატებით გამოვიდა. ერთადერთი მედალი მისმა პირადმა შეგირდმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

გამოცდილ მწვრთნელს ქართველი ფალავნების ასპარეზობის შეფასება ვთხოვეთ, თუმცა გაცილებით მწვავე თემებზე მოგვიწია საუბარმა.

- ბატონო ნუგზარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესახებ საუბრით დავიწყოთ...

- გულდასაწყვეტია, რომ ბუდაპეშტში ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი, რომელთაც შარშან ოლიმპიურ თამაშებზე და წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს, ამჯერად საერთოდ ვერ დადგნენ კვარცხლბეკზე. არადა, შეკრებაზე ისინიც და ნაკრების ყველა წევრი დიდი მონდომებით ემზადებოდა.

სხვა საკითხია, რამდენად სწორად ემზადებოდნენ, თორემ ჩემი აზრით, მონდომება ნამდვილად არ აკლდათ.

- რას გულისხმობთ, სავარჯიშო პროცესი, თქვენი აზრით, არასწორად წარიმართა?

- მიმაჩნია, რომ რეზო მინდორაშვილი ტიტულოვანი სპორტსმენი და კარგი მწვრთნელია, მაგრამ მას გვერდით დაუყენეს გამოუცდელი, არაკვალიფიციური თანაშემწეები. მინდორაშვილი, როგორც მწვრთნელი, ამ ეტაპზე გამოცდილი სპეციალისტის გვერდში დგომას საჭიროებს.

- ნაკრების დასკვნით შეკრებას სრულად ბორჯომში საკუთარი ინიციატივით დაესწარით?

- ერთხელ დასკვნით შეკრებამდეც ვიყავი. ორჯერვე საკუთარი სურვილით. ჯერ კიდევ ივნისში, როცა საქართველოს თასზე გორის დარბაზის ათამდე წარმომადგენელი დადგა კვარცხლბეკზე, მათ შორის ჩემი შეგირდები ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი სულაც ნაკრების ლიდერები არიან, თავად გამოვთქვი სურვილი შეკრებაზე წავსულიყავი.

რასაკვირველია, ანაზღაურება არ მომითხოვია, თუმცა მინდოდა შეკრებაზე ჩემს ყოფნას ოფიციალური სახე მისცემოდა და მიტმასნილად არ მეგრძნო თავი. ტელეფონით შევუთანხმდი მინდორაშვილს და ჩავედი ბორჯომში. მეორე დღეს კურტანიძე ჩამოვიდა, არც მომსალმებია, ისე იქცეოდა, თითქოს საერთოდ არ დავუნახივარ. სადილობისას მწვრთნელებთან ერთადაც კი არ დამსვეს. მეორე დღესვე დავტოვე იქაურობა.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებაზე კი ისევ მინდორაშვილთან შეთანხმებით და უკვე სიაში ოფიციალურად ვიყავი დაფიქსირებული. აი, მაშინ კი ვიგრძენი, რომ ზედმეტი არ ვყოფილვარ. მეტიც, რეზომ მითხრა: ნუგზარ მასწ, თქვენი აქ ყოფნა უდავოდ სასურველიაო.

- ფედერაციის ახალ პრეზიდენტთან თქვენი ურთიერთობა თავიდანვე ვერ აეწყო. რატომ?

- არა მხოლოდ ჩემთან, მას ჭიდაობის სამყაროს ბევრ წარმომადგენელთან აქვს ცუდი ურთიერთობა და უკმაყოფილოთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს.

თავიდანვე მწვრთნელთა შეცვლის პროცესი სამივე (დიდები, ახალგაზრდები, ჭაბუკები) ნაკრებში ძალიან ცუდად განხორციელდა. რა საჭირო იყო მწვრთნელთა მასობრივი დათხოვნა? ან გაშვების ის ფორმა მისაღებია, რასაც მან მიმართა? ისე მოგვიშორეს თითქოს ქართული სპორტისთვის, ქვეყნისთვის ელემენტარული დამსახურებაც კი არ მიგვიძღვოდა - ერთი მადლობაც დაენანათ!

მაშინ ლუკა კურტანიძის მომხრეები ამბობდნენ: ხომ აქვს პრეზიდენტს უფლება, რომ თავისი გუნდით მოვიდეს. ჰოდა, მას ახალი მწვრთნელების მოყვანა, მოვალეობის შემსრულებლებად მათი დანიშვნა უნდაო.

კი ბატონო, მოვიდეს, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ვაკანსია არ იყო? ფედერაციის პრეზიდიუმს არ გაუთავისუფლებია ძველი მწვრთნელები და ახლებს ვის ადგილებზე ნიშნავ?

- პრეზიდიუმს რომ მიეღო გადაწყვეტილება თქვენი გათავისუფლების თაობაზე, საწინააღმდეგო გექნებოდათ?

- პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას ულაპარაკოდ დავემორჩილებოდი, მაშინაც და ახლაც. ამდენ ხანს ვიბრძვი სწორედ იმისთვის, რომ კანონიერად მიღებული გადაწყვეტილება დავინახო, თუმცა საკითხის პრეზიდიუმზე განხილვასაც ვერ დააყენეს საშველი.

სიმართლე გითხრათ, სულაც აღარ მაქვს სურვილი, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიმუშაო, რადგან საუბედუროდ, ეს ნაკრები საერთოდაც დაშლილია და ამას დრო გვიჩვენებს, საჭიდაო სამყარო თვალნათლივ დაინახავს ყველაფერს!

- ლუკა კურტანიძე ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე თქვენ არ შეგხვედრიათ?

- საქმეც ისაა, რომ შემხვდა და ამ შეხვედრაზე ნათქვამი სიტყვა გატეხა. იგი აქ, გორის დარბაზში იყო ჩამოსული. ვუთხარი, რომ მწვრთნელად არ დავბადებულვარ და ცხადია, სიცოცხლის ბოლომდეც არ ვაპირებდი ახალგაზრდულ ნაკრებში დარჩენას.

სურვილი მქონდა ორი წელიწადი კიდევ მემუშავა ნაკრებში, დავასრულებინებდი ჩემს პირად შეგირდს გენო პეტრიაშვილს ახალგაზრდებს შორის ასპარეზობას და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე წავიდოდი. პარალელურად, ჩემს წასვლამდე ვთავაზობდი, რომ დაგვენიშნა თანაშემწე, რომელსაც ამ ორ წელიწადში გადავცემდი მთელ ჩემს გამოცდილებას და დავემშვიდობებოდი ყველას.

დამთანხმდა, ხელი ჩამომართვა, დიდი პატივისცემით დამემშვიდობა, მაგრამ არჩევნების შემდეგ საპირისპირო რამ გააკეთა - ადგა და ყველა ასე უბრალოდ მოგვიშორა!

არადა, რა შეუსრულებელი სჭირდა მასთან შეხვედრისას დაფიქსირებულ პოზიციას? ან ეს რა იყო, რომ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებ გუნდებში მთავარი მწვრთნელები კი შეცვალა, მაგრამ ყოფილ მწვრთნელებს ნაკრებებში კონსულტანტის სტატუსები დაუტოვა და ხელფასებიც შეუნარჩუნა, თავისუფალ ჭიდაობაში კი ყველა გამოგვყარა?! იქნებ, ჩემ მიერ გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებს რომ სისტემატიურად ჰქონდა წარმატებები, ეს არ იცოდა ვინმემ საჭიდაო სამყაროში?

არავის დაავიწყდეს, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1994 წლიდან რომ ვიყავი და მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი წელიწადი გვქონდა ხელფასი და პრემია. ამდენ ხანს ჯამაგირის გარეშე ვხელმძღვანელობდი ახალგაზრდების გუნდს!

ერთხელ შეკრებისთვის თანხა ვერ გამოინახა და ჩემი საკუთარი 800 დოლარი ჩავიტანე თბილისში, რათა იგი არ ჩაშლილიყო. თანხას დაგიბრუნებთო, თუმცა არავის დაუბრუნებია. ხშირად გორის დარბაზის ანაზღაურებასაც კი ნაკრების პრობლემების მოსაგვარებლად გორიდან თბილისში სიარულს ვახმარდი.

ახლა გაუჩნდა ყველას ერთდროულად მწვრთნელობის ამბიცია, ცარიელ ენთუზიაზმზე მუშაობა რომ დამთავრდა?!

სხვათა შორის, წლეულს ზოგიერთი ვაიმწვრთნელები ცდილობდნენ ჩემთვის ის ესწავლებინათ, თუ სად და როდის მეჭიდავებინა ჩემი მოსწავლე გენო პეტრიაშვილი. ჯერ ერთმა მითხრა, საქართველოს ახალგაზრდული პირველობა არ აჭიდავო, დიდების ნაკრებში გვჭირდებაო, მოგვიანებით მეორემ, დიდების საქართველოს თასზე არ აჭიდავო, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვერ გამოვაო.

სადაც საჭირო იყო, ყველაგან ვაჭიდავე პეტრიაშვილი და იგი ახალგაზრდებს შორის როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! დიდებში კი 19 წლის ბიჭმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ახლაც ვერ დაინახეს, რომ მართალი ვიყავი? ხაზგასმით ვამბობ, რომ ნაკრების მწვრთნელები იქნებიან, თუ ფედერაციის პრეზიდენტი, ყველამ პატივი უნდა სცეს მოჭიდავის პირადი მწვრთნელის მოსაზრებას.

- როგორც ახალგაზრდების, ისე დიდების მსოფლიოს ჩემპიონატებზე თქვენც ახლდით საკუთარ შეგირდებს ხინჩეგაშვილს და პეტრიაშვილს. ვიცით, რომ მათთან სეკუნდანტობის საშუალება არ მოგეცათ...

- არც ერთგან ამის საშუალება არ მომცემია. ბოლოს, დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზე კურტანიძემ რომ დამინახა, როგორ დავდიოდი ტრიბუნიდან ტრიბუნაზე, რომ ბიჭებისთვის მეკარნახა - შემომთავაზა გენოს მეორე სეკუნდანტობა. დამსვეს კიდეც, მაგრამ შორს.

დარწმუნებული ვარ, პეტრიაშვილის შეხვედრაში გაცალოვთან, პირველი სეკუნდანტის პოციზიაზე თუ ვიქნებოდი, ჩემი კარნახით ჩვენი ფალავანი იმ შეცდომას არ დაუშვებდა, რითაც წააგო და ბრინჯაოზე მაღალი ხარისხის მედალი გვექნებოდა.

სხვათა შორის, ორივე შეჯიბრებაზე ჩემს დაფინანსებაზე ფედერაციამ უარი თქვა და ორივეგან საკუთარი ხარჯით წავედი.

- ფედერაციამ რა მიზეზით გითხრათ უარი დაფინანსებაზე?

- საქართველოს თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, დარბაზშივე მე ლუკა კურტანიძეს პირადად ვუთხარი, რომ სურვილი მქონდა გენო პეტრიაშვილს ახალგაზდებს შორის ევროპის ჩემპიონატზე გავყოლოდი. მან მითხრა, რომ კონტინენტის ჩემპიონატზე ვეღარ მოესწრებოდა საბუთების მოწესრიგება, მაგრამ თანმხლებ პირს ჩემი თანდასწრებით სთხოვა ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ჩემთვის საბუთების მომზადება. თუმცა რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, სიიდან თქვენი გვარი სპორტის მინისტრმა ამოიღოო.

ამის შემდეგ დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზეც ჯერ დამპირდნენ, მაგრამ ბოლოს ისევ ჩემი ხარჯით წავედი. არადა, იქ არაერთი ისეთი ადამიანი ვნახე ჭიდაობის ფედერაციიდან დაფინანსებული, რომ არათუ ფედერაციასთან, ჭიდაობასთან საერთოდ შეხება არა აქვთ!

- სპორტის მინისტრთან თქვენი იგნორირების შესახებ ინფორმაცია არ გადაგიმოწმებიათ?

- გადავამოწმე და ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჩემი მოტყუების გამო ბატონ ლევან ყიფიანთან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

მას მსოფლიოს ჩემპიონატის დასასრულს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად შევხვდი. ვუთხარი, რომ ჭიდაობიდან ჩემი ერთადერთი შემოსავალი გორის დარბაზის ხელმძღვანელობისთვის ხელფასი თვეში 500 ლარია. მე კი ორივე მსოფლიოს ჩემპიონატზე (ახალგაზრდები, დიდები) წასასვლელად საკუთარი იმდენი თანხა დავხარჯე, რაც მთელ წელიწადში უნდა მიმეღო და რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი, მშრალზე დავრჩებოდი.

მათ გაუკვირდათ, რატომ მიწევდა ამ შეჯიბრებებზე საკუთარი ხარჯით გამგზავრება. ბატონ ლევანს ვუთხარი, ჩემი სიიდან ამოღების რა მიზეზიც მითხრეს ფედერაციიდან. მან თქვა: "როგორც ჩემთვის ცნობილია, ფედერაციას აქვს საკმარისი ბიუჯეტი, რათა თქვენც და თუ საჭიროა, სხვა მწვრთნელებიც იახლოს ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე".

მეტიც, მინისტრმა ისიც დასძინა, რომ თუ რამეზე სხვისგან ნაწყენი ვიყავი, თავად მთავაზობდა მეგობრობას და თანამშრომლობას.

- უთანხმოებებიდან გამომდინარე, ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას გამორიცხავთ?

- როგორ გამოვრიცხო, როცა ამდენი პირადი შეგირდი სხვადასხვა ნაკრებში ასპარეზობს და ესოდენ წარმატებულ გორის ჭიდაობის დარბაზსაც ვხელმძღვანელობ. დარწმუნებული ვარ, ჯერაც შემიძლია ბევრი რამ გავაკეთო, მაგრამ საამისოდ მხოლოდ ჩემი სურვილი არ კმარა და კარგი იქნება, ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვა და საქმე ერთმანეთს პასუხობდეს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუკა კურტანიძე: ნაკრების მუშაობაში ჩარევა აუცილებლობად მიმაჩნია

შრომა, მონდომება, ხასიათი - რაც ბიჭებს აკლდათ, რევაზ მინდორაშვილის აზრით

ქართველ მოჭიდავეთა კრახი მსოფლიოს ჩემპიონატზე

მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა

mopereba@mail.ru
სამარცხვინო ხარ კურტანიძევ!!ნამდვილი არაკაცი.სულში მხოლოდ ბოღმა და შხამი გქონია
ჭაბუკი
კურტანიძეს ბოღმა ერევა პრინციპულობაში და მიტო უჭირს
damangreveli
კურტანიძე როგორც სპორცმენი, კარგი იყო, მაგრამ როგორც პიროვნება ნაგავია და ეს უკვე დაუმტკიცა მთელ საქართველოს. ის ნამდვილათ ღირსი არ არის, რომ პრეზიდენტი იყოს.
davidbe
აეეე,ეს რეები ხდება თურმე,კურტანიძე მართლა გასაგდებია სასწრაფოდ!!!!სხირელის და ამნაირი ბუმბერაზი ხალხის არ დავიჯეროთ და აბა ვისი დავიჯეროთ?! ბატონ ნუგზარს მეც ვეთანხმები,რო 2-0-ზე გაცალოვთან ის მოუმზადებელი ტრიალი რატო იყო აუცილებელი გასაკეთებელი??!სეკუნდანტი უნდა გენოსნაირ გამოუცდელს,აბა ვის უნდა?!მაგათ კისერზეა პეტრიაშვილის დაკარგული ფინალიც და ბევრი სხვაც!!!პატარებშიც რა ხდებაო?!ხმა ამოიღEთ ყველამ სანამ დროაააა!!!!
Dato
ვინც ამ კაცის ღვაწლს და ამაგს არ დააფასებს ჩოქბჯენში იყოს მთელი ცხოვრება!!!
braumgantren
კურტანიძე შე ბოთე!
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ნუგზარ სხირელი: ლადოს ახალ წონაში ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადება მაფიქრებს
"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია
ბოლომდე მოგყვები, ოლიმპიურ ჩემპიონობამდეო - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
ლადოს მიზანდასახულობა და გენოს ტვირთი - ინტერვიუ ნუგზარ სხირელთან
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]