თბილისის "დინამო" მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე შვედური "გეფლე" იქნება...

ფლორა (ტალინი, ესტონეთი)-დინამო (თბილისი, საქართველო) 0:0 (1:2)

8 ივლისი. ტალინი. ლე კოკ არენა

ფლორა: მეერიტსი, ალლასი, პალატუ, კამსი, იურგენსონი, იახიმოვიჩი, მინკენენი (74. ალიკუ), კაზიმირი, კონსა, ლუტსი, დუპიკოვი (46. პოსტი).

სათადარიგოები: ფროლოვი, ტაარი, ვეისი, პალმი, ბეგლარიშვილი.

დინამო: ლორია, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე, ჯუისი, კოშკაძე, ედნილსონი, თექთუმანიძე (90+3. გიორგი გველესიანი), კახელიშვილი, რობერტინიო (85. ლექვთაძე), ვაწაძე (72. მეტრეველი).

სათადარიგოები: შეყრილაძე, მამუჩიშვილი, ლექვთაძე.

გაფრთხილებები: კაზიმირი (21), კამსი (28)

არბიტრი: ი. მოისეიჩუკი (უკრაინა)

აღსანიშნავია, რომ თბილისის "დინამოს" სათადარიგოთა სკამზე სულ ხუთი ფეხბურთელი იჯდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 18-კაციანი განაცხადიც ვერ შეივსო. როგორც შევიტყვეთ, ფრანგულმა კლუბმა "ლე მანმა" თბილისის "დინამოს" გაბონის ნაკრების მეკარე დიდიე ოვონოს ტრანსფერისთვის განკუთვნილი 700 ათასი ევრო დღემდე არ ჩაურიცხა და ეტყობა, ამით არის გამოწვეული ფინანსური პრობლემები, რაზეც დიდი ხანია ლაპარაკობენ...

იძულებულნი ვართ, დავეყრდნოთ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ მიმოხილვას. იქიდან კი ირკვევა, რომ თბილისელები ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე საკმაოდ დიდი ბრძოლითა და ნერვების წყვეტით გავიდნენ.

მატჩი "დინამოს" შეტევითა და ედნილსონის უშედეგო დარტყმით დაიწყო. უშედეგო აღმოჩნდა ალეკო კოშკაძის მიერ შეასრულებული საჯარიმო დარტყმაც. მე-7 წუთზე მასპინძლებმაც შეუტიეს. ლევან ხმალაძემ ესტონელი ფეხბურთელი მოცელა, საჯარიმო სიიმ ლუტსმა შეასრულა და მეკარე გიორგი ლორიამ "დინამო" პირველად გადაარჩინა. ისე ჩანს, თითქოს ტალინში გიორგიმ კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, რადგან მისი კარგი თამაში რამდენჯერმე აღნიშნეს: ერთ წუთში მან სტუმრები ოლივერ კონსას დარტყმის შემდეგ გადაარჩინა, 41-ე წუთზე კი ალექსეი იახიმოვიჩს არ მისცა ანგარიშის გახსნის საშუალება.

"დინამომ" პირველი სახიფათო მომენტი მე-10 წუთზე შექმნა: "ფლორას" კარში დონალდ ჯუისმა დაარტყა და ამჯერად კარგი რეაქცია მასპინძლების მეკარე მარკო მეერიტსმა გამოავლინა. ოთხ წუთშიც ჯუისმა ააცილა მიზანს. მე-19 წუთზე კი ედნილსონის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კარში გზავნიდა კოშკაძე, მაგრამ ესეც უშედეგო მცდელობა აღმოჩნდა. მალე ისევ კოშკაძემ იმარჯვა, საჯარიმო ჯუისს გაუთამაშა, მაგრამ ამ უკანასკნელმა კვლავ უზუსტოდ დაარტყა.

"დინამოს" მეკარეს ჯაფა არც მეორე ტაიმში აკლდა: 52-ე წუთზე ესტონელთა მწვავე შეტევას მარკუს იურგენსონი აგვირგვინებდა და ლორიამ თავისიანები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

კახა კაჭარავას შეგირდებს კი რეალური საგოლე მომენტი 59-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ჯუისის დარტყმას მეერიტსი გადაეღობა. აღსანიშნავია გიორგი თექთურმანიძის შეტევაც.

62-ე წუთზე რობერტინიო დაჯარიმდა, სიქსტენ კაზიმირის დარტყმა სახიფათო გამოდგა - დინამოელთა მორიგი მადლობა ლორიას! მეკარემ "დინამო" 75-ე და 79-ე წუთებზეც გადაარჩინა და ორივეჯერ - ლუტსის გარღვევების შემდეგ.

ოთხი წუთის განმავლობაში "ფლორამ" სამჯერ მოაწოდა კუთხური, მასპინძლები ბოლო ძალებით უტევდნენ. ამ დროს, კონტრშეტევაზე ტალინელების დასჯა ჯუისს შეეძლო, მაგრამ "ფლორას" მეკარემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

საბოლოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა და შემდეგ წრეში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გავიდა. მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე იქნება შვედური "გეფლე", რომელმაც ორი მატჩის ჯამში ტურნირიდან ფარერული "რუნავიკი" ("დინამოს" ძველი ნაცნობი) გააგდო - 2:0, 2:1.

ბუნებრივია, "დინამოს" გამარჯვება და შემდეგ წრეში გასვლა უნდა მივულოცოთ, მაგრამ ესეც სათქმელია - ქართული ფეხბურთის დონე ისე დაეცა, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს ესტონეთის გუნდთან ორი მატჩის ჯამში გამარჯვება ძალიან გაუჭირდა.

irakli
დინამო მკვდარია!!!
giorgi buachidze
გეფლეს დამარცხებაც შეიძლება,ნორმალური გუნდია,მე-11 ადგილზეა შვედეთის ჩემპიონატში და მგონი შანსიც გვაქვს,თან მეორე თამაში თბილისშია,თუ არ ვცდები.რობერტინიოს იმედი მაქვს :D
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა