საქართველოს ჩემპიონატი. IV ტური
გასულ ტურში "ჯიქებთან" ნაწვნევი მოულოდნელი მარცხის შემდეგ "არმაზს" აღარ ჰქონდა შეცდომის დაშვების უფლება და დავით ვართანიანის გაწვრთნილი გუნდი სრული კონცენტრაციით შეხვდა ბოლნისის "ყოჩებთან" გასამართ საშინაო მატჩს.

შეხვედრა ბოლნისელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნის მშვენიერი შესაძლებლობაც მიიღეს.

მე-5 წუთზე შავლეგ მახარაშვილის მიერ მეტოქის ზურგში დაკიდებულ აბრაგანს ადგილზე დახვდა ალეკო ხუციშვილი, რომელმაც ბადრი ლიპარტელიანს არაზუსტად უპასა. "ყოჩების" ერთბაშად სამი მოთამაშე წავიდა ბურთის დასაუფლებლად, თუმცა მასპინძელთა 19 წლის გარემარბმა იმარჯვა და ბურთი შეინარჩუნა.

საპასუხოდ "არმაზმა" მშვენიერი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც სტუმრებმა საკუთარ ნახევარზე წესების დარღვევით შეაჩერეს. მასპინძელთა მგეზავმა დავით კიკნაძემ ზუსტი საჯარიმო დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა - 3:0.

"ყოჩები" ანგარიშში ჩამორჩენამ არ დააბნია, პირიქით, გააორმაგა ზეწოლა და სრულ ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა.

"არმაზი" გაჭირვებით იგერიებდა სტუმართა იერიშებს. ერთ მომენტში რაკში ბურთი მოიპარა ირაკლი აბუსერიძემ და მშვენიერი დარტყმით აუტშიც გადაიტანა, თუმცა ბოლნისელებმა სწრაფად გაათამაშეს სტანდარტული მდგომარეობა, ფულბეკმა მახარაშვილმა ცრუ მოძრაობით იოლად აუარა გვერდი რამდენიმე მეტოქეს და გადამწყვეტ მომენტში დროულად გადააწოდა რატი ხუციშვილს, რომელსაც აღარ გასჭირვებია ლელოს გატანა - 5:3.

"არმაზმა" დროულად იგრძნო საშიშროება და ტემპს უმატა. არმაზელები უარს ამბობდნენ ხელსაყრელი პოზიციებიდან საჯარიმოების კარში დარტყმაზე და ჯიუტად ლელოზე თამაშობდნენ, რაც დაუფასდათ.

27-ე წუთზე "აბუმ" სწრაფად გაათამაშა მორიგი საჯარიმო და მაღალი სისწრაფით ვილი კაიფაჯიანს "შეაყოლა" ბურთი, რომელმაც გადალახა დამცველთა წინააღმდეგობა და ძელებს შუა საპასუხო ლელო გაიტანა.

კიკნაძემ გარდასახა - 10:5. პირველი ტაიმის დარჩენილ მცირე დროში შეხვედრის ირლანდიელმა არბიტრმა გარი ქონვეიმ ორივე გუნდის თითო-თითო მორკინალი გაასინბინა რაკში არასწორი თამაშისთვის.

მატჩის მეორე ნახევრის სტარტზე "ყოჩებმა" გაცილებით უფრო აგრესიულად შეუტია და 10-წუთიან ინტერვალში ფეხჩუბინმა თემურ სოხაძემ ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმით კვლავ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი - 10:11.

მე-60 წუთზე გუნდებმა მეტოქეთა კართა მიმართულებით თითო-თითო შედეგიანი დარტყმა გაცვალეს და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბოლნისელები მორიგ სენსაციას გამოაცხობდნენ.

თუმცა ასე არ ფიქრობდა დავით კიკნაძე, რომელმაც ძირითადი დროის დასრულებამდე 14 წუთით ადრე ირაკლი აბუსერიძის სწრაფი პასი შეირგო და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა, გარდასახვაც იოლად გაიტანა და "არმაზს" 6-ქულიანი უპირატესობა დაუბევა - 20:14.

სათამაშო დრო ნელ-ნელა იწურებოდა, "ყოჩებს" უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და ისინიც თავგანწირულ იერიშებზე გადავიდნენ, მეტოქის ნახევარზე მოპოვებული საჯარიმო რატომღაც კარში არ დაარტყეს და კიდეზე გადატანა გადაწყვიტეს.

თუმცა სოხაძემ ეს ხეირიანად ვერ მოახერხა, რისთვისაც მეტოქემ "ყოჩები" მყისიერად დასაჯა. ორიოდ წუთში კიკნაძემ შორი დისტანციიდან კიდევ ერთხელ დაარტყა შედეგიანად მეტოქის კარისაკენ და უფრო სოლიდური გახადა სხვაობა - 23:14.

დარჩენილ 9 წუთში სტუმრებმა მეტოქეს მხოლოდ ერთი ზუსტი საჯარიმოთი უპასუხეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს - 17:23.

არმაზი-ყოჩები 23:17

არმაზი (15-9) ნიკოლავა, ა. ხუციშვილი (სირაძე 63), მაჩხანელი, კაიფაჯიანი (ბროძელი 47), ლიპარტელიანი, კიკნაძე, აბუსერიძე (მისრიაშვილი 70); (1-8) ბეჟიაშვილი (ბუკია 47), თაგაური, მარგველიანი (ჯიბლაძე 67), კანდელაკი, არჩუაშვილი, გიგაური (ჩხაიძე 50), მინაშვილი, სოსელია;

2ლ: კაიფაჯიანი, კიკნაძე; 2გ3ს: კიკნაძე

სინბინი: არჩუაშვილი, თაგაური;

ბოლნისი-ყოჩები (15-9) მახარაშვილი, გოგოლაშვილი, რ. ხუციშვილი, ქუშაშვილი (გაბუნია 67), ხარშილაძე (კ. მახარაშვილი 67), სოხაძე, ბეგაძე; (1-8) გოგიშვილი (ესაკია 70ს), ხიდეშელი (ცუცქირიძე 56), შენგელია (ჯინჭარაძე 53), მეტრეველი (წიკლაური 46ს), გრძელიშვილი, აფციაური, ტყეშელიაძე, ჩხიკვაძე

ლ: ხუციშვილი; 4ს: სოხაძე

სინბინი: გოგიშვილი, აფციაური;

მსაჯი: გარი ქონვეი (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია - მეოთხედ!
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია