გუნდების დაკომპლექტება გრძელდება
როგორც Yahoo! Sports-ი იტყობინება, "მაიამი ჰიტის" მთავარი მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა სულ მალე ახალ, მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს თავის ამჟამინდელ კლუბთან.

ვარაუდობენ, რომ გარიგების შესახებ ოფიციალურად "ჰიტის" საწვრთნელი ბანაკის გახსნის წინ გამოაცხადებენ. ფლორიდული კლუბი შეკრებას ბაჰამის კუნძულებზე გაივლის.

42 წლის სპეციალისტი ხუთი წელია ავარჯიშებს "მაიამის". ამ დროის განმავლობაში მან სამჯერ გაიყვანა გუნდი NBA-ს ფინალში და ორჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული.

ამასობაში "მაიამის" ყოფილი ფორვარდი ჯუვან ჰოვარდი სპოელსტრას თანაშემწე გახდა. ამის შესახებ კლუბმა 30 სექტემბერს გამოაცხადა ოფიციალურად. ჰოვარდი პასუხისმგებელი იქნება "ჰიტის" მოთამაშეთა განვითარებაზე.

ჯუვანმა NBA-ში 19 სეზონი ითამაშა და "ვაშინგტონის", "დალასის", "დენვერის", "ორლანდოს", "ჰიუსტონის", "შარლოტისა" და "პორტლენდის" ღირსებას იცავდა. 1996 წელს ის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე გახდა. მისი კარიერული მონაგარი 13.4 ქულას, 6.1 მოხსნასა და 2.2 შედეგიან გადაცემას უდრის.

დაკომპლექტება გრძელდება

გასულ უქმეებზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე გარიგება შედგა.

პირველ რიგში, ვთქვათ იმის შესახებ, რომ "ორლანდო მეჯიქმა" გამოისყიდა 34 წლის ფორვარდის, ჰედო თურქოგლუს კონტრაქტი. უახლოეს დღეებში გამოცხადდება თურქი კალათბურთელის კლუბიდან წასვლის შესახებ.

თურქოგლუს კონტრაქტი "მეჯიქთან" კიდევ ერთი წელი უნდა ყოფილიყო ძალაში და ფორვარდს 12 მილიონი დოლარი ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა, ჰედო ამ თანხის ნახევარს მიიღებს. თურქოგლუ, რომელმაც თებერვალში აკრძალული პრეპარატის გამოყენებისთვის 20-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მზად იყო მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის და უკვე მოელაპარაკა თურქულ "ფენერბაჰჩეს".

"ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა კონტრაქტის გაფორმება თავისუფალ აგენტ იკე დიოგუსთან.

ფორვარდმა გასული სეზონი ჩინურ კლუბ "გუანდუნში" გაატარა, რომლის რიგებში 16.9 ქულასა და 9.7 მოხსნას აგროვებდა. შემდეგ პუერტო-რიკოში "ლეონეს დე პონსეში" თამაშობდა და იქ სტატისტიკა 19.0 ქულა და 8.6 მოხსნა იყო.

ნიგერიელის მხრებზეა NBA-ში გატარებული ექვსი სეზონი. თავისი ბოლო მატჩი მან ასოციაციაში 2011-12 წლების სეზონში, "სან ანტონიოს" მაისურით ჩაატარა.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" კონტრაქტი გააფორმა ჰოლანდიელ ცენტრთან, დენ გაძურიჩთან. კალიფორნიულ კლუბთან 35 წლის მოთამაშის კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის.

გასული სეზონი გაძურიჩმა ვენესუელას ჩემპიონატში ითამაშა. კლუბ "მარინოსში" გამართულ 30 მატჩში საშუალოდ 10.1 ქულა და 6.3 მოხსნა დააგროვა.

NBA-ში ჰოლანდიელს 10 სეზონი აქვს გატარებული. თამაშობდა "მილუოკიში", "გოლდენ სტეიტში", "ნიუ ჯერსისა" და "ნიუ იორკში". მისი საშუალო მაჩვენებლები 4.7 ქულასა და 4.4 მოხსნას შეადგენდა. გაძურიჩისთვის საუკეთესო იყო 2004-05 წლების სეზონი, როცა ის "მილუოკის" სასტარტო ხუთეულის წევრი იყო და საშუალოდ 7.3 ქულითა და 8.3 მოხსნით ეხმარებოდა გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შაკი და პირველი ლედი

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა