30 სექტემბერს ტაშკენტში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის მესამე ეტაპის გათამაშება დამთავრდა
30 სექტემბერს ტაშკენტში დამთავრდა მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის მესამე ეტაპის გათამაშება.

ბოლო ტურში ბელა ხოტენაშვილმა თეთრებით 38-ე სვლაზე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას სძლია.

შეჯიბრების ერთპიროვნული ლიდერი ჰამფი კონერუ (ინდოეთი) შავი ფიგურებით ოლგა გირიას დაუზავდა და პირველობასთან ერთად 160 ქულაც გაინაღდა.

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) - ელინა დანიელიანი (სომხეთი) 0,5:0,5, ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი) - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 0:1, ჟაო სიუე (ჩინეთი) - ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) 1:0, გულისხან ნახბაიევა (ყაზახეთი) - კატერინა ლაგნო (უკრაინა) 0:1.

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: ჰამფი კონერუ - 8, ბელა ხოტენაშვილი - 7, ჰარიკა დრონავალი, ჟაო სიუე - 6,5-6,5, ცზიუ ვენძიუნი - 6, ალექსანდრა კოსტენიუკი, ოლგა გირია - 5,5-5,5, ელინა დანიელიანი - 5, ანტოანეტა სტეფანოვა - 4,5, ნაფისა მუმინოვა - 3, გულისხან ნახბაიევა - 1,5 ქულა.

გრანპრის სამი რაუნდის შემდეგ 320 ქულით (ორი შეჯიბრების ჯამით) კონერუ დაწინაურდა, 300 ქულით მეორე ადგილზე ხოტენაშვილმა (3 შეჯიბრების ჯამით) გადაინაცვლა. მესამე-მეხუთე ადგილებზე არიან ანა მუზიჩუკი (250 ქულა), ნანა ძაგნიძე (220) და ტატიანა კოსინცევა (190). თითოეულმა ორ-ორ ტურნირში იასპარეზა.

ფიდეს ქალთა გრანპრი გაისად განახლდება. დანარჩენ სამ ეტაპს 2014 წელს ხანტი-მანსიისკი (რუსეთი), თბილისი (საქართველო) და ერდენეტი (მონღოლეთი) უმასპინძლებენ. კონერუ თბილისსა და ერდენეტში მოსინჯავს ძალებს, ხოტენაშვილი - თბილისში, მუზიჩუკი და ძაგნიძე - ხანტი-მანსიისკსა და თბილისში, კოსინცევა - ხანტი-მანსიისკსა და ერდენეტში.

საერთო ჩათვლაში ოთხი ტურნირიდან სამი საუკეთესო შედეგი შევა. ასე რომ, 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსი, კონერუსთან ერთად, ხოტენაშვილს, ძაგნიძესა და მუზიჩუკს შერჩათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
აქ დაწერილს რა აზრი აქვს,ბელას ქულა გაღელვებს Unknown და ლაჰნო რომ გამორჩა იმას ვერ ხედავ?
Unknown
130 კი არა 120 ქულა მოიპოვა
თამაზი
130 კი არა 120 ქულა მოიპოვა, დაუზუსტებელ ინფორმაციას რატომ ავრცელებთ?
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა