ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტიფოზები: იტალია იტალიელებისთვის!

ტიფოზები: იტალია იტალიელებისთვის!

"სკუადრა აძურას" გულშემატკივრებმა ბალოტელი და ლედესმა არ მიიღეს
იტალიის ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ავსტრიაში, ნეიტრალურ მოედანზე გამართა ამხანაგური შეხვედრა და საყაიმო შედეგს დასჯერდა, 1:1. თუმცა, თამაშის პერიპეტიები ტრიბუნებზე მიმდინარე მოვლენებმა დაჩრდილა. სპეციალურად ამ მატჩისთვის მეზობელ ქვეყანაში ჩასულმა აპენინელმა ტიფოზებმა საკუთარი ნაკრების ორი ფეხბურთელის: მარიო ბალოტელის და კრისტიან ლედესმას წინააღმდეგ გაილაშქრეს. ჯერ თამაშზე ვთქვათ და შემდეგ ამ თემასაც მივუბრუნდებით...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ნაკრების თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ რუმინეთთან გამართულ ამხანაგურ პაექრობაში ექსპერიმენტალური შემადგენლობა ათამაშა. უფრო სწორად, ძირითადი შემადგენლობა გახლდათ ექსპერიმენტალური და ჩვენი სიტყვების სისწორეში რომ დარწმუნდეთ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ სასტარტო თერთმეტეულს: ვივიანო - სანტონი, ბონუჩი, რანოკია, ბალცარეტი - ლედესმა, მაური, აკვილანი - დიამანტი - როსი, ბალოტელი.

როგორც ხედავთ, ძირითადში ერთბაშად რამდენიმე დებიუტანტია, რომლებსაც შანსი მიეცათ და რამდენად გამოიყენეს ეს შანსი, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. "გაძეტა დელო სპორტმა" ალესანდრო დიამანტის გარჯა 4.5 ბალით შეაფასა. ეს კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია და ასე მხოლოდ მათ აფასებენ, ვინც შეხვედრა მთლიანად ჩააგდო. და რას იტყვით კრისტიან ლედესმას 4.0-ზე? - კიდევ უარესი, ანუ არგენტინული წარმოშობის იტალიელი არა თუ ვერაფერში დაეხმარა "აძურას", აშკარად ზედმეტი იყო მოედანზე. ლედესმამ ძალიან ცუდად იასპარეზა, უამრავი შეცდომა დაუშვა და ერთი ხეირიანი პასიც კი არ გაუკეთებია.

ბევრი ვერაფრით წარმოჩინდა დაცვის ცენტრში გამწესებული ანდრეა რანოკია, ვისი გარჯაც 5.5 ბალით შეფასდა. "ჯენოას" ნიჭიერი მცველი ცოტა დაბნეული ჩანდა და რუმინელებისგან გაშვებული გოლი დიდწილად მისი ბრალი იყო - პოზიციური შეცდომა დაუშვა და ბუნებრივია, ეს იტალიელ ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ. ერთადერთი დებიუტანტი, ვინც თავი დადებითად წარმოაჩინა, ფედერიკო ბალცარეტი გახლავთ. "პალერმოს" ჯეჯგვმა უკანახაზელმა ბევრი იბრძოლა და უშუალო მოვალეობის გარდა, შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა. მისი თამაში ავტორიტეტულმა გამოცემამ 6.5 ბალით შეაფასა. მოკლედ, პირველი მატჩისთვის მშვენიერია და უნდა ვივარაუდოთ, რომ პრანდელი მას მომავალშიც იხმობს.

დებიუტანტებით დავიწყეთ, რადგან იტალიურ სპორტულ პრესაში სწორედ მათზე კეთდება აქცენტი. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ამხანაგური მატჩები სწორედ ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად და ექსპერიმენტების ჩასატარებლად ტარდება. მოკლედ, დებიუტანტებმა ბევრი ვერაფერი და აი, სასტარტოში გამწაესებულმა დანარჩენმა ფეხბურთელებმა შედარებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს - თუნდაც, მარიო ბალოტელიმ, სტეფანო მაურიმ, დავიდე სანტონმა და ალბერტო აკვილანიმ. აქტიური იყო ჯუზეპე როსიც, თუმცა მისგან იტალიელები გაცილებით მეტს ელოდნენ.

შეხვედრის პირველი ტაიმი რუმინელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის. "აძურა" ქაოტურად ცდილობდა მეტოქის კართან ხიფათის შექმნას და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მოედანზე არა გუნდი, არამედ თერთმეტი ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცხო მოთამაშე დარბოდა. გამომდინარე აქედან, ჩიპრიან მარიკას მიერ გატანილი გოლი სრულიად კანონზომიერი გახლდათ. მარიკამ მეორე ტაიმშიც გაიტანა და ამაზე ქვემოთ ვიტყვით...

მეორე ნახევარში, ჩეზარე პრანდელიმ ნაკრების ძირითადი ბირთვი ჩართო საქმეში და იტალიამ თამაში სათავისოთ შეატრია. მოედანზე გამოჩნდნენ ანდრეა პირლო, დანიელე დე როსი, ალბერტო ჯილარდინო და ფაბიო კვალიარელა. "აძურა" გუნდს დაემსგავსა, ტერიტორიულ და სათამაშო უპიურატესობას დაეუფლა, რასაც სახიფათო იერიშებიც მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას მარიკამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა. აქვე ვთქვათ, რომ მეტად აქტიურმა ჯილარდინომ ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქის კარის ბადე შეარხია, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ჯილას კიდევ ჰქონდა მომენტები, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდა. კარგად წარმოჩინდა ფაბიო კვალიარელაც, ვინაც ერთ ეპიზოდში ვარდნაში გზავნიდა ბურთს მეტოქს კარში, თუმცა დარტყმა მცირედით არაზუსტი გამოდგა. მთლიანობაში, ლოგიკური, საყაიმო რეზულტატი დაფიქსირდა, პრანდელიმ კი ალბათ უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა შეგირდების თამაშში.

"გაძეტა დელო სპორტს" რუმინეთთან პაექრობის შემდეგ ასეთი დასკვნა გამოაქვს: "ექსპერიმენტი არ შედგა, ძირითადში ძველებმა უნდა ითამაშონ"... ძველებმა მართლაც გადაარჩინეს "აძურა" მარცხისგან და ისეთი პირი უჩანს, რომ მომავალშიც მათ მოუწევთ ეროვნული გუნდის ფორმის, ამ მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო ტვირთის ტარება. ნამატჩევს, პრანდელიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "სამუშაო ძალიან ბევრია და რუმინეთთან მატჩმა ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. თამაში ამხანაგური იყო და არაერთი ახალი ფეხბურთელი გამოვცადე. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ საქმეში ვნახე დებიუტანტები და გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანე. დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით ვისზე რა წარმოდგენა შემექმნა, მაგრამ როდესაც მომდევნო სანაკრებო მატჩისთვის ჩემს მიერ დასახელებულ შემადგენლობას გაეცნობით, ყველაფერი ცხადი გახდება. ფაქტია, არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით უარი თქვა გამოცდილ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ნაკრებისთვის ჯერ კიდევ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. მხოლოდ მათ მხარდამხარ ასპარეზობით მიიღებ ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშისგან მაქსიმუმს".

ეს ყველაფერი უშუალოდ თამაშის შესახებ და მივადექით იმას, რაზეც სათაურში გავამახვილეთ ყურადღება. იტალია-რუმინეთის პაექრობა ავსტრიაში გაიმართა, თუმცა ამან არ შეუშალა ხელი იმას, რომ იტალიელ ტიფოზებს დანაპირები შეესრულებინათ. აქამდე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ აპენინებზე ძალიან არ მოსწონთ ნაკრების ლურჯ მაისუირაში გამოწყობილი შავკანიანი ფეხბურთელის, კერძოდ კი მარიო ბალოტელის ხილვა, რასაც თან არგენტინელი კრისტიან ლედესმას გაიტალიელება დაერთო. მაშინ, როდესაც ევროპის მთელი რიგი ქვეყნები მრავალეთნიკურობისკენ ისწრაფვიან და ამ თემით აქტიურად სპეკულიებენ, იტალიაში აშკარად ნაციზმი და რასიზმი მძვინვარებს - სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რაც იტალია-რუმინეთის პაექრობის დროს ტრიბუნებზე ხდებოდა. ტიფოზებმა რამდენიმე ბანერი გამოფინეს, რომელთა შორის ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული გახლდათ: "იტალია იტალიელებისთვის".

მიიღებდა თუ არა ბურთს მარიო ბალოტელი, იტალიელთა ტრიბუნიდან გამაყრუებელი სტვენა ისმოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ უწმაწური სიტყვების კორიენატელზე. დაახლოებით ანალოგიური რამ ხდებოდა, როდესაც ბურთს კრისტიან ლედესმა იღებდა. ამან იმდენად დაზაფრა არგენტინელი, რომ როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა. რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ტიფოზის ახირება - ავსტრიაში ასობით აგრესიულად განწყობილი გულშემატკივარი ჩავიდა და ზოგადად, იტალიაში ეს თემა მეტად აქტუალურია.

საინტერესოა, რომ ქომაგთა ასეთ საქციელს მაინც და მაინც არც ჟურნალისტები გმობენ - როგორც ჩანს, დიდად არც მედიის წარმომადგენლებს სიამოვნებთ, რომ "აძურა" ინტერნაციონალური ხდება. კიდევ ერთი ბანერი, რომელიც სტადიონზე ტიფოზებმა გამოფინეს, ასე შინაარსის გახლდათ: "არ არსებობს მრავალეთნიკური იტალია". ერთი სიტყვით, თუ ასე გაგრძელდა, პრანდელის ბევრი მტერი გამოუჩნდება და საინტერესოა, გაუწევს თუ არა "აძურას" თავკაცი ანგარიშს გულშემატკივართა აზრს. ბალოტელი კი ძალიან იმედგაცრუებულია და პრესასთან საუბარში შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"დიდი სურვილი მქონდა, რომ თამაში შეწყვეტილიყო - ამის შესახებ პრანდელის ვუთხარი კიდეც, მაგრამ ასეთი რადიკალური ნაბიჯისგან თავი შეიკავა. უკვე წლებია, რაც იტალიაში ასეთ პრობლემას ვაწყდები და ვერაფრით ვხვდები, რა დავუშავე ამ ხალხს. ჩემი სახლი ქალაქ ბრეშაშია, იქ გავიზარდე და თავს იტალიელად ვთვლი. უზომოდ მეამაყება, რომ ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავ, მაგრამ როგორც ვხვდები, ეს ძალიან ბევრს არ მოსწონს. ტიფოზები აგრესიულად იყვნენ განწყობილნი კრისტიან ლედესმას მიმართაც - ასეთი რამ სხვაგან არსად ხდება".

მართლაც და ასეთი რამ სხვაგან არსად ხდება. მაშინ, როდესაც გერმანიის ნაკრებში ათასი რჯულის ხალხი თამაშობს; მაშინ, როდესაც საფრანგეთის ნაკრებში ძალიან უკვირთ და იშვიათი მოვლენაა ეთნიკური ფრანგი; მაშინ, როდესაც იგივე გერმანიის ნაკრები თურქეთის უმთავრეს გუნდს მესუთ იოზილის გოლით ამარცხებს, კალჩოში ნაციზმი მძვინვარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მთავრობა 3 მილიონ ლარს გადასცემს, ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!