ესპანელებს ამაზე უფრო უბადრუკად თამაში არ შეუძლიათ
ეს უკვე მეტისმეტია - მსოფლიოს ჩემპიონი, რომლის პოსტმუნდიალური "საყვარელი" ანგარიში 0:4-ია! მოკლედ, "ფურია როხას" ის დაემართა, რასაც გულშემატკივრები ყველაზე მეტად უფრთხოდნენ: გაუთავებელი ბანკეტები, მიღებები, დაჯილდოვებები, ტიტულები, ფეხბურთელების ცაში აყვანა და... გუნდი "იშლება" ნებისმიერი სერიოზული მეტოქის ზეწოლის ქვეშ. ასე იყო არგენტინაში და ასე მოხდა ახლა ლისაბონშიც. "ესტადიუ დე ლუში" მსოფლიოს ჩემპიონთა მიწასთან გასწორებას ზეიმობდა - 4:0.

პაულუ ბენტუმ და ვისენტე დელ ბოსკემ თითქოს ერთნაირი ტაქტიკური სქემით ათამაშეს გუნდები - 4-3-3. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონებმა ნაკლებად შემტევი შემადგენლობა დააყენეს, საკმარისია აღინიშნოს, რომ ნამდვილი ფორვარდი შემტევი ტრიოდან მხოლოდ დავიდ ვილია იყო, რომელსაც ფლანგებიდან დავიდ სილვა და ანდრეს ინიესტა ეხმარებოდნენ. შუა ხაზში ჩავი, სერხიო ბუსკეტსი და ჩაბი ალონსო მოქმედებდნენ. მოკლედ, ესპანეთის ნაკრებმა უძლიერესი შემადგენლობით ითამაშა. პორტუგალიაც სამი კაცით უტევდა, ცენტრში ელდერ პოშტიგა აქტიურობდა, ფლანგებიდან - ნანი და რონალდო. ნახევარდაცვის ცენტრში კარლუშ მარტინში მოქმედებდა, რომელსაც წლეულს არნახული პროგრესი აქვს, მას მეირელეში და მოუტინიო ეხმარებოდნენ. ყველას აინტერესებდა, როგორ გადაწყვეტდა მარცხენა მცველის პრობლემას ბენტუ, მან მარჯვენა მცველი ბოსინგვა გადაიყვანა საპირისპირო ფლანგზე, მარჯვნივ კი პერეირამ ითამაშა.

თამაში ნანის "ჩხვლეტით" დაიწყო, მაგრამ ნელნელა ესპანელმა ნახევარმცველებმა შეძლეს ბურთის გაკონტროლება, გააქტიურდა ინიესტა, სტუმრებმა ტემპსაც უმატეს და პორტუგალის უკან დაახევინეს. ამან მასპინძლებს უკეთესი სამსახური გაუწია - ახლა მათი კოზირი სწრაფი კონტრშეტევები იყო, როცა გუნდში ნანი და კრიშტიანო რონალდო გყავს, ეს უკვე დიდი უპირატესობაა.

ერთი ასეთი კონტრშეტევისას რონალდომ თავზე გადაუგდო ბურთი კასილიასს, ნანი ბურთთან ერთად შევიდა კარში, აღმოჩნდა რომ თამაშგარე პოზიციიდან (ისე, მანჩესტერელს ეპიზოდში "ცხვირი რომ არ ჩაეყო", რონალდოს სუპერგოლი გამოუვიდოდა). ტაიმი მაინც ლუზიტანიელებმა მოიგეს - რონალდოს ჩაწოდებული იკერმა უხეიროდ მოიგერია და 10 მეტრიდან "ფურია როხას" კარი "ბენფიკას" ლიდერმა მარტინშმა აიღო.

მეორე ტაიმში ესპანელებს უარესი დაემართათ - რესტარტიდან სულ რაღაც 4 წუთი იყო გასული, როცა ჟოაუ მოუტინიო ისე გაცდა ესპანელთა მცველებს, თითქოს ისინი ცვლილის ფიგურები იყვნენ და არა მსოფლიოს ჩემპიონები, გადააწოდა პოშტიგას, რომლის ლამაზ დარტყმულს მიმართულება სერხიო რამოსმა "შეუსწორა".

0:2-ზე "როხა" ისევ ძველებურად ათამაშდა, შეუტია და შეცვლაზე შესული სესკ ფაბრეგასიც ახლოს იყო ერთი ბურთის გაქვითვასთან, როცა მასპინძელთა კარში აკრობატულ ნახტომში ურტყამდა, მაგრამ ეს არ იყო ესპანელთა დღე და გოლიც ისევ საპირისპირო კარში გავიდა - პოშტიგამ კი გაიტანა, მაგრამ მთავარი მაინც ამ ეპიზოდში დანის ვირტუოზული თამაში იყო. მსაჯის მიერ დამატებულ დროში უგო ალმეიდამ მთლად შეარცხვინა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. აი, ასეთი იბერიული დერბი ვიხილეთ...

ორიოდე სიტყვით, რომ დავახასიათოთ მატჩი ეს იყო პორტუგალიელი სისწრაფე, რომელმაც ნამსხვრევებად აქცია ესპანელთა დაცვის ხაზი, რომელსაც ერთი ქართული სიტყვა შეეფერება - უბადრუკი. ეს იყო მატჩი, რომელსაც ამხანაგურს ჭკუადამჯდარი კაცი ვერ უწოდებდა, მუდმივი ქიშპობა მოედანზე, რონალდომ და ბუსკეტსმა ერთმანეთში ლამის იჩხუბეს კიდეც, საშინელი ანტიესპანური განწყობა "დე ლუშზე" და ამ ორ ქვეყანას სურს 2018 წლის მუნდიალის ერთობლივი მასპინძლობა?!

"ამაზე უარესად თამაში ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია", - ზუსტი სიტყვებია. ერთია მხოლოდ, წაგებაში მთავარი დამნაშავე ხომ ამ სიტყვების ავტორი დელ ბოსკეა. კარგი, რამ თქვა პაულუ ბენტუმაც: "მოგება, რომელმაც ქულები ვერა, მაგრამ უკეთესი - პრესტიჟი მოგვიტანა".

ალბათ, იმის მიხვედრას არ უნდა დიდი ჯაფა, თუ რას იტყოდა რონალდო თამაშის შემდეგ. საყოველთაო ზეიმის მიუხედავად მადეირელი მაინც თავის "გოლს" მისტიროდა: "ბრმაც კი შენიშნავდა, რომ ეს ნაღდი გოლი იყო, ნახევარი მეტრით შესული იყო კარში, როცა ნანი შეეხო მას. არ ვიცი, რას მივაწერო, მაგრამ ჩემი ყველა ლამაზი გოლი ნაკრების მაისურით მსაჯებმა არ ჩათვალეს" - რონალდოს ვეთანხმებით "გოლი" მართლაც დიდებული იყო, მაგრამ ისევ თავის თანაგუნდელ ნანის დააბრალოს, რომ არ ჩაუთვალეს...

სხვათა შორის, ნანიმ აღიარა, რომ მისი ბრალია ყველაფერი: "თამაშის მერე მივედი და მოვუბოდიშე რონალდოს, რომელსაც ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა ამ გოლის არ ჩათვლამ. არ ვიცოდი, რომ თამაშგარეში ვიყავი, თორემ ბურთს ახლოსაც არ მივეკარებოდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

giorgi
გოლი გასული იყო ნანი რომ შეეხო ასე რომ ტყუილად არ ჩათვალეს...
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება