თურქული "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საქაართველოს ეროვნული გუნდის გაწვრთნაზე ჯერ არ ფიქრობს
თურქული "ქასიმფაშას" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაზეთ "კვირის პალიტრას" ინტერვიუ მისცა, სადაც სხვასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და მისი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გაწეულ სამუშაოზე აზრი გამოთქვა.

როგორც ირკვევა, შოთა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა ამ თანამდებობაზე მუშაობას იმ პრემიერ-მინისტრის შრომას ადარებს, ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა რომ აქვს...

- როგორც ამბობენ, ქეცბაიას საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს. არადა, თავად ამბობს, შესაძლოა, ის რისკი, რაც საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე დათანხმებით გავწიე, ამ თანამდებობაზე აღებულ ხელფასად არც მიღირდესო...

- სხვისი ფულის თვლა გაცილებით ადვილია. ქეცბაიას იმხელა ხელფასი ნამდვილად არ აქვს, ასეთ აჟიოტაჟად რომ ღირდეს. თანაც, რაც შესთავაზეს, იმაზე ნაკლები აიღო და უფრო ნაკლები შეხვდა, რადგან სამწვრთნელო შტაბზეც გაანაწილა.

ყველა ქეცბაიას მენეჯერი რომ გახდა, ბარემ, ამონაწერიც მოვთხოვოთ და გავიგოთ, რაში ხარჯავს ხელფასს... ის ხალხი, ქეცბაიას შემოსავალს რომ ითვლის, თავად როდის იყო ბოლოს სტადიონზე, ბილეთში ხუთი ლარი როდის გადაიხადა?!

ინგლისში მეოთხე ლიგის მატჩებზე ოჯახებით დადიან, ჩვენთან კი გაიძახიან - ფეხბურთი გვიყვარსო და ბილეთში 3 ლარის გადახდა არ უნდათ!

- თემურ ქეცბაიამ მუშაობა მომდევნო შესარჩევ ციკლშიც უნდა გააგრძელოს?

- შეუცვლელი არავინ არის, ფეხბურთი არც ქეცბაიას წასვლით დაიღუპება, მაგრამ თუ წავა, თემურს უნდა დაუფასდეს, რაც გააკეთა და უნდა გამოჩნდეს, რა ვერ შეძლო.

ანდა, ჩივაძის და ყიფიანის გარდა, ქეცბაიას რომელ წინამორბედს ჰქონდა შედეგი? არც კუპერი და ტოპმიოლერი არიან ვინმეზე ნაკლები მწვრთნელები, მაგრამ გაიყვანეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე?

თუ დარჩება, თემური, ალბათ, თავის შეცდომებსაც გაითვალისწინებს, თუ არა და... იგი წავა და სხვა მოვა...

- თავად თუ გიფიქრია საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე?

- არა, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ.

- მაინც რა არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა? სასჯელი, პატივი, პასუხისმგებლობა...

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა იგივეა, პრემიერ-მინისტრი იყო, ოღონდ ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა გქონდეს (იცინის).

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

vep1963
საწყალი საქართველო ქართველების ხელში.არველაძე ქლესა ქეცბაიასავით იდიოტი არაა ნაკრები რომ ჩაიბაროს
vep1963
საწყალი საქართველო ქართველების ხელში.არველაძე ქლესა ქეცბაიასავით იდიოტი არაა ნაკრები რომ ჩაიბაროს
roma
ხალხო,როგორ მსჯელობთ,სულ გააფრინეთ,ჭკუა და გონება სულ დაკარგეთ,შოთას ჯერ რა აქვს გაკეთებული,სად მიაღწია წარმატებას,რომელ გუნდში?რატომ მოიაზრებთ მას საქართველოს ნაკრების მწვრთნელად?დასცინით ქართულ ფეხბურთს,თუ რა ჯანდაბაა.
dato
ბიდზას ვეუბნები: სამეგრელოს ნაკრები თუ გაწუხებს მაშინ ხაჩიკებს უგულშემატკივრე
ბიძა
3 ლარის გადახდა კი არა 20 ლარსაც გადაიხდის ხალხი ნაკრები რო ფეხბურთს თამაშობდეს საქართველოს ნაკრების მაგივრად სამეგრელოს ნაკრები რო დააწერონ უფრო მოუხდება
Shukvani
ას პროცენტიანი ხარ შოთი :)) ნაკრებში არ ჩამოხვიდე , არასოდეს !!! ქეცბაიაზე აიღე მაგალითი , ლანძღვა - გინების მეტს არაფერს უკეთებს ეს ხალხი :)) უი უი შემეშალა ეს ბრბო !
durmishxan gulua
არა რა შოთი არც იფიქრო ჯერ ნაკრებზე,ჯერ უეფას ჯგუფი,მერე ლიგა და აი მერე შეიძლება ნაკრები...
zaza
ყველაპერს ქეცბაიას რო აბრალებენ,შეხედონ პეხბურტელები რას გვანან აზე არ არიან, ელემენტარული გუნდი შეტევას ვერ აკეტებს ეს არის სიმარტლე რაააა,მარტო ქეცბაიას დაბრალება არ შეიდლება.
guja_kakhadze
თბილისის "დინამოს" თამაშებზეც ივსებოდა სტადიონი. ახლა ანტიფეხბურთს თამაშობენ და ვისაც მიკროინფარქტი უნდა რომ მიიღოს მხოლოდ ის თუ წავა!
dato
მაგიღა აკლია ნაკრებს და დაიქცევა სულ მთლად
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება