ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კიაერიც გამგელდა

კიაერიც გამგელდა

გასულ სეზონში "ვოლფსბურგი" გერმანიის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობდა და საშინლად იასპარეზა. ბუნდესლიგა 2008/09 წლების სეზონის გამარჯვებულმა...

გასულ სეზონში "ვოლფსბურგი" გერმანიის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობდა და საშინლად იასპარეზა. ბუნდესლიგა 2008/09 წლების სეზონის გამარჯვებულმა 58 გოლი გაუშვა, რაც საკმარისად დიდი მიზეზი იყო იმისათვის, რომ კლუბის ხელმძღვანელებს ამ ზაფხულს პირველ რიგში დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ეზრუნათ – მიუხედავად იმისა, რომ "მგლებს" ისევ ის მცველები ჰყავდათ, რომლებითაც გერმანიის ჩემპიონობა მოიპოვეს. ამას წინათ გაუწყეთ, რომ "ვოლფსბურგმა" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული "ჰერტადან" გერმანიის ნაკრების მცველი არნე ფრიდრიხი შეიძინა (2 მილიონ ევროდ). ახლა კი, მენეჯერმა დიტერ ჰიონესმა ფრიდრიხს მეწყვილეც უყიდა: გადაწყდა და გუშინ ოფიციალურადაც დადასტურდა, რომ იტალიური "პალერმოს" დანიელი მცველი სიმონ კიაერი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს. ფეხბურთელმა, რომელსაც არაერთი მთხოვნელი ჰყავდა, "მგლებთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ დიტერ ჰიონესი კიაერის ტრანსფერზე ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა. სატრანსფერო თანხა ოფიციალურად გაისაიდუმლოებულია, მაგრამ "კიკერის" ინფორმაციით, "ვოლფსბურგს" 21 წლის უკანახაზელის ტრანსფერი დაახლოებით 10-12 მილიონი ევრო დაუჯდა. გუნდის ახალი მწვრთნელი სტივ მაკლარენი დარწმუნებულია, რომ კიაერი არის ფეხბურთელი, რომელიც "ვოლფსბურგისთვის" იდეალური მოთამაშე იქნება. სხვათა შორის, კიაერმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორ მატჩში იასპარეზა - ჰოლანდიასთან (0:2) და კამერუნთან (2:1). იაპონიასთან მატჩში კი, რომელიც დანიელებმა 1:3 წააგეს, ახალგაზრდა მცველს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

ფრიდრიხისა და კიაერის ტრანსფერების შემდეგ, გაიზარდა იმის შანსი, რომ "ვოლფსბურგი" იტალიელმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ დატოვოს. ამ უკანასკნელს "მგლებთან" კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს და ჰიონესმა თქვა, რომ საინტერესო წინადადების შემთხვევაში, ბარძალის კალთებს არ დაახევს. იტალიელს სათადარიგოთა სკამის ხეხვის პერსპექტივა არ ხიბლავს და ალბათ "ვოლფსბურგიდან" წავა.

გოტფრიდ ლენცი

• giorgi buachidze

Brothers

• gvantsa

და თქვენ რა ხართ ერთმანეთის?

• giorgi buachidze

ხო,კიაერი და არა კაიერი : D

• giorgi buachidze

ძალიან კარგი,კაიერი-ფრიდრიხი გაასწორებს,მამენტ ბარძაღლიც კარგი მცველია...მოკლედ მგლების იმედი მაქვს წელს...კავანი უნდათ მგონი კიდევ და ძალიან კარგი იქნება თუ გადავა ბუნდესგუნდში

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა