ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტურის წინ: პელეგრინი გვარდიოლას შეუტევს

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტურის წინ: პელეგრინი გვარდიოლას შეუტევს

ყველაზე საინტერესო მატჩი მანჩესტერში, "ეტიჰად სთედიუმზე" შედგება - "მანჩესტერ სიტი" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს
2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.

ტურის უდავოდ ყველაზე საინტერესო მატჩი მანჩესტერში, "ეტიჰად სთედიუმზე" შედგება - "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.

ამ ქალაქის მეორე გრანდი "იუნაიტედი" დონეცკს სტუმრობს, თურქეთში ტურინის "იუვენტუსი" 3 ქულის მოპოვებას საკუთარ კედლებში თურქულ "გალათასარაისთან" შეეცდება...

A ჯგუფი: გონსალო კასტროების დუელი არ შედგება

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. შახტარი 1 1 0 0 2-0 3

2. მანჩესტერ იუნ. 1 1 0 0 4-2 3

3. ლევერკუზენი 1 0 0 1 2-4 0

4. სოსიედადი 1 0 0 1 0-2 0

"მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ბრომვიჩთან" განცდილი ორი მარცხის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის ცხრილში მე-12 ადგილამდე ჩამოქვეითდა. დევიდ მოიესის სამწყსოს რეაბილიტაციის შანსი ჩემპიონთა ლიგაში, დონეცკის "შახტართან" შეხვედრაში აქვს.

გუნდებს დანაკლისი, ფაქტობრივად, არ აქვთ - მასპინძლებს მხოლოდ ველინგტონ ნემი აკლიათ, "წითელ ეშმაკებს" კი დიდი ხნის წინ დაშავებული დარენ ფლეტჩერი, თუმცა შოტლანდიელი უკვე იმდენი ხანია არ თამაშობს, მის არყოფნას დანაკლისებში ნამდვილად ვერ გამოვარჩევთ.

რაც მთავარია, ძირითადში მოიაზრება რობინ ვან პერსი, ვინც ყველა ტურნირის ბოლო 14 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

სასტარტოში იქნება უეინ რუნიც, რომელმაც "ვესტ ბრომვიჩთან" "იუნაიტედის" რიგებში 202-ე გოლი გაიტანა და ახლა კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ სამ ფეხბურთელს, ჯეკ როულის (211), დენის ლოუს (237) და სერ ბობი ჩარლტონს (249) ჩამორჩება.

შახტარი-მანჩესტერ იუნ. 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიტსკი, შევჩუკი - ფერნანდო, ჰიუბშმანი - დუგლას კოშტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი - ლუის ადრიანო

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - კერიკი, ფელაინი - ვალენსია, რუნი, იანგი - ვან პერსი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ლევერკუზენის "ბაიერი" და "სოსიედადი" შეხვდებიან. პირველ ტურში ორივე გუნდმა წააგო და მორიგი მარცხის შემთხვევაში, წაგებული გუნდის მდგომარეობა ძალიან გართულდება.

ბასკებს ესტებან გრანერო დიდი ხნით რომ გამოაკლდათ, ეს ძველი ამბავია. გერმანიაში ვერ ითამაშებს ჩაბი პრიეტოც - გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ასევე ტრავმირებულია და მას ძირითადში გონსალო "ჩორი" კასტრო შეცვლის.

სამაგიეროდ, თავისი გონსალო კასტრო არ ეყოლება "ლევერკუზენს" - ესპანელ-გერმანელი დაშავებულია.

ლევერკუზენი-სოსიედადი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - ჰილბერტი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ბიონიში - ლ. ბენდერი, რაინარტცი, როლფესი - სემი, კისლინგი, სონი

სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, რუბენ პარდო - გ. კასტრო, ველა, გრიზმანი - აგირეჩე

მსაჯი: სერგეი კარასიოვი (რუსეთი)

B ჯგუფი: "რეალმა" "ატლეტიკოს" ჯავრი დანიელებზე უნდა იყაროს

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 1 1 0 0 6-1 3

2. კოპენჰაგენი 1 0 1 0 1-1 1

3. იუვენტუსი 1 0 1 0 1-1 1

4. გალათასარაი 1 0 0 1 1-6 0

პირველ ტურში შერცხვენილი "გალათასარაი" ტურინს ესტუმრება და ეცდება, რომ გულშემატკივრებს ხასიათი გამოუკეთოს, თუმცა თურქებს ეს ყველაფერი ძალიან გაუჭირდებათ.

"რეალთან" წაგების შემდეგ "გალამ" მთავარი მწვრთნელი დაკარგა - ფათიჰ თერიმმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

"იუვენტუსს" "კოპენჰაგენთან" ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ იტალიელებმა დანიელთა გოლკიპერ ვილანდს ვერაფერი მოუხერხეს.

ზედიზედ მეორე შეხვედრაში ქულების დაკარგვა ანტონიო კონტეს გეგმებში არ უნდა შედიოდეს. ტურინელთა შეტევაში ტევესი-ვუჩინიჩის ტანდემი უნდა ვიხილოთ.

მიუხედავად დაზიანებისა, ჟურნალისტების აზრით, არგენტინელი სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. თურქებს კი დიდიე დროგბას და ბურაქ ილმაზის იმედი ექნებათ. შემტევებს უკნიდან უესლი სნეიდერი მიეხმარება - ჰოლანდიელს "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და მეტოქეს კარგად იცნობს, თუმცა მას მცირე ტრავმა აწუხებს და მისი ასპარეზობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

იუვენტუსი-გალათასარაი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა - ვუჩინიჩი, ტევესი

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - ებუე, შეჯუ, ნუნკუ, რიერა - ფელიპე მელო, ინანი, ამრაბატი - სნეიდერი - დროგბა, ბ. ილმაზი

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

მადრიდულ დერბიში დამარცხებული "რეალი" "კოპენჰაგენს" დაუხვდება და მთელი ჯავრის ამოყრას დანიელებზე ეცდება.

მოსალოდნელია, რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება გარეთ ბეილი, რომელიც ახალ გარემოს ჯერ ვერ შეეგუა და ისევ ადაპტაციის პერიოდს გადის.

რეალი-კოპენჰაგენი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, ვარანი, პეპე, ფ. კოენტრაო - ხედირა, მოდრიჩი - ბეილი, ისკო, კ. რონალდო - ბენზემა

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი - ბოლანიოსი, კლაუდემირი, დელანი, ბრაატენი - ნ. იორგენსენი, ადი

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვაკეთი)

C ჯგუფი: მთავარი მატჩი "პარკ დე პრენსზე" გაიმართება

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 1 1 0 0 4-1 3

2. ბენფიკა 1 1 0 0 2-0 3

3. ანდერლეხტი 1 0 0 1 0-2 0

4. ოლიმპიაკოსი 1 0 0 1 1-4 0

პირველ ტურში პსჟ-მ და "ბენფიკამ" დაგეგმილი 3-3 ქულა აიღეს, ახლა კი ისინი პარიზში ითამაშებენ. ეს გუნდები ამ ჯგუფის ფავორიტებად მიიჩნევიან და პირველი ადგილის ვინაობა სწორედ ურთიერთშეხვედრებში უნდა გაირკვეს.

ლორან ბლანს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს - ტიაგო სილვა და ალექსი ტრავმირებულნი არიან. ორი წამყვანი მცველის გარდა, პარიზელებს არც ხავიერ პასტორე ეყოლებათ, რომელიც ასევე დაშავებულია.

"ბენფიკას" ტრავმების გამო ედუარდო სალვიო, სილვიო და რუბენ ამორიმი აკლია.

პსჟ-ბენფიკა 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-1-2): სირიგუ - ვან დერ ვილი, ზ. კამარა, მარკინიოსი, მაქსველი - მატუიდი, ვერატი, ტიაგო მოტა - ლუკას მოურა - იბრაჰიმოვიჩი, კავანი

ბენფიკა (4-3-3): არტური - მაქსი პერეირა, გარაი, ლუიზაო, ბრუნო კორტესი - ფეისა, მატიჩი, ე. პერესი - ჯურიჩიჩი, კარდოსო, გაიტანი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ბელგიის "ანდერლეხტმა" პირველ ტურში "ბენფიკასთან" უშანსოდ წააგო, "ოლიმპიაკოსი" კი პსჟ-სთან განადგურდა.

ურთიერთშეხვედრას ბელგიელები და პორტუგალიელები დანაკლისის გარეშე ხვდებიან. ჯონ ვან დენ ბრომს შეტევაში მასიმო ბრუნოს, ფრენკ აჩეამპონგის და მატიას სუარესის იმედი ექნება, პირეოსელების წინა ხაზზე კი ხავიერ სავიოლა და კოსტას მიტროღლუ იმოქმედებენ.

ანდერლეხტი-ოლიმპიაკოსი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო - ჟილე, მანგულუ, კუიატე, დეშახტი - კლიესტანი, მილივოიევიჩი - მ. ბრუნო, პრეტი, აჩეამპონგი - მ. სუარესი

ოლიმპიაკოსი (4-4-2): რობერტო - სალინო, მანოლასი, სიოვასი, ბონგი - ვაისი, სამარისი, მანიატისი, ფუსტერი - სავიოლა, მიტროღლუ

მსაჯი: ტომ ჰარალდ ჰეგენი (ნორვეგია)

D ჯგუფი: მოუგებს პელეგრინი გვარდიოლას?

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მან. სიტი 1 1 0 0 3-0 3

2. ბაიერნი 1 1 0 0 3-0 3

3. პლზენი 1 0 0 1 0-3 0

4. ცსკა 1 0 0 1 0-3 0

ტურის უდავოდ ყველაზე საინტერესო მატჩი მანჩესტერში, "ეტიჰად სთედიუმზე" შედგება - "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს უმასპინძლებს.

მანუელ პელეგრინი ხოსეპ გვარდიოლას საკმაოდ კარგად იცნობს - ჩილელმა სპეციალისტმა ესპანეთში 9 წელი გაატარა და პეპის წინააღმდეგ არაერთხელ ითამაშა, თუმცა ამ მატჩებიდან პელეგრინის კარგად ბევრი ვერაფერი გაახსენდება - გვარდიოლას დღევანდელ ოპონენტთან ერთი თამაშიც კი არ წაუგია.

"სიტის" უბრუნდება სერხიო აგუერო, რომელმაც "ასტონ ვილასთან" ბოლო ტურის შეხვედრაში მცირე დაზიანების გამო ვერ ითამაშა. ფლანგებიდან "ბაიერნს" ხესუს ნავასი და სამირ ნასრი შეუტევენ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ალვარო ნეგრედო გაირჯება.

"ბაიერნმა" ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა "ვოლფსბურგს" მაინც მოუგო (1:0). ჯერჯერობით ხოსეპ გვარდიოლას გუნდი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ესპანელი სპეციალისტის ღიად გაკრიტიკებას ბევრი ერიდება, რადგან გუნდი თამაშებს მაინც იგებს.

მანჩესტერ სიტი-ბაიერნი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

მან. სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე - ხესუს ნავასი, აგუერო, ნასრი - ნეგრედო

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ვან ბუიტენი, ალაბა - შვაინშტაიგერი - რობენი, მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

სათამაშო დღის პირველი შეხვედრა კი სანკტ-პეტერბურგში, ცსკა-ს და "პლზენს" შორის გაიმართება. დიახ, მოსკოველები რუსეთის კულტურულ დედაქალაქში ითამაშებენ, რადგან ამ მომენტისთვის მათი საშინაო არენა უეფას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

"არმიელებს" სეიდუ დუმბია, ალექსანდრ ცაუნია და ალან ძაგოევი არ ეყოლებათ. მიუხედავად ამ სერიოზული დანაკლისისა, ლეონიდ სლუცკის შეგირდები მაინც წყვილის ფავორიტები არიან.

ცსკა-პლზენი 20:00

სავარაუდო შემადგენლობები

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი - ვერნბლუმი, მილანოვი - ტოშიჩი, ჰონდა, ზუბერი - მუსა

პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჰეიდა, პროჰაზკა, რეზნიკი - ჰორვატი, ჰორავა - პეტრჟელა, კოლარი, კოვარიკი - ბაკოში

მსაჯი: ბას ნიიჰუისი (ჰოლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოსიმენის რეკორდი - ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია

ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"

[VIDEO] კურტუას გმირობები საკმარისი არ აღმოჩნდა - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "რეალი" დაამარცხა

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს

“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...

4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ

"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა

გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა

"მანჩესტერ სიტი": ვის გაუშვებს ზაფხულში პეპ გვარდიოლა?

ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო

ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა

“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?

დაბრუნება მშობლიურ გუნდში - დიდი ალბათობით, სილვასთვის ეს "ჩელსიში" ბოლო სეზონი იქნება

ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა

უესლი სნეიდერი კარიერის დასრულებაზე: თავისუფლება მჭირდებოდა

კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს

პოჩეტინოს მძიმე დროება "ჩელსიში" - ლონდონელთა მწვრთნელს ტიაგო სილვას ცოლიც დაუპირისპირდა

ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ევერტონი-მანჩესტერ სიტი 2:1 - მასპინძლებს რომელუ ლუკაკუმ მოაგებინა [VIDEO]

ხესუს ნავასი "სევილიაში" დაბრუნდა

"ჩელსიმ" ტიაგო სილვასთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა

"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი

"ჩელსი" ტიაგო სილვას მალე დაემშვიდობება

ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს

"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს

მეხუთე ბრაზილიელი - ტიაგო სილვას მნიშვნელოვანი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს

"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს

ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია

მუნდიალი 2018. ფაქტები და სტატისტიკა: რეკორდსმენი იუბილარი

"შეხვედრა მეგობრებთან მადრიდში" - ძმები არველაძეები უესლი სნეიდერთან ერთად

"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა

"ნიცამ" უესლი სნეიდერის ტრანსფერი დაადასტურა

წყვილები, რომლებიც კვლავ ერთად ითამაშებენ

ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ

"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს

"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა

ჰანსი ფლიკს დღეს "რეალთან" მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

ნეიმარმა თავის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს პატივისცემის ნიშნად პომიდვრები აჩუქეს