რუსულმა მედიამ სლოვენიაში ჩვენი ნაკრების გამარჯვება "ორიგინალურად" დააკნინა
საქართველოს ნაკრების გამარჯვება რუსულმა მედიამ ორიგინალურად გადაფარა. გაზეთმა "ვზგლიადმა", როგორც წერს, სტატია ქართულ წყაროზე დაყრდნობით გამოაცხო:

"საქართველოს ნაკრებს ტრუსები არ ეყო"

"საქართველოს ნაკრებს, რომელმაც სლოვენიაში 2:1 მოიგო, კურიოზი შეემთხვა. ქართველებს ფორმების პრობლემა შეექმნათ. საქმე ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ფორმები შეუკვეთა. თუმცა თბილისის ნაცვლად პროდუქცია შეცდომით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გააგზავნეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ფორმის ერთი კომპლექტით გაემგზავრა, ამიტომ ზოგიერთ მოთამაშეს მაისურის შესაფერისი ზომის ტრუსი არ შეხვდებოდა და შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს რეზერვში დარჩენილთა ტრუსების მორგება მოუხდებოდათ. საქმე ისაა, რომ საქართველოს ნაკრების წევრები შესვენებაზე ფორმას იცვლიან და მეორე კომპლექტი ამიტომ სჭირდებოდათ".

როგორც დავადგინეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების სათამაშო ფორმები და სხვადასხვა ატრიბუტიკა ფირმა `ჯაკოს" მართლაც შეუკვეთა. შეკვეთილი ფორმებით სავსე კონტეინერი კი მართლაც ჩეხეთში გაიგზავნა. ისე გამოვიდა, სლოვენიაში ნაკრების გაფრენის წინა დღესაც გაურკვეველი იყო, ჩამოასწრებდა თუ არა ტვირთი თბილისში. თუ ვერა, ნაკრები ერთადერთი კომპლექტის იმედად რჩებოდა და ყველა მაისურისთვის შესაბამისი ტრუსებიც არ იყო.

ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ტყუილი ისაა, რომ მატჩის მსვლელობისას მსგავსი რამ არ მომხდარა - პრობლემა თამაშამდე მოგვარდა. არადა, ამბავი ისეა მიწოდებული, იფიქრებ, ეს ყველაფერი მატჩის დროს ხდებოდა. ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილი ფაქტის რუსულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ფორმის სრული კომპლექტი ყველას ჰქონდა.

პოლიტიკასა და პოლიტტექნოლოგიებში მთავარი მანევრებია: "ტრუსების სკანდალით", რუსულენოვან ინტერნეტ-სამყაროს საქართველოს გამარჯვების გაფერმკრთალება სურს - მარტივი ამბავია.

mentalitet
საქართველომ სასწაული თამაში მოიგო, და ეს ავადმყოფები ტრუსიკებში დაძვრებიან (!) საიდან გამოჩიჩქნეს ეს ამბავი გარეკილი აქვთ ამ კლოუნებს.. რაც უფრო მაგრა გარეკავენ მით უკეთესი..
tkupi
ლუკაკუმ!. აფრიკელმა ნაბუშარმა, სულ ტრუსებს ქვემოდან შეუტენა რუსებს გოლები.
goga
მაგათ ქონდათ ტრუსები და იმიტომაც აღლოღნეს ბელგიელებმა საკუთარ კედლებში...
balu
რა მანევრებიც ჩაგვიტარეს არ გვეყო?! დამაშნი განგსტერები მომრავლდით!!!
Gio
უი, ეს სტატია მე აღმოვაჩინე ვზგლიადის საიტზე და მსოფლიო სპორტის ფორუმზე დავდე. :) კარგია რომ აქაც დაიწერა :)
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა