"საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია" ფეხბურთელთა კანონიერ ინტერესებს საქართველოშიც იცავს და საერთაშორისო დონეზეც
საფეხბურთო პროფკავშირები 11 სექტემბერს საქართველოშიც ამოქმედდა. "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია" დააფუძნეს ფიფას აგენტმა და ადვოკატმა ბესარიონ აბაშიძემ, ადვოკატებმა - იმედა დვალიძემ და ზვიად კორძაძემ, ასევე, ფეხბურთელებმა - ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილმა და ამჟამინდელმა წევრებმა - ლექსო ინწკირველმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მათ ორგანიზაციის მიზნებზე ილაპარაკეს. თქვეს, რომ ქართველი მოთამაშეები ხშირად დაუცველები არიან, რომ კაბალურ კონტრაქტებს აფორმებენ, რომ ხშირად კლუბები მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე უარს ამბობენ, ბედის ანაბარა ტოვებენ და ასე შემდეგ.

"პრესკონფერენციაზეც ვთქვით, რომ ჩვენი მიზანი ფეხბურთელთა კანონიერი ინტერესების დაცვაა - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე, კლუბებთან, ორგანიზაციებთან და უწყებებთან ურთიერთობაში, სფფ-ში, ფიფა-უეფაში და ნებისმიერ სასამართლოსა თუ არბიტრაჟში.

"საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციას" აქვს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის, FIFPro-ს მხარდაჭერა. სწორედ ასე მოვახერხეთ პირველი საქმის მოგება.

გიორგი შაშიაშვილი ბერძნული "ერგოტელისიდან" რომ წამოვიდა, კლუბს მისი დავალიანება ჰქონდა. იყო შეთანხმებული 16-თვიანი გრაფიკი, რომელიც არ სრულდებოდა. გიორგიმ დახმარებისთვის მოგვმართა, ჩვენ კი საქმეში მოთამაშეთა ინტერესების დამცველი ბერძნული ორგანიზაცია ჩავრთეთ და დავა ძალიან სწრაფად მოგვარდა.

"ერგოტელისმა" დავალიანებაც აღიარა და გადაცდომაც. შევთანხმდით ახალ გრაფიკზეც.

სხვათა შორის, კლუბის ხელმძღვანელობა ადამიანურად მოიქცა - ჩვენ გიორგის დიდ პატივს ვცემთ და რომ არა კრიზისი, ფულს რატომ დავაყოვნებდითო?" - გვითხრა "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის" დამფუძნებელმა ბესო აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი შაშიაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის "ერგოტელისში" 2009-12 წლებში თამაშობდა, ამ გუნდის ფორმა 67 შეხვედრაში მოირგო და 3 გოლიც გაიტანა.

შარშან ზაფხულში "ერგოტელისი" სუპერლიგიდან გავარდა და გამოცდილმა ქართველმა მცველმა კლუბი დატოვა. ამჟამად შაშიაშვილი თბილისის "დინამოში" ირიცხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
ბელორუსთან თავი ფავორიტებად არ უნდა ჩავთვალოთ - გოჩა ჯამარაული - 31 ოქტომბრის დაიჯესტი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"რუსთავში" ორ კვირის წინ მწვრთნელად დანიშნულმა გიორგი შაშიაშვილმა კლუბი დატოვა
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
"რუსთავის" მწვრთნელად გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა
"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა