ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ლიპარტელიანი ჩემპიონატით კმაყოფილია

ლიპარტელიანი ჩემპიონატით კმაყოფილია

ქართულ ძიუდოში მომხდარი დადებითი ძვრები და ტენდენციები ოპტიმიზმით გვავსებს
არ გვინდა, ძიუდოს ფედერაციისა თუ ეროვნული ნაკრების თავკაცთა ქება პათეტიკაში ჩამოგვერთვას - ამ ბოლოს ისედაც ხშირად გვიწევს მათზე აღმატებულ ხარისხში წერა, მაგრამ ქართულ ძიუდოში მომხდარი დადებითი ძვრები და ტენდენციები ოპტიმიზმით გვავსებს. ამდენი დაპირისპირების, ქაოსისა თუ ქრონიკული წარუმატებლობების შემდეგ, როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა და რა გასაკვირია, ჩვენც თუ გვიხარია, როგორც ქართული სპორტის, ქართული ძიუდოს ქომაგებს.

თბილისის სპორტის სასახლეში გუშინ დაწყებული საქართველოს ვაჟთა პირველობაც ამ პოზიტიური ძვრების ერთ-ერთი გამოვლინებაა. ადრეც ვწერდით, რომ ეს ჩემპიონატი ქართული ძიუდოს ახალი მესვეურებისთვის საჯილდაო ქვად იქცეოდა - აქ უნდა დამტკიცებულიყო, დაიცავდნენ თუ არა თავიანთ პრინციპულ პოზიციას და დაამყარებდნენ წესრიგს ძიუდოში. დღეს რა მოხდება ტურნირზე, ღმერთმა უწყის დ ვისურვოთ, ყველაფერი კვლავაც წყნარად ჩატარდეს, მაგრამ გუშინ ნანახით შეიძლება ითქვას, რომ გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. ცხადია, სპორტული მხარე კვლავაც ტოვებს უკეთესის სურვილს, მაგრამ ჭიდაობების შედარებით დაბალი ხარისხი სეზონის ბოლოს არცაა გასაკვირი - ჯერ არ არიან ფორმაში, სხვა მხრივ კი ასეთი მშვიდი პირველობა კარგა ხანია, არ გვინახავს. ეტყობა, გაჭრა წინასწარმა მუქარამ შფოთისთავებისადმი, რომ მკაცრად აგებდნენ პასუხს - გუშინ სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოხდა პატარა ინციდენტი, ისიც ტრიბუნაზე, მაგრამ მალევე აღკვეთეს. ყოველ შემთხვევაში, ამჯერად ნამდვილად არ ყოფილა ადრინდელივით ქუჩური ჩხუბი, აყალ-მაყალი, საქმის გარჩევა, იარაღის ტრიალი, მსაჯებსა თუ კონკურენტებზე გაქაჩვა.

მსაჯობა ვახსენეთ და ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: ტურნირის დამთავრების შემდეგ ნაკრების თავკაც სოსო ლიპარტელიანს კომენტარისთვის მივაკითხეთ. ამ დროს მასთან ერთი საერთაშორისო კატეგორიის ახალგაზრდა მსაჯი მივიდა და მადლობა გადაუხადა, ჩვენზე ზეწოლა არ ხდებოდა და თავისუფლად ვმსაჯობდითო. ცხადია, უნაკლო მსაჯობა არ ყოფილა და ერთი-ორი შეხვედრის შედეგი სინანულს იწვევს, მაგრამ ადრინდელთან შედარებით ამ მხრივ ბევრად უკეთესი ვითარება იყო. ასეა - დისციპლინა რომ ყველაფრის თავი და თავია, საყოველთაო ჭეშმარიტებაა, ხოლო თუ მოვინდომებთ, ბევრი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.

ჩემპიონატი ორგანიზაციულადაც ნორმალურად მიმდინარეობს - მართალია, სპორტის სასახლე უკვე ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, მაგრამ ამაზე უკეთესი ბაზა სადღეისოდ არ გვაქვს და რაკიღა წესრიგს იცავენ, შეჯიბრებაც ცივილურად ტარდება. გუშინდელი დღის მთავარ მოულოდნელობად მაყურებლის ინტერესი მიმაჩნია - ცხადია, სასახლე არ გავსებულა, მაგრამ სამუშაო დღის კვალობაზე მაინც ბლომად ხალხი მივიდა. იმედია, დღეს კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება, რადგან უფრო ძლიერი წონებია დარჩენილი. შეჯიბრება კვლავაც 11 საათზე დაიწყება, ფინალები - 17-ზე. მათი ნახვა ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში, ტურნირზე დასწრება კი უფასოა.

60 კგ.

ახლა, როცა ამ წონის ფინალში ძველი კადრები ვიხილეთ, კიდევ უფრო გულდასაწყვეტია ამირან პაპინაშვილის ტრავმა! ახალი არც ისაა, მაგრამ როტერდამის დიდი პრიზის მოგებით მის კარიერაში ახალი ეტაპის დაწყების იმედი გაგვიჩნდა. საინტერესოა, ჩაერეოდა თუ არა ის ლიდერთა დავაში, ან გააგრძელებს თუ არა პროგრესს ლოგიკურად, თუ ჰოლანდიური ოქრო რიგითი გამონათება იქნება;

ვიდრე ის ტრავმებს იშუშებს, მანამდე ჰეგემონობისთვის ქვემო ქართლელების - დავით ასუმბანისა და ბეთქილ შუკვანის პაექრობა გრძელდება. თუმცა რაღა პაექრობა - შუკვანი ჩემპიონატში ისედაც ტრავმირებული ხელით ჩაება და წინასწარ შეხვედრებში რამდენჯერმე ექიმთა ჩარევაც დასჭირდა, ნახევარფინალში კი პაატა მერებაშვილმა აკრძალული ხერხით ხელი ისე ატკინა, ფინალში ვეღარ იჭიდავა. იმედია, ტრავმა არაა იმდენად სერიოზული, მის სამომავლო კარიერას საფრთხე შეუქმნას. შუკვანი ახლაც ჩვეულებისამებრ ძლიერად ჭიდაობდა - ნახევარფინალამდე გამართული სამივე შეხვედრა წმინდად მოიგო (მესამე წრეში ტრისტან ფეიქრიშვილს ვაზარი ამოუქაჩა) და კაცმა არ იცის, ფინალში რა მოხდებოდა. შარშან მისი და ასუმბანის პაექრობა საინტერესოდ წარიმართა - საქართველოს ჩემპიონატზე შუკვანმა მოუგო, ასუმბანმა კი რევანში ბრწყინვალე იპონით თბილისის მსოფლიოს თასზე აუღო. ასუმბანმა ამჯერად ფინალამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან სამში წმინდად იმარჯვა, რაც კარგად მიგვანიშნებს მის მომზადებაზე, მაგრამ ფიზიკურად ჯერ კიდევ უნდა მოუმატოს.

მშობლიურ წონაში წლეულს დაბრუნებული მერებაშვილი იმ აკრძალული ილეთისთვის შეჯიბრებიდან მოხსნეს და ვერც ბრინჯაოსთვის იჭიდავა. ბევრს აინტერესებდა, 20 და 23-წლიანთა შორის ევროპის შარშანდელი ჩემპიონი დაძლევდა თუ არა ჩავარდნას და დაიბრუნებდა ძველ ადგილს,... სიმართლე გითხრათ, მისგან მეტს ველოდებოდით. თითქოს ურიგოდ არ უჭიდავია, მაგრამ ეს მაინც ვერ იყო ძველებური მერებაშვილი. მან ორი შეხვედრა მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო, თუმცა ორივე შემთხვევაში ანგარიშგასაწევ ფალავნებთან - სოსო ნიჟარაძესა და ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ გიორგი ბროლაშვილთან, იპონით კი მხოლოდ გიორგი კაციას მოუგო. მისმა დისკვალიფიკაციამ ვაჟა მარგველაშვილს გაუხსნა გზა ბრინჯაოსკენ, იმავე ხარისხის მეორე მედალი კი ფეიქრიშვილმა მოიპოვა. საამისოდ მან პირწმინდად დაჩაგრა ვალერი ლაფერაშვილი - იუკოებს ბოლოს ვაზარიც მიაყოლა. ფეიქრიშვილიც ქებას იმსახურებს, რადგან ახლებიდან ყველაზე გამორჩეულად იჭიდავა.

1. დავით ასუმბანი (ქვემო ქართლი), 2. ბეთქილ შუკვანი (ქვემო ქართლი), 3. ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი), ტრისტან ფეიქრიშვილი (თბილისი).

66 კგ.

ამ წონაში მეტ-ნაკლებად ახალი კადრი გიორგი შოშიაშვილია, თუმცა მას უფრო დავიწყებული ძველი ეთქმის - ევროპის ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალისა და ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი კარგა ხანს ვერ ახერხებდა უფროსებში თავის დამკვიდრებას. რამდენად ლოგიკურია მისი ამჟამინდელი წარმატება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

აქ იმდენად სერიოზული საკადრო პრობლემებია, ახალი სახეების გამოჩენას ნაკლებად ელოდნენ და მოულოდნელობა არც მომხდარა. სპეციალისტებსა და ქომაგებს უფრო ის აინტერესებდათ, რამდენად გაამართლებდნენ იმედებს ახალი ტალღის წარმომადგენლები, რომლებიც ანალოგიურ ტურნირებში პერიოდულად ჩნდებიან ხოლმე მედალოსნებში - შალვა ქარდავა, გიორგი ფერსაშვილი, ალექსანდრე იაკობაშვილი და სხვები... შედეგებიდან გამომდინარე, სამივემ გაამართლა - მედლები მოიპოვეს. ამათ გარდა, გამოვყოფთ შიდა ქართლელ ზურაბ გუჩმაზოვს და თბილისელ ბექა ბერიაშვილს - უმედლოდ კი დარჩნენ, მაგრამ საკმაოდ დამაიმედებლად იჭიდავეს. ბერიაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლევან ჩუბინიძეს ვაზარს უგებდა, მაგრამ გამოცდილებამ თავისი გაიტანა და ჩუბინიძემ სუფთად მოუგო. აი, გუჩმაზოვი დამამშვიდებლის ფინალში ვერაფერს გახდა იაკობაშვილთან. აქაც გამოცდილებამ ითამაშა თავისი როლი - იაკობაშვილმა ჯერ ორი იუკო მიითვალა, მერე კი - იპონიც.

ქარდავამ ძლიერად იასპარეზა, რაც მისგან შიდა პირველობებზე არ გვიკვირს - სახლში, ტრადიციულად, კარგად გამოდის. ღმერთმა ქნას, უცხოეთშიც ასე დამაჯერებლად იჭიდაოს! ჩემპიონმა ქულებით მხოლოდ მინდია ლილუაშვილს მოუგო პირველ წრეში, მერე კი შმაგი ლაგაზაურის, ლაშა ლომიძისა და ჩუბინიძის ბარიერებს სუფთა გდებებით გადაევლო. ფინალი საკმაოდ უინტერესო გამოდგა, რაც ფსიქოლოგიური ფაქტორით უნდა აიხსნას - გადამწყვეტ შეხვედრებს ხშირად ახასიათებს ხოლმე სიფრთხილე, რადგან მეტოქეები არ რისკავენ. ძირითად დროში მსაჯებმა ფალავნები ორ-ორჯერ გააფრთხილეს, დამატებითში კი ქულა არ გაკეთებულა. საბოლოოდ სამივე მსაჯმა გამარჯვება ქარდავას მიაკუთვნა, რაშიც შედავება ძნელია.

1. შალვა ქარდავა (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი), 2. გიორგი შოშიაშვილი (კახეთი), 3. გიორგი ფერსაშვილი (შიდა ქართლი), ალექსანდრე იაკობაშვილი (ქვემო ქართლი).

73 კგ.

გუშინ ეს წონა გამორჩეული აღმოჩნდა. ყველაზე მოულოდნელი და გულდასაწყვეტი შედეგიც აქ ვიხილეთ - ნუგზარ ტატალაშვილის ნაადრევი მარცხი; მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებებიც ლამის მთლიანად მხოლოდ აქ იყო; ახალი კადრიც ყველაზე მეტად აქ გამოიკვეთა - თბილისელი ზურაბ ნოზაძე, მაგრამ ჯერ ჩემპიონ თენგიზ პაპოშვილზე ვთქვათ. კახელ ფალავანს ადრეც მოუგია საქართველოს პირველობა და, ქარდავასი არ იყოს, შიდა შეჯიბრებებში კარგი ჭიდაობა არც მისგან გაგვკვირვებია. მან ხუთივე შეხვედრა წმინდად მოიგო და ტატალაშვილიც მანვე დაამარცხა ძალზე დამაჯერებლად - ორი ვაზარით. ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი პრიზიორი და მსოფლიოსა თუ ოლიმპიურ ჩემპიონებთან ტოლ-სწორად მოჭიდავე ტატალაშვილიც კარგად ჩაება ტურნირში, მაგრამ პაპოშვილმა დამაჯერებლად მოუგო - ორი ვაზარის შემდეგ შემთხვევითობაზე და გამართლებაზე ლაპარაკი უადგილოა. მით უფრო, ტატალაშვილმა მერე დამამშვიდებელშიც წააგო ზებედა რეხვიაშვილთან, პაპოშვილმა კი ფინალიც ულამაზესი გდებით მოიგო.

რეხვიაშვილის უმედლოდ დარჩენაც არანაკლებ დასანანია, ვიდრე - ტატალაშვილისა. ახალი თაობის კიდევ ერთი ნიჭიერი ფალავანი, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი და ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ძირითადში დავით კობერიძესთან დამარცხდა, დამამშვიდებლის ფინალში - ზვიად ბაზანდარაშვილთან. უცნაურია, მაგრამ ორივე შეხვედრაში დამატებითი დრო დასჭირდა და ორივე შემთხვევაში გამარჯვებულის ვინაობა მსაჯებმა გამოავლინეს! კობერიძესთან რეხვიაშვილი თითქოს ოდნავ აქტიური ჩანდა, პასიური არც ბაზანდარაშვილტან ყოფილა, მაგრამ გორელმა ფალავანმა დამატებითი დროის მეორე ნახევარი უფრო აქტიურად ჩაატარა. ეტყობა, მსაჯებზეც ამან მოახდინა გავლენა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ევროპიდან მოწვეულ კომისრებს არც ერთი შედეგი არ შეუცვლიათ. ვეჭვობთ, ეს ორი შეხვედრა დიდხანს იქნება განსჯის საგანი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ქულები არც რეხვიაშვილს გაუკეთებია. არადა, ასეთი ნიჭიერი მოზარდი მსაჯთა იმედზე არ უნდა აგდებდეს საკუთარ ბედს.

ამავე წონას უკავშირდება არბიტრთა მორიგი საკამათო გადაწყვეტილებაც, ამჯერად ამბაკო ავალიანისა და ნოზაძის მეოთხედფინალს. იქ იყო მომენტი, როცა ავალიანმა მეტოქე ჰაერში აატრიალა და ერთი შეხედვით, უნაკლო იპონზე დააგდო, მაგრამ მსაჯებმა ვაზარი მისცეს, მოგვიანებით კი ავალიანმა წააგო. თუმცა არც ეს ეპიზოდი გაუპროტესტებიათ და არც შედეგი შეუცვლიათ.

ნოზაძეს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ბოლო წუთის მოჭიდავე - გიორგი გასიტაშვილს, ლაშა ზურაბიანს, ავალიანსა და ბაზანდარაშვილს სწორედ ბოლო წუთებზე მოუგო. თანაც, გასიტაშვილის გარდა, ყველასთან ვაზარს აგებდა. ფინალში პაპოშვილმა, როგორც იტყვიან, სალამის თქმა არ აცალა, თორემ საქმე ბოლო წუთამდე რომ მისულიყო, ვინძლო, ნოზაძეს ახლაც იგივე გაეკეთებინა.

1. თენგიზ პაპოშვილი (კახეთი), 2. ზურაბ ნოზაძე (თბილისი), 3. ზვიად ბაზანდარაშვილი (შიდა ქართლი), ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი).

სოსო ლიპარტელიანი (ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "60 და 66 კილოგრამებში დიდ ცვლილებებს არ ველოდებოდით და ასეც მოხდა. 73-ში ძალიან მომეწონა ორივე ფინალისტი. მთლიანობაში, ჩემპიონატის დონე არ იყო ცუდი. იქნებ თავიდან არ იყო იმდენად დაძაბული შეხვედრები, მაგრამ მერვედფინალებიდან ხარისხმა იმატა. ჩემპიონატმა ახალი სახეებიც წარმოაჩინა, გამოჩნდა რამდენიმე კარგი ახალგაზრდა, რომლებიც ლიდერებთან ერთად აუცილებლად ჩაერთვებიან უცხოურ შეჯიბრებებში. ამჯერად უმედლოდ დარჩა რამდენიმე პერსპექტიული მოზარდი, რომლებზეც გარკვეულ იმედებს ვამყარებთ, მაგრამ მათ აუცილებლად მიეცემათ შანსი - ერთ ტურნირზე ნამდვილად გამოვცდით. მსაჯობით და ჩემპიონატის ორგანიზებით კმაყოფილი ვარ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა

[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე

[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება