ზუგდიდურ გუნდს სპორტული ეკიპირება საჩუქრად ეგვიპტელმა ლეგიონერმა გადასცა
კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში "ზუგდიდის" დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივაზე საინტერესო განცხადებები გააკეთა.
"ჩვენი უმთავრესი პრობლემა უფინანსობაა. სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას და საჭიროა, ავხსნათ და გავაანალიზოთ, გუნდში მოსვლისას რა მემკვიდრეობა დამხვდა.
მართალია, "ზუგდიდს" ჰქონდა შედეგი და ზედა ექვსეულში ადგილი დაიბევა, მაგრამ ეს ყველაფერი რის ფასად მოხდა? განვლილი სეზონის პირველ ეტაპზე საბიუჯეტო სახსრები მაქსიმალურად დაიხარჯა და მეორე ეტაპზე კლუბს უზარმაზარი ვალები გადმოჰყვა.
2013 წლის იანვარში, დირექტორის რანგში ჩემი მოსვლისას, ბიუჯეტი 700 000 ლარი იყო. აქედან 220 000 ლარი წინა ორი თვის (2012 წლის ნოემბერ-დეკემბრის) ხელფასების დავალიანების დასაფარად გავეცით. იყო სხვა დავალიანებებიც და მეორე ეტაპზე არსებობა 400 000 ლარით მოგვიხდა - ესეც გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდზე, არამედ დუბლებზე, ჭაბუკთა ლიგისა და ბავშვთა გუნდებზეც.
ოპონენტები გვსაყვედურობენ - თუ არასაკმარისი ბიუჯეტი იყო, ზამთარში თურქულ შეკრებაზე რატომ წახვედით, თანხა დაიზოგებოდაო. ეს ხალხი არაპროფესიონალიზმში მადანაშაულებს, მაგრამ ზედა ექვსეულში მოხვედრილ გუნდს სჭირდებოდა თუ არა სრულფასოვანი მომზადება?
იმასაც მსაყვედურობენ, რომ ხელფასისა და პრემიების თანხა უაზროდ გავფლანგე - რაც არ გვქონდა, როგორ გავფლანგე?"
კლუბის დირექტორმა სათამაშო ეკიპირებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზეც ილაპარაკა:
2012 წელს შეძენილი "ნაიკის" ორი სათამაშო კომპლექტი გუნდს შარშანვე უნდა მიეღო, მაგრამ თანხის გადაუხდელობის გამო დღემდე თბილისშია. ამჟამად "სალერის" ფორმები გვაცვია.
ვწუხვარ, ასეთ თემებზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ გუნდს სპორტული ეკიპირება საჩუქრად ეგვიპტელმა ლეგიონერმა გადასცა. კლუბის სახელით მას მადლობას ვუხდით".
სეზონის სტარტის ჩაგდების გამო "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება. ჭეჟია ამ თემასაც გამოეხმაურა:
"გაზაფხულზე სახელფასო ბიუჯეტი მაქსიმალურად შევკვეცეთ და ბოლო წლების განმავლობაში პირველად, გუნდში ხელფასებზე არ დაუწუწუნიათ.
ახლა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მყარი გარანტია გვაქვს - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაგვაფინანსებენ, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტში ყველაფერი ნათლად იქნება გაწერილი და ვფიქრობთ, ამ ქაოსს თავს დავაღწევთ.
ახლა მძიმე პერიოდია და როგორმე გუნდი უნდა შევინარჩუნოთ, შემდეგ კი თანდათან დავლაგდებით...
მინდა, ყურადღება სიახლეზეც გავამახვილო. ჩვენ ადრე "ბაიას" ბაზაზე ვემზადებოდით, რაშიც სოლიდური თანხები იხარჯებოდა. მეორე ეტაპზე მისი დაქირავება აღარ შეგვეძლო. ამიტომ თურქეთიდან დაბრუნებისთანავე "რუხის" ბაზის მოწესრიგებას შევუდექით და საკუთარი სახსრებით სველი წერტილები გავარემონტე.
მინდვრის საფარს მოწესრიგება სჭირდება, მაგრამ ამ საქმესაც მოვუვლით. ამ დღეებში კი ზედა ეწერის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყება, ხარისხიანი საფარი გვექნება და იქ მხოლოდ ჩვენი პირველი გუნდი ივარჯიშებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ამირ აზმი მეგაჰედი: მგონი, ქართველი მამლუქების შთამომავალი ვარ
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ლევან კუტალაია: ისევ უმაღლესი ლიგის გუნდში თამაში მსურს და ეს რეალურია
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
გიორგი დარასელია "ზუგდიდის" მწვრთნელად, კობა წიტაიშვილი - დირექტორად...
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ზუგდიდის "ოდიში": მოვიპოვოთ ევროსაგზური, შევავსოთ სტადიონი!
მალხაზ ჭეჟია "ზუგდიდის" დირექტორის თანამდებობიდან გადადგა
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
სიჭინავა პირველივე შეხვედრისას დამემუქრა - რას ჰყვება "ზუგდიდის" ყოფილი დირექტორი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა