"ბრუკლინში" უთანხმოებაა?
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გენერალურმა მენეჯერმა მიტჩ კუპჩაკმა აღიარა, რომ 1996 წლიდან მოყოლებული, ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო უშუალოდ თამაშების დროს კობი ბრაიანტის მართვა.

"ისეთი მოთამაშის მართვა, როგორიც არის კობი, შეუძლებელია. დამიჯერეთ, ბოლო 18 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო მისი შეცვლა. შეუძლებელია თამაშის დროს მისი ხელმძღვანელობა.

ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს ამჟამინდელ მწვრთნელ მაიკ დ’ენტონის – უკეთ გაიცნოს კობი და მიხვდეს, როგორ ჯობია მასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ეს არის მაიკის ერთადერთი შანსი. ვერც ერთმა მწვრთნელმა, ვინც ჩვენთან 1996 წლიდან მუშაობდა, ვერ შეძლო კობისთან გამკლავება და ვერავინ შეძლებს ამას", - ამბობს კუპჩაკი "ლოს ანჯელეს თაიმსთან" კომენტარში.

ამასობაში, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც ბრაიანტმა გასული რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს მიიღო, "ლეიკერსის" ლიდერი პირველად გავიდა საკალათბურთო მოედანზე. კობი სროლებში ვარჯიშობდა და მსუბუქ გარბენებს ასრულებდა.

"ის აგრძელებს პროგრესს. დღეს მას საერთო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მაინც ნაყოფიერად იმუშავა", - ამბობს "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელი მაიკ დ'ენტონი.

"ბრუკლინში" უთანხმოებაა?

ამერიკული პრესა იტყობინება, რომ "ბრუკლინ ნეტსის" მთავარ მწვრთნელ ჯეისონ კიდს, რომელსაც ამ ამპლუაში დებიუტი ექნება ახალ სეზონში, გარკვეული უთანხმოება შეექმნა კევინ გარნეტთან.

დაახლოებით ორი თვის წინ მწვრთნელმა ფორვარდს განუცხადა იმის შესახებ, რომ უნდა დაზოგოს რეგულარული ჩემპიონატის მსვლელობისას ვეტერანი კალათბურთელის ენერგია. კერძოდ, იმ შემთხვევებში, როცა "ნეტსს" ორი დღის განმავლობაში ორი მატჩი ექნება ჩასატარებელი, კიდი ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე არ შეუშვებს გარნეტს. თითქოს სავსებით ლოგიკური ნაბიჯია, მაგრამ მან მოწონება ვერ ჰპოვა კალათბურთელში.

"მესმის, რისი თქმაც უნდა მას. ჯეისონს სურს დარწმუნდეს, რომ მე არ გავტყდები... მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემთვის არაფრის თქმა საჭირო არ არის. ვფიქრობ, დავიმსახურე ის, რომ საკუთარი აზრი მქონდეს", - განაცხადა "მინესოტასა" და "ბოსტონის" ყოფილმა მოთამაშემ.

"მეომრები" ციხეში იყვნენ

საინტერესო აქცია მოაწყო "გოლდენ სტეიტ უორიორზმა". ამ გუნდის კალათბურთელები და ხელმძღვანელობა სან კვენტინის ციხეს ესტუმრნენ, სადაც პატიმრებთან გამართეს საკალათბურთო შეხვედრა.

"კალათბურთი არ არის ვიზიტის ერთადერთი მიზანი. ჩვენ ხომ შეგვიძლია, ადამიანების ბედზე გავლენა ვიქონიოთ", - აღნიშნა "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა მარკ ჯექსონმა, რომელმაც ასევე მიიღო ამ მატჩში მონაწილეობა.

თამაში საკმაოდ საინტერესო ბრძოლაში წარიმართა და ბოლო მეოთხედის წინ "უორიორზი" მხოლოდ ერთი ქულით იგებდა, თუმცა მოიპოვა საბოლოო გამარჯვება - 136:121.

"არ შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანებზე იქამდე, სანამ მათ კარგად არ გავიცნობთ", - დაასკვნა "გოლდენ სტეიტის" გენერალურმა მენეჯერმა ბობ მაიერსმა. მან ამ მატჩში 40 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოჯახური განხეთქილება "ლეიკერსში"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
მესამე ლეგენდაც წავიდა: გარნეტი ბრაიანტსა და დანკანს მიყვა
ჩონსი ბილაპსი "დეტროიტში" დაბრუნდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე
მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
კრიმინალური საკითხავი: 355 სისხლის სამართლის დანაშაული
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
ბრძოლა კარგია, ოღონდ არა ბინძური - მიროტიჩმა ზაზა ფაჩულიაზე ილაპარაკა
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე
ზაზა ფაჩულია: ნოვიცკის გვერდით თამაში რაღაც განსაკუთრებულია, არა?
ᓛᕐᓘᕙᕚ ᕯᓝᓠᕓᕐᓜᓘ: ᓑᓐᕕᓨᕕᓝᓑᕐᓨᓘ ᓠᕐᕡᕘᓡᓢᓘ ᓕᓘᓧᓐᓕᕘ
"ორლანდო მეჯიქი" მწვრთნელის გარეშე დარჩა
ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა
ზაზა ფაჩულია: ევრობასკეტის 1/4-ფინალში მოხვედრის ძალა შეგვწევს