ეს "იუვე" ცოტა ვერაა - "ბებერმა ქალბატონმა" საქმე ტრადიციულად გაირთულა
"იუვენტუსმა" ვერც "გალათასარაის" მოუგო და ორი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს, მაგრამ ესეც საკმარისია იმისათვის, რომ მეორე ადგილზე იყოს.

ვერც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოუგო "შახტარს", მაგრამ იმ შეხვედრაში რაიან გიგზმა თავისი ლეგენდარული სტატუსი მორიგი რეკორდით გაიმყარა.

მადრიდში რონალდო და დი მარია "დაფრინავენ", პარიზში - ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

A ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუნაიტედი 2 1 1 0 5-3 4

2. შახტარი 2 1 1 0 3-1 4

3. ლევერკუზენი 2 1 0 1 4-5 3

4. სოსიედადი 2 0 0 2 1-4 0

შახტარი-იუნაიტედი 1:1

გოლები: 0:1 უელბეკი (18), 1:1 ტაისონი (76)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვიაჩესლავ შევჩუკი (შახტარი)

"შახტარმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" დონეცკში სუსტი ფეხბურთი გვიჩვენეს, მაგრამ ეს მატჩი მაინც შევიდა ისტორიაში. ამის მიზეზი მანკუნიანელთა უბერებელი ფეხბურთელი რაიან გიგზია.

39 წლის უელსელი მოედანზე 66-ე წუთზე, მარუან ფელაინის ნაცვლად შევიდა - გიგზისთვის ეს ევროსარბიელზე 145-ე შეხვედრა გახლდათ, რითაც რაიანი რეკორდსმენია და "რეალის" ლეგენდას, რაულს უსწრებს.

უშუალოდ მატჩი კი ერთობ უინტერესო გამოდგა, თუმცა ორი გოლი მაინც ვნახეთ. უელბეკის გოლი დონეცკელთა მცველების პოზიციური შეცდომის წყალობა იყო, ხოლო ტაისონის გოლი კი "იუნაიტედის" უკანახაზელ ნემანია ვიდიჩის სინდისზეა, რომელმაც ბურთი პირდაპირ ტაისონისკენ მოიგერია. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებს ინგლისურ კლუბებთან საკუთარ მოედანზე არასდროს წაუგიათ.

იხილეთ ვიდეო

დევიდ მოიესი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი):

"მიმაჩნია, რომ მოპოვებული ქულით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან უკრაინელებს ინგლისურ კლუბებთან კარგი ბალანსი აქვთ. ბიჭებმა კარგად იბრძოლეს."

მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მთავარი მწვრთნელი):

"ფრე ისეთი შედეგია, რომლითაც არცერთი გუნდი არ დარჩა უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ ისეთი მატჩი გამოდგა, რომ ფრითაც კმაყოფილები ვართ."

ლევერკუზენი-სოსიედადი 2:1

გოლები: 1:0 როლფესი (45), 1:1 ველა (52), 2:1 ჰეგელერი (92)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იენს ჰეგელერი (ლევერკუზენი)

დონეცკში დაფიქსირებული ფრე ყველაზე მეტად "ლევერკუზენს" აწყობდა. გერმანელებმა საკუთარ "ბაი-არენაზე" "რეალ სოსიედადი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს და ინგლისურ და უკრაინულ გრანდებს ახლა უკვე მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან, რაც "ლევერკუზენს" მერვედფინალში გასვლის კარგ შანსს უტოვებს.

პირველი გოლის მომენტში შესანიშნავი იყო "ფარმაცევტების" კაპიტანი სიმონ როლფესი, რომელმაც არა მარტო გაიტანა, არამედ გოლი სწორედ თავად შექმნა - ჯერ კუთხურის დროს თავით ყველას დაასწრო, მერე კი, მოგერიებულ ბურთზეც ყველას აჯობა და ანგარიში გახსნა.

"ბასკებმა" მეორე ტაიმში ოდნავ მოუმატეს და გოლი დაიმსახურეს - მართალია, გერმანელები აპროტესტებდნენ, მაგრამ ჰილბერტმა საჯარიმოში წესები მართლა დაარღვია, პენალტი კი კარლოს ველამ შეასრულა.

"ლევერკუზენის" ახალგაზრდა და უნიჭიერესმა მეკარემ ბერნდ ლენომ მისი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ველამ დამატებაზე ივარგა. რაც შეეხება გამარჯვების გოლს - ის მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე გავიდა და ნამდვილი შედევრია. იენს ჰეგელერმა საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ბრავოს მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

მართალია, ჰეგელერი თამაშში 85-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ 7 წუთი ეყო იმისათვის, რომ მატჩის გმირი გამხდარიყო. გოლამდე მან მაქს კრუზეს შეუქმნა კარგი მომენტი.

საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ ლევერკუზენელებს, ცოტა არ იყოს, გაუმართლათ, რადგან კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში სუსტად გამოიყურებოდნენ და მატჩის ბოლოს გამარჯვების გოლთან "სოსიედადი" უფრო ახლოს იყო...

იხილეთ ვიდეო

B ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 2 2 0 0 10-1 6

2. იუვენტუსი 2 0 2 0 3-3 2

3. კოპენჰაგენი 2 0 1 1 1-5 1

4. გალათასარაი 2 0 1 1 3-8 1

იუვენტუსი-გალათასარაი 2:2

გოლები: 0:1 დროგბა (36), 1:1 ვიდალი (78-პენ), 2:1 კვალიარელა (87), 2:2 უმუთ ბულუთი (88)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფაბიო კვალიარელა (18)

რობერტო მანჩინის "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელის რანგში კინაღამ საოცნებო დებიუტი გამოუვიდა, თუმცა ტურინში 2:2 მისთვის და მისი შეგირდებისთვის ყველანაირად კარგი შედეგია.

მანჩინიმ "რეალთან" (1:6) და თურქეთის ჩემპიონატის საწყის ტურებში შერცხვენილი "გალათასარაი" ტურინში ისე ათამაშა, რის გამოც "მანჩესტერ სიტიდან" გამოაგდეს: "გალამ" კომპაქტური და დისციპლინირებული დაცვით "იუვენტუსს" "სიცოცხლე გაუმწარა".

უკან ნული, წინ დროგბა - სულ ეს იყო თურქული გრანდის რეცეპტი ტურინში. ანგარიში სწორედ დროგბამ გახსნა - მან ბონუჩის შეცდომით ისარგებლა, კარიდან გამოსული ბუფონიც გაასრიალა და "იუვეს" ფანები დაადუმა. ეს 36-ე წუთზე მოხდა, რის შემდეგაც "იუვენტუსი" განრისხებული უტევდა, მაგრამ ტაიმი ისე დამთავრდა, ანტონიო კონტეს შეგირდებმა ვერაფერი გააწყვეს.

"იუვენტუსმა" "გალათასარაი" მეორე ტაიმში უფრო დაწნეხა, მაგრამ "თურქული ბეტონს" ბზარი არა და არ უჩნდებოდა. შეხვედრის მიწურულს თითქოს ტურინელებიც დაიღალნენ და ხეირიანადაც ვეღარ უტევდნენ, მაგრამ სწორედ მაშინ დაუდო ფეხი ნორდინ ამრაბატმა ფაბიო კვალიარელას და ამ უკანასკნელმაც მაშინვე თერთმეტმეტრიანის მოპოვებაზე იზრუნა. არტურო ვიდალის პენალტი მუსლერასთვის აუღებელი იყო...

გოლმა "იუვეს" მეორე სუნთქვა გაუხსნა და ათ წუთში კონტეს ბიჭები წინ გავიდნენ - კვალიარელამ, რომელსაც არავინ მეურვეობდა, თავით აუღებელი დარტყმა შეასრულა.

მაგრამ "გალათასარაიმ" მაინც გაათანაბრა: ერთ წუთში დროგბამ ჯორჯო კიელინის საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და ბურთი უმუთ ბულუთისკენ გაგზავნა, რომელიც ბუფონთან, ფაქტობრივად, პირისპირ დარჩა და ჯიჯი უშანსოდ დატოვა.

ორი ქულა ორი ტურის შემდეგ - "იუვენტუსისთვის" ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ "ბებერი ქალბატონი" მაინც მეორე ადგილზეა. თუმცა "იუვენტუსს" ახლა "რეალთან" ზედიზედ ორი პაექრობა ელის, "გალა" კი ორჯერ შეხვდება "კოპენჰაგენს"...

იხილეთ ვიდეო

ფაბიო კვალიარელა (იუვენტუსი):

"ამ მატჩში ფრე არანაირად არ გვაწყობდა, "იუვენტუსისთვის" ეს ცუდი შედეგია. საკუთარი თამაში ვერა და ვერ ვიპოვეთ. ახლა "რეალთან" გაათმაგებული კონცენტრაციით თამაში გვმართებს."

რობერტო მანჩინი ("გალათასარაის" მწვრთნელი):

"გუნდში ძალიან ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი მყავს. უბრალოდ, ბიჭებს საკუთარი შესაძლებლობების უნდა სჯეროდეთ. ორი დღეა, "გალათასარაიში" ვმუშაობ - რთული კვირა გვქონდა და ბევრი საქმე გვაქვს."

რეალი-კოპენჰაგენი 4:0

გოლები: 1:0 კ. რონალდო (21), 2:0 კ. რონალდო (65), 3:0 დი მარია (71), 4:0 დი მარია (91)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი (რეალი)

კრიშტიანო რონალდომ ევროსარბიელზე მე-100 მატჩი ჩაატარა და 21-ე წუთზე თავით ანგარიში გახსნა, რაც არა მარტო მისთვის, არამედ ზოგადად "რეალისთვისაც" ისტორიული გოლი გამოვიდა - ეს იყო მადრიდული გრანდის მიერ საკუთარ მოედანზე გატანილი მე-500 გოლი ჩემპიონთა ლიგაში.

"კოპენჰაგენთან" საშინაო შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო იკერ კასილიასისთვისაც, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 250-დღიანი (!) პაუზის მერე პირველად იასპარეზა. "რეალმა" რონალდოსა და დი მარიას დუბლებით, მოლოდინისამებრ, დიდი ანგარიშით მოიგო და ორი ტურის შემდეგ უახლოეს მდევარ და კონკურენტ "იუვენტუსს" უკვე 4 (!) ქულით უსწრებს...

იხილეთ ვიდეო

C ჯგუფი

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 2 2 0 0 7-1 6

2. ოლიმპიაკოსი 2 1 0 1 4-4 3

3. ბენფიკა 2 1 0 1 2-3 3

4. ანდერლეხტი 2 0 0 2 0-5 0

პსჟ-ბენფიკა 3:0

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (5), 2:0 მარკინიოსი (25), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (30)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)

"ბაიერნის" ხელმძღვანელების კრიტიკას ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბენფიკასთან" ბრწყინვალე თამაშითა და ორი გოლით უპასუხა.

32-ე დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე შვედი თავდამსხმელი მატჩის და ზოგადად, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. იბრამ გადაჭედილ "პარკ დე პრენსზე" ანგარიში უკვე მეხუთე წუთზე გახსნა - ვან დერ ვილის გამჭოლ პასს დახვდა და ბურთი ლისაბონელთა კარში მარტივად შეაგორა.

პარიზელთა მეორე გოლიც იბრაჰიმოვიჩის დამსახურებაა - ზლატანმა კომბინაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პასი ქუსლით გააკეთა. მერე კი, ზუსტად ხუთ წუთში ისევ თვითონ გაიტანა - კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას აჯობა და თავით გაიტანა.

მე-2 ტაიმში პსჟ დამშვიდდა, რადგან პორტუგალიელებისგან საფრთხე ოდნავადაც არ იგრძნობოდა. "ბენფიკას" მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუსმა თამამი ცვლილებები კი გააკეთა, მაგრამ ეს, უბრალოდ, არ იყო "ბენფიკას" დღე.

ამრიგად, ორი ტურის შემდეგ პარიზულ კლუბს ექვსი ქულა აქვს და უკვე სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

იხილეთ ვიდეო

ანდერლეხტი-ოლიმპიაკოსი 0:3

გოლები: 0:1 მიტროღლუ (17), 0:2 მიტროღლუ (56), 0:3 მიტროღლუ (72)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კოსტას მიტროღლუ (ოლიმპიაკოსი)

ეს შეხვედრა კი ბედის უკუღმართობის აპოგეა იყო. "ანდერლეხტი" უტევდა, უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტებს ქმნიდა, გოლები კი ბერძნებმა გაიტანეს. უფრო სწორად, კოსტას მიტროღლუმ - სამივე გოლი მის ანგარიშზეა. განსაკუთრებით მომხიბვლელი კი მესამე გოლი გამოუვიდა, რომელიც საჯარიმოს გარედან, აუღებელი დარტყმით შეასრულა.

კითხვაზე, რატომ მოიგო "ოლიმპიაკოსმა" 3:0, პასუხის გაცემა ძნელია...

იხილეთ ვიდეო

D ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 2 2 0 0 6-1 6

2. სიტი 2 1 0 1 4-3 3

3. ცსკა 2 1 0 1 3-5 3

4. პლზენი 2 0 0 2 2-6 0

სიტი-ბაიერნი 1:3

გოლები: 0:1 რიბერი (7), 0:2 მიულერი (56), 0:3 რობენი (60), 1:3 ნეგრედო (80)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტონი კროოსი (ბაიერნი)

"ბაიერნის" კონკურენტი ამ ჯგუფში "მანჩესტერ სიტი" უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რეკორდმაისტერი ჯგუფში უკონკურენტო იქნება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის შეხვედრა, რომელიც "ბაიერნმა" მანჩესტერში აბსოლუტურად უპრობლემოდ, 3:1 მოიგო და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს.

თანაც, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი მესამე და მეოთხე ტურებში პლზენის "ვიქტორიას" უნდა შეხვდეს, რომელსაც ალბათ მეორე შემადგენლობითაც იოლად მოუგებს.

გვარდიოლამ მანჯუკიჩი მოულოდნელად სკამზე დასვა, ყველაზე წინ, ცენტრფორვარდად თომას მიულერი გაამწესა და ამ უკანასკნელმაც მადლობა გოლით გადაუხადა. თანაც, მიულერმა გოლი ისე შეასრულა, ნებისმიერ კლასიკურ ცენტრფორვარდს შეშურდებოდა.

მას გვერდებიდან და ხანაც ცენტრიდან რიბერი და რობენი ეხმარებოდნენ - დანარჩენი გოლებიც მათ ანგარიშზეა. ფილიპ ლამი ისევ საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ, შვაინშტაიგერსა და კროოსს კი ცენტრში ჩაშლაზე მეტად შექმნა ევალებოდათ.

აღსანიშნავია, რომ მანუელ პელეგრინიმ ნეგრედო სკამზე დატოვა, ძირითადში კი ედინ ჯეკო გაამწესა, მაგრამ ბოსნიელი ვერაფერს გახდა. ის ერთადერთი, პრესტიჟის გოლი კი სწორედ ნეგრედოს ანგარიშზეა, რომელმაც იმდენად ეფექტური ბურთი შეაგდო, რომ უდავოდ სასტარტოში თამაშს იმსახურებს.

"ბაიერნი" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უნაკლოდ დომინირებდა და გამარჯვება ასი პროცენტით დაიმსახურა. მიუნხენელებმა კონცენტრაცია მხოლოდ მატჩის მიწურულს დაკარგეს და სწორედ მაშინ გაუშვეს ბურთი.

იხილეთ ვიდეო

მანუელ პელეგრინი ("მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი):

"ამ მატჩის შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის მხრივ გადამწყვეტი არაა, რადგან ჩვენ არ ვართ "ბაიერნის" კონკურენტები, "ბაიერნი" უკონკურენტოა. თუმცა ბიჭებთან რამდენიმე საკითხზე დალაპარაკება მომიწევს."

ხოსეპ გვარდიოლა ("ბაიერნის" მწვრთნელი):

"კარგად ვითამაშეთ, პრესინგსაც მშვენივრად მივმართავდით და საჰაერო ორთაბრძოლებსაც ვიგებდით. ყველაფრით კმაყოფილი ვარ."

ცსკა-პლზენი 3:2

გოლები: 0:1 რაიტორალი (4), 1:1 ტოშიჩი (19), 2:1 ჰონდა (29), 3:1 რეზნიკი (78-საკ. კარში), 3:2 ბაკოში (91)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კეისუკე ჰონდა (ცსკა)

ჩეხებმა მოსკოვში ანგარიში გახსნეს, მერე ორი გოლი მიიღეს და მატჩის მიწურულს, როცა მასირებულ შეტევებზე გადავიდნენ და როცა ცსკა-ს კარში გოლი თითქოს "მწიფდებოდა", "პლზენის" მეკარე მატუშ კოზაჩიკს ისეთი რამ დაემართა, რომ სტუმრებს ხასიათი ლამის სამუდამოდ წაუხდათ.

"ვიქტორიას" მეკარემ რადიმ რეზნიკის აბსოლუტურად უხიფათო, დაბალი პასი გაატარა - ბურთს ფეხი ძალიან კომიკურად ააცილა და ანგარიში 3:1 გახდა.

91-ე წუთზე ჩეხებმა ერთი ბურთი მაინც გაქვითეს და წაგება მხოლოდ თავიანთ მეკარეს უნდა დააბრალონ, რომელიც ხსენებულ მომენტში რატომღაც ძალიან "გამოთაყვანდა".

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტურის მიმოხილვა: ვენგერს იოზილმა მიულოცა [VIDEO]

[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
კასილიასმა უარყო, რომ გეია - მას ესპანელ მსახიობთან აქვს რომანი
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
[VIDEO] ასაკს რა მნიშვნელობა აქვს - რონალდომ ფინალის წაგების შემდეგ ცხარე ცრემლებით იტირა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
"შეშლილი ხარ, ნაგავი ადამიანი ხარ და დედობას არ იმსახურებ" - გიგზის სასამართლო გრძელდება, ყოფილა მეუღლემ სკანდალური ჩანაწერები გამოაშკარავა
ქალებზე ძალადობის გამო გიგზი უელსის ნაკრებიდან მოკვეთეს
გიგზი: ზიდანს ბეილზე ვერ ვესაუბრე, ინგლისური კარგად არ იცის...
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ბენფიკა VS ბაიერნი - 60 ათასი ფანი კარგი ტესტია
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
ᓘᓐᓞᓝᓜᓘᓐ-ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ 0:0 - ᓗᓘᓗᓝ ᓥᓣᓚᓐ ᓓᓐ ᓙᓛᓐᓧᓝᓤᓘᓚᓔᓑᓐ [VIDEO]
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
იკერ კასილიასმა ინფარქტის გადატანის შემდეგ პირველად ივარჯიშა
მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფის წინ: გასაუბრება ღმერთთან
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
რუმინეთი VS საბერძნეთი - ბრძოლა იყო, ახლა ომის ჯერია
კანავარო კასილიასს: შენ ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდები, მე კი - "რეალის" მწვრთნელი
მეგობარი ქალის ცემაში დადანაშაულებული გიგზი 3 მატჩით გადააყენეს
პიკე კასილიასს: რამდენჯერ გამოგიღია ბურთი "კამპ ნოუზე" კარიდან...
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
მბაპე რონალდო არ არის - კილიანის "რეალიდან" წასვლის მოთხოვნას ათმა მილიონმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
საბერძნეთი-რუმინეთი 3:1: სერიოზული უპირატესობა
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
[VIDEO] დუბლი და ნანატრი ტიტული - რონალდოს "ალ ნასრი" ჩემპიონი გახდა
რუმინეთი-საბერძნეთი 1:1 - ტოროსიდისის სუპერგოლი... საკუთარ კარში [VIDEO]
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
ბეილმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
იკერ კასილიასმა შეიძლება კარიერა დეკემბერში განაახლოს
სარასგან სარასთან - კასილიასს ახალი გულისსწორი ჰყავს
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს