ინიესტა "ბარსელონას" მთელი ყურადღების "ალმერიასთან" მატჩზე გამახვილებას ურჩევს
ბარსელონას ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ გუნდმა "რეალთან" კლასიკოზე ფიქრით ტვინი არ უნდა გამოიფიტოს და ყურადღება უახლოესი ტურის "ალმერიასთან" მატჩზე გადაიტანოს.

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ისტორიულ მეტოქეს მადრიდის "რეალს" ერთადერთი ქულით ჩამორჩებიან. 29 ნოემბერს გასამართ "კლასიკომდე" შაბათს "ლოს ბლანკო" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლებს, მაშინ როცა "ბარსელონა" "ალმერიას" ესტუმრება. ბევრი უკვე "კლასიკოზე" ფიქრობს, ინიესტა კი ცივ გონებას ინარჩუნებს.

"სამი ქულის აღება "ალმერიასთან" ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მადრიდის "რეალის" დამარცხებით მოპოვებული სამი ქულა. არა მგონია, ძალიან ძნელი იყოს "რეალზე" ფიქრის თავიდან ამოგდება. ამჟამად ჩვენი ამოცანა მთელი ყურადღების "ალმერიასთან" მატჩზე გამახვილებაა. ვფიქრობ, შეუძლებელია 100%-ით საუკეთესო ფორმაში ყოფნა, უბრალოდ, მუდმივად უნდა აუმჯობესებდე მას. ამჟამად კარგად ვთამაშობთ, მაგრამ კიდევ უფრო უნდა მოვუმატოთ", - განაცხადა ინიესტამ.

ინიესტამ ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ დაპირისპირებაზეც ისაუბრა: "ბილბაო" ყოველთვის რთული მეტოქეა, მითუმეტეს რომ მეორე თამაში სტუმრად გვიწევს. ისინი თასზე ყოველთვის საშიშნი არიან". "

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი პსვ-დან იბრაჰიმ აფელაის გადმოსვლასაც მიესალმა და აღნიშნა: "ის იმიტომ მოვიდა, რომ გუნდს სჭირდება და კლუბის მესვეურები მასში კარგ ფეხბურთელს ხედავენ. ვიცი, რომ აფელაის ბევრი კარგი თვისება აქვს და თან ძალიან ახალგაზრდაა. "ბარსელონა" მისთვის იდეალური ადგილი იქნება, სადაც როგორც ფეხბურთელი, გაზრდას შეძლებს".

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა