"არგენტინის სახლის" თავმჯდომარე, საქართველოში პელეს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
"არგენტინის სახლის" თავმჯდომარე საქართველოში ნიკოლოზ პატარქალიშვილი, პელეს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც 7 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, საქართველოში უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ურუგვაის, არგენტინის, ბრაზილიის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები მიიღებენ და ის მსოფლიო ფეხბურთის 150 წლის და ქართული ფეხბურთის 110 წლისთავს მიეძღვნება.

მისივე განმარტებით, ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით, მზადყოფნა გამოთქვა სამივე ქვეყანამ, თუმცა ქართული მხარისგან ჯერჯერობით პასუხი მიღებული არ არის.

"ამ ტურნირის ფარგლებში, ჩვენ გვსურს, საქართველოში ჩამოვიყვანოთ ფეხბურთის მეფე პელე, რომლის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ტურნირს, მისი ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების ჩამოსვლასაც.

მთავრობის კანცელარიას მივმართეთ თხოვნით, რათა ამ ტურნირის ჩატარებაში დაგვხმარებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით მათგან კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია.

ჩვენ ვითხოვთ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, რადგან ვფიქრობთ, რომ ინფორმაცია პრემიერის ყურამდე არ მისულა, თორემ ასეთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერაზე უარს არ იტყოდა", - აღნიშნა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.

დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა პედრო კაბრალ დე სილვა ჯუნიორსიც, რომელიც არის არგენტინული მხარის წარმომადგენელი.

მისი თქმით, პელეს მხრიდან, მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკისა, გამოთქმულია მზადყოფნა, რომ იგი ჩამოვიდეს საქართველოში, თუმცა ამისთვის სჭირდებათ თანადგომა.

წყარო: interpressnews.ge

მიშა
ეს კაცი არ გვეშვება. არ იცის, ფული რაში გააკეთოს და ხან რას მოდება და ხან რას.
ramo
ამან ხო წაიღო ერთი ადგილის ტვინი. თუ უნდა ჩატარება ტურნირის, ჩაატაროს თვითონ. თუ მთავრობამ ჩაატარა, ეგ ვის რაში ჭირდება, ბარემ ფედერაციას ან სპორტკომიტეტს დაავალებს.
ზურა
თანადგომა თუ თანადაფინანსება? საინტერესოა რა ჯდება პელეს ვიზიტი.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...
"მაშინ მზად იყო 60 წლის პელესთვის კონტრაქტი მართლა გაეფორმებინა" - რონალდომ ლეგენდასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა
"პელეს მხოლოდ სარკე ირეკლავდა, ის არ ჩანდა!" - ხორხე ვალდანო
ინფანტინომ პელეს კუბოსთან სელფი გადაიღო - ფიფას პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკეს
ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
პელე იმ ადგილზე დაკრძალეს, რომელიც 19 წლის წინ ამოირჩია
რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...
მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა