მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს ჩემპიონატში ზედმეტი წონის გამო ვერ გამოვიდა
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატში არ გამოსულა, რადგან წონა ვერ ჩააბარა - ამ დილით, აწონვისას დასაშვებზე 4 კილოგრამით მძიმე აღმოჩნდა და შეჯიბრებიდანაც მოიხსნა.

ცხადია, ამან მის სპორტულ კარიერასაც შეუქმნა საფრთხე და კულუარებში კარიერის დასრულებაზეც კი ალაპარაკდნენ. საყოველთაო აზრით, მსგავსი საქციელი სპორტსმენის მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელია და ცირეკიძეს წონა უნდა გაეკონტროლებინა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ეს შეგნებულად გააკეთა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რა არის წონის ჩაუბარებლობის მიზეზი, ცირეკიძე გაისად ნაკრებში ვერ მოხვდება. იმავე პოზიციაზეა ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძეც. ეტყობა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც გადახედავს თავის გადაწყვეტილებას ცირეკიძისთვის თბილისში ბინის ქირაობის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ მათ ლონდონის ოლიმპიადამდე ბინის დასაქირავებლად საჭირო თანხა უკვე მოიძიეს, ცირეკიძემ ბინაც შეარჩია, მაგრამ ახლა ეს ამბავიც ჩაშლის პირასაა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ის დაელოდება ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ ისინი ფალავანს ნაკრებში გამოსვლის ნებას არ დართავენ, მაშინ თანხის გამოყოფაზეც უარს იტყვის. ”მე მოქალაქე ირაკლი ცირეკიძეს ბინას არ ვუქირავებ” - ასეთია ნაცვლიშვილის პოზიცია.

ირაკლი თავაძე

gio
დიპლომატიური უარი კიარა ერთი ...... საქციელია, უცებ მიაღწია რაღაცას და მორჩა,ასე გონია ძაან მაგარია, ....
kopala
მაგისი ასაგდები ვინაა?ეგეც ძილიაა?წონა არ უნდა დაეგდოო?მარა ფორმაში არაა ეტყობა და მიუშვა ხელი 2 დღეც ეყოფოდა წონა რომ მოემატებინა და ვითომ წონა ვერ დაიჭირა.კარგით რა
mimino
ცირეკიძის საქციელი დიპლომატიური უარია სპორტული კარიერის გაგრძელებაზე.
tkupi
ქუთაისელი ირაკლი ცირეკიძე ძიუდოს ისტორიული ლეგენდაა!...
givi
გაუშვით ეს კაცი სახლში, აღარ უნდა ჭიდაობა და დაანებეთ თავი რა. ყოფნის ამ კაცს რასაც მიაღწია და მეტი არ უნდა. შევეშვათ საერთოდ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა