ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: II ოლიმპიური თამაშები

ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: II ოლიმპიური თამაშები

სანკტ მორიტცი: თითქმის უთოვლო ოლიმპიადა
11-19 თებერვალი. 1928

სანკტ მორიტცი (შვეიცარია)

სანკტ მორიტცი

ზამთრის კურორტი მდებარეობს შვეიცარიაში, კანტონ გრაუბინდენში, ამავე სახელწოდების ტბის სანაპიროზე. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 6 ათას ადამიანს.

სანკტ მორიცი ორჯერ იყო ზამთრის ოლიმპიადების მასპინძელი - 1928 და 1948 წლებში. მის გარდა, ორ-ორჯერ “თეთრი” ოლიმპიადის მასპინძლები იყვნენ ინსბრუკი და ლეიკ-პლესიდი.

ეს კურორტი მიიჩნევა ბობსლეის სამშობლოდ. სანკტ მორიტცის ტრასაზე იმართება მსხვილი შეჯიბრებები ბობსლეიში, ციგაობასა და სკელეტონში. თანაც, ტრასა აქ ბუნებრივია და ყოველ ზამთარს, ფაქტობრივად, თავიდან იგება.

თითქმის უთოვლო ოლიმპიადა

წინა თამაშებისგან განსხვავებით, მასპინძელი ქალაქის არჩევანი კონკურსის გზით ხდებოდა. 1926 წელს ლისაბონში, სოკ-ის სესიაზე სამ შვეიცარიულ ქალაქს - დავოსს, ენგელბერგსა და სანკტ მორიტცს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთეს.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად, 1928 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე პრეტენზიას ჰოლანდიელებიც აცხადებდნენ, მაგრამ მათ მოხსნეს კანდიდატურა, რადგან დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ თებერვალში კლიმატი თამაშების ღირსეულად ჩატარების საშუალებას მისცემდათ.

შვეიცარიელები კი პირიქით, დარწმუნებულნი იყვნენ ამაში, მაგრამ სულ ტყუილად. თამაშების დღეებში მთებში ერთი კვირის ნალექის ნორმა მოვიდა, მაგრამ შემდეგ ტემპერატურა 20 გრადუსამდე ავიდა და სპორტსმენები, ფაქტობრივად, გუბეებში იძირებოდნენ.

მონაწილე ქვეყნები და სპორტის სახეობები

1928 წლის თამაშებში მონაწილეობა მიიღო 464-მა სპორტსმენმა (26 ქალი) 25 ქვეყნიდან. დებიუტანტებს შორის აღმოჩნდნენ გერმანია, ჰოლანდია, რუმინეთი, ლიტვა, ესტონეთი, იაპონია, არგენტინა და მექსიკა.

თამაშების პროგრამაში შეიტანეს სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, ორჭიდი, ბობსლეი, სკელეტონი, ციგურებით სირბილი, ფიგურული სრიალი და ჰოკეი.

დატოვა თამაშები ქიორლინგმა, რომელიც წინა თამაშებზე სადემონსტრაციო სახეობებში გადიოდა. სადემონსტრაციოდან ძირითად სახეობებში გადაიყვანეს სამხედრო პატრულების რბოლა (ბიატლონის წინამორბედი). დებიუტი ჰქონდა სკელეტონს.

გახსნის ცერემონია

გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა 11 თებერვალს, “ბადრუტც პარკის” საციგურაო მოედანზე. ღამით ძალიან მოთოვა, ამიტომაც ორგანიზატორებს ცერემონიის ნახევარი საათით გადატანა მოუწიათ, მოედნის თოვლისგან გასაწმენდად. ცერემონია სოკ-ის წევრებისა და შვეიცარიის მაღალჩინოსნების მობრძანებით დაიწყო.

ამის შემდეგ სტარტი აიღო სპორტსმენების აღლუმმა. საინტერესო მომენტი - ბევრი სპორტსმენი სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ინვენტარით აღჭურვილი მიაბიჯებდა. მოთხილამურეებს თხილამურები მიჰქონდათ, ჰოკეისტები მთლიანად იყვნენ ეკიპირებულნი, რადგან პირველი მატჩები გახსნის ცერემონიის დასრულებისთანავე ჩატარდა.

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ედმუნდ შულტსი დამსწრეებს სიტყვით მიესალმა და ზამთრის II ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა. ამის შემდეგ სტადიონზე აღმართეს ოლიმპიური მოძრაობის დროშა, შვეიცარიელმა ორჭიდელმა ჰანს აიდენბენცმა კი ყველა სპორტსმენის სახელით ოლიმპიური ფიცი დადო.

სტარტები სკანდალების თანხლებით

მოციგურავეებს შორის 10 ათას მეტრზე გარბენის წინ, ცხელმა მზემ სარბენი ბილიკები გაათბო და ყინულმა დნობა დაიწყო, მაგრამ ორგანიზატორებმა შეჯიბრის გაუქმებაზე უარი თქვეს. ტურნირი გახსნეს ამერიკელმა ირვინგ ჯეფრიმ და ნორვეგიელმა ბერნტ ევენსენმა. ყინული დნობას აგრძელებდა და ყოველი გარბენის შემდეგ შედეგები უარესდებოდა. მეხუთე წყვილმა დისტანცია საერთოდ ვერ დაასრულა და საბოლოოდ, მოედანი საცურაო აუზს დაემსგავსა.

შეჯიბრი დასრულებულად გამოცხადდა და ორგანიზატორებმა მედლები იმათ შორის გადაანაწილეს, ვინც გამოსვლა მოასწრო. საუკეთესო შედეგები პირველ წყვილს ჰქონდა - ოქრო მისცეს ირვინგ ჯეფრის, ვერცხლი - ბერნტ ევენსენს.

ფინელებმა და ნორვეგიელებმა პროტესტი შეიტანეს, რადგან ბევრმა ათლეტმა, მათ შორის, ერთ-ერთმა ფავორიტმა, ნორვეგიელმა ივარ ბალანგრუდმა სტარტზე გასვლა ვერ მოასწრო. გადაწყდა ტურნირის გაუქმება და ამ სახეობაში მედლები არ გათამაშებულა, მაგრამ აშშ-ის დელეგაციამ ჯეფრისთვის მედლის დაბრუნება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანკტ მორიტცის დატოვებით დაიმუქრა.

საორგანიზაციო კომიტეტმა კომპრომისის მიღწევა სცადა და განმეორებითი სტარტის ჩატარება გადაწყვიტა, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნებოდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სრული სიურპრიზი აღმოჩნდა ნორვეგიელი მოციგურავეებისთვის, რომლებმაც უკვე დატოვეს შვეიცარია, რადგან არ ჰქონდათ განმეორებითი სტარტის იმედი.

თუმცა კლიმატმა ხელმეორე სტარტის ჩატარების საშუალება არ მისცათ. ამ დისციპლინაში მედლები ოფიციალურად გაუთამაშებელი დარჩა.

500 მეტრზე სირბილშიც ბევრი სიურპრიზი იყო. იმ დროს შედეგები მხოლოდ წამის მეათედებში ფიქსირდებოდა. ამიტომაც გამოავლინეს ორი გამარჯვებული და ბრინჯაოს მედლის ოთხი (!) მფლობელი. ორგანიზატორები არ ელოდნენ მოვლენათა ამგვარ განვითარებას, ამიტომაც მედლები გაუთამაშებელი დისციპლინებიდან “ისესხეს”, შემდეგ კი სწრაფად დაამზადეს დამატებითი მედლები.

სათხილამურო სპორტსა და ციგურებით სირბილში, წინა ოლიმპიადასთან შედარებით, მეტოქეობა უფრო მძაფრი გახდა, მაგრამ შედეგი დაახლოებით იგივე იყო, რაც 1924 წელს. ნორვეგიელმა მოთხილამურეებმა ოთხიდან მხოლოდ ერთი ოქრო დათმეს. შამონიში ხუთი მედლის (მათ შორის, სამი ოქრო) მფლობელი კლას ტუნბერგი სანკტ მორიტცში ორგზის ჩემპიონი გახდა 500 და 1500 მეტრ დისტანციებზე ციგურებით სირბილში.

სპორტის ამ სახეობაში მედლების სრული კომპლექტი მიიღო ბერნტ ევენსენმა. შამონიში სამივე სინჯის მედლის მფლობელმა, ფინელმა იულიას სკუტნაბმა ვერცხლი მოიგო 5000 მეტრზე, ხოლო ციგურებით სირბილში ნორვეგიული სპორტის ამომავალი ვარსკვლავი ივარ ბაალანგრუდი 5000 მეტრზე ჩემპიონი გახდა და მესამე იყო 1500 მეტრზე.

მისი თანამემამულე, მოთხილამურე იოჰან გროტუმსბროტენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, როცა მოიგო 18 კილომეტრზე რბოლა და სათხილამურო ორჭიდი. ამ უდიდესმა სპორტსმენმა ორჭიდელთა შეჯიბრი ოთხი წლის შემდეგ, ლეიკ-პლესიდშიც მოიგო.

თბილმა ამინდმა მხოლოდ მოციგურავეებს არ შეუშალა ხელი. ასე მაგალითად, სათხილამურო რბოლაში 50 კილომეტრზე გარბენი ნულოვან ტემპერატურაზე იწყებოდა, რბოლის ბოლოს კი ტემპერატურა 25 გრადუსამდე გათბა და ბევრმა დისტანციის დასრულება ვერ მოახერხა. ამავე მიზეზით, ბობსლეიში ოთხის ნაცვლად ორი ცდა შესრულდა.

შვედმა მოციგურავემ ზედიზედ მესამე თამაშებზე მოიგო ოქრო ფიგურულ სრიალში მამაკაცებს შორის. სპორტულ წყვილებში პირველ ოლიმპიურ გამარჯვებას მიაღწიეს ფრანგებმა - ანდრე და პიერ ბრიუნეებმა.

ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე, ფიგურული სრიალის მსოფლიო ვარსკვლავმა სონია ჰენიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა ქალებს შორის, სანკტ მორიტცში კი თავისი პირველი ოლიმპიადა მოიგო, შემდეგ კიდევ ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1932 და 1936 წლებში), მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი 1936 წლამდე იმარჯვებდა.

ჰოკეის ტურნირი

ტრადიციულად, ყველაზე ძლიერები კანადელები იყვნენ - მათ მეტოქეებს არც ერთი შაიბის გატანის საშუალება არ მისცეს და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. იმის გამო, რომ იმ წლებში კანადის უპირატესობა კონკურენტებზე უდიდესი იყო, ისინი ოლიმპიადაზე ყოველთვის ახალ გუნდს აგზავნიდნენ, თანაც, ესენი იყვნენ კლუბები. ასე რომ, ყველა კანადელი ჰოკეისტი თითოჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი.

თუმცა ეს გამარჯვება კანადამ აშშ-ის არყოფნაში მოიპოვა. როცა ჩემპიონები შინ დაბრუნდნენ, ამერიკელებმა მათ ამხანაგური მატჩის ჩატარება შესთავაზეს. ადრე მსგავს შეხვედრებში კანადელები იმარჯვებდნენ, მაგრამ ამჯერად აშშ-ის ნაკრები უფრო ძლიერი აღმოჩნდა - 1:0. ეს იყო კანადელთა პირველი წაგება საერთაშორისო არენაზე.

ბობსლეი

ხუთადგილიანი, მამაკაცები. 1. აშშ II (კლიფორდ გრეი, ჯეფრი მეისონი, რიჩარდ პარკი, ნოინ ტაკერი, უილიამ ფისკი); 2. აშშ I (დევიდ გრეინჯერი, ტომას დოი, ჯეი ო’ბრაიენი, ლიმან ნინი, ჯენისონ ჰიტონი); 3. გერმანია II (ჰანს კილიანი, ვალენტინ კრემპლი, ჰანს ნეგლი, ჰანს ჰესი, სებასტიან ჰუბერი)...

ციგურებით სირბილი

500 მ. მამაკაცები. 1. კლას ტუნბერგი (ფინეთი); 1. ბერნტ ევენსენი (ნორვეგია); 3. როალდ ლარსენი (ნორვეგია); 3. ჯონ ფერელი (აშშ); 3. იაკო ფრიმანი (ფინეთი)...

1 500 მ. მამაკაცები. 1. კლას ტუნბერგი (ფინეთი); 2 ბერნტ ევენსენი (ნორვეგია); 3. ივარ ბალანგრუდი (ნორვეგია)...

5 000 მ. მამაკაცები. 1. კლას ტუნბერგი (ფინეთი); 2. იულიუს სკუტნაბი (ფინეთი); 3. ბერნტ ევენსენი (ნორვეგია)...

სათხილამურო ორჭიდი

ინდივიდუალური. მამაკაცები. 1. იოჰან გროტუმსბროტენი (ნორვეგია); 2. ჰანს ვინიარენსენი (ნორვეგია); 3. იონ სნერსრუდი (ნორვეგია)...

თხილამურებით სირბილი

18 კმ. მამაკაცები. 1. იოჰან გროტუმსბროტენი (ნორვეგია); 2. ოლე ჰეგე (ნორვეგია); 3. რაიდერ ედეგარდი (ნორვეგია)...

50 კმ. მამაკაცები. 1. პერ ერიკ ჰედლუნდი (შვედეთი); 2. გუსტავ იონსონი (შვედეთი); 3. ვოლგერ ანდერსონი (შვედეთი)...

ტრამპლინიდან ხტომა

K90 ინდივიდუალური (70 მ). მამაკაცები. 1. ალფ ანდერსენი (ნორვეგია); 2. სიგმუნდ რუუდი (ნორვეგია); 3. რუდოლფ ბურკერტი (ჩეხოსლოვაკია)...

სკელეტონი

კაცები. 1. ჯენისონ ჰიტონი (აშშ). 2. ჯონ ჰიტონი (აშშ). 3. დევიდ ნორტექსი (ბრიტანეთი)...

ფიგურული სრიალი

მამაკაცები. 1. გილის გრაფსტრიომი (შვედეთი); 2. ვილი ბიოკლი (ავსტრია); 3. რობერტ ვან ზეებრიოკი (ბელგია)...

ქალები. 1. სონია ჰენი (ნორვეგია); 2. ფრიტც ბიურგერი (ავსტრია); 3. ბეატრის ლოგრანი (აშშ)...

სპორტული წყვილები. 1. ანდრე ბრიუნე/პიერ ბრიუნე (საფრანგეთი); 2. ოტო კაიზერი/ლილი შოლცი (ავსტრია); 3. მელიტა ბრუნერი/ლუდვიგ ვრიდი (ავსტრია)...

ჰოკეი

მამაკაცები. 1. კანადა (ჩარლზ დელაჰეი, ნორბერტ მიულერი, როჯერს პლექსონი, ჰერბერტ პლექსონი, ჰიუგ პლექსტონი, ჯონ პორტერი, ჯოზეფ სალივანი, ფრანკ სალივანი, დევიდ ტროტერი, როს ტეილორი, ფრანლინ ფიშერი, ჰენრი ჰადსონი); 2. შვედეთი (კარლ აბრაჰამსონი, ემილ ბერგმანი, ერნსტ კარლბერგი, ერიკ ლარსონი, ბერტილ ლინდე, ზიგფრიდ ობერგი, ვილჰელმ პეტერსენი, კურტ სუკსდორფი, ბირგერ ჰოლმკვისტი, გუსტან იოჰანსონი, ნლს იოჰანსონი, ჰენრი იოჰანსონი); 3. შვეიცარია (ჯინინ ანდრეოსი, მეცი ანდრეოსი, რობერტ ბრაიტერი, ალბერტ გერომინი, ლუი დუფური, ფრიტც კრაატცი, არნოლდ მარტინიოლი, ჰაინი მენგი, ანტონ მოროსანი, ლუციუს რიუდი, რიჩარდ ტორიანი, ჩარლზ ფაზელი)...

ყველა მედალი

ო ვ ბ ს

1. ნორვეგია 6 4 5 15

2. აშშ 2 2 2 6

3. შვედეთი 2 2 1 5

4. ფინეთი 2 1 1 4

5. კანადა 1 0 0 1

5. საფრანგეთი 1 0 0 1

7. ავსტრია 0 3 1 4

8. ბელგია 0 0 1 1

8. ბრიტანეთი 0 0 1 1

8. გერმანია 0 0 1 1

8. შვეიცარია 0 0 1 1

8. ჩეხოსლოვაკია 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: I ოლიმპიური თამაშები. შამონი (საფრანგეთი)

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა